ტვ პირველთან 14 წლის გოგოს დეიდა საუბრობს, გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო და ფოტოები, სადაც ჩანდა, რომ გოგონა დაინიშნა. მოგვიანებით შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია და თქვა, რომ გამოძიება დაიწყო.
“14 წლის გახდა და ყველანი შევიკრიბეთ, მოვიდა ნაცნობი ოჯახი, მოიტანეს ტორტი და ჩვენი გოგოს ხელს გვთხოვდა. ბიჭი 20 წლისაა და დიდი ხანია მოსწონს გოგო. ოჯახმა უარი ვუთხარით, ვთქვით, რომ 18 წლის რომ გახდება, მერე გავათხოვებთ.
ვერ ვხვდები რატომ დაიწყო გამოიძიება?
თავად გოგოსაც უნდოდა, მოსწონდა და უხაროდა.”
კომენტარები