• რეკლამა
  • კონტაქტი
02:21, სამშაბათი, 10 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დავით გარეჯში ძალიან მძიმე ვითარებაა… სანამ თავად არ ვნახე, ვერ დავიჯერე” – რა ხდება დავით გარეჯში?

ალია ავტორი - ალია
19:07 02-08-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“პირველად დავით გარეჯს 2009 წელს ვესტუმრე, სასკოლო ექსკურსიაზე წავედით მონასტრის მოსანახულებლად. მთავარი კარიბჭიდან შევედით, კიბეებზე ვიძრომიალეთ, ეკლესიის ზღურბლი გადავლახეთ, უამრავი ნიშა მოვიარეთ, ორ ქონგურთანაც ვიყავით და შემდეგ ახლოს მდებარე კოშკამდეც მივაღწიეთ.

ეს მხოლოდ ექსკურსიის დასაწყისი გახლდათ, რადგან შემდეგ ბილიკებს გავუყევით, ავედით მთის მწვერვალზე, გადავედით მეორე მხარეს, საიდანაც ვრცელ ველს გადავყურებდით. მთის ფერდზე გამოქვაბულები იყო, ზოგიერთ მათგანს ფრესკები ამშვენებდა, სანთლები დავანთეთ და უკან ჩამოვბრუნდით. ერთადერთმა გარემოებამ შეგვიქმნა დისკომფორტი, სულ მაღლა, მთის მეორე მხარეს საცალფეხო გზის პირს რკინის ჯოხების დაბალი რიგი მიუყვებოდა.

ბედნიერი შემთხვევის წყალობით დღესაც ვიმოგზაურე გარეჯში, რათა ჩემი თვალით მენახა ყველაფერი. მთავარი კარიბჭე ძველებურად გავიარე, უკეთ არის ყველაფერი კეთილმოწყობილი … შემდეგ ნაცნობ ბილიკს შევავლე თვალი, რომლის დასაწყისში ჩვენი ორი მესაზღვრე იდგა. შესანიშნავი ვაჟკაცები, ფოლადს დაგლეჯდნენ, რომ მიგეშვა. მათ გვითხრეს, რომ ბილიკზე გამოგყვებოდნენ და წყარომდე (“ცრემლებამდე”) მიგვაცილებდნენ. იქვე აღნიშნეს, რომ სხვა მიმართულებით წასვლა სახიფათო იყო, იქ აზერბაიჯანელი სამართალდამცველები დაგხვდებოდნენ და შეიძლება დავეკავებინეთ. განსაკუთრებულად მომხიბლა მუქარამ, რომ დაკავების შემთხვევაში, ერთი კვირა არაფერს მაჭმევდნენ. გავიხუმრეთ და უკან ჩამოვბრუნდით.

უკან წამოსული ხუმრობის ხასიათზე უკვე აღარ ვიყავი, მთლიანად მომეშხამა განწყობა. წინა ვიზიტის დროს რისი ნახვაც მოვახერხე, იმის ნახევარსაც ვერ შევავლე თვალი დღეს. კატასტროფული ვითარებაა, ძალიან მძიმე… სანამ თავად არ ვნახე, ვერ დავიჯერე.

წინასაარჩევნოდ გააქტიურებულ სკანდალებში ვერ ვერკვევი. ე.წ. “კარტოგრაფები” საშინელ შთაბეჭდილებას ტოვებენ… გეოგრაფია ჩემი საყვარელი საგანი იყო სკოლაში, მაგრამ საბჭოთა რუკების გრადუსებში, მინუტებსა და მასშტაბებში ვერ ჩავიძირე.

მხოლოდ ერთი შემიძლია ვთქვა – დავით გარეჯი საბჭოთა კავშირის რუკების შედგენამდე არსებობდა, თან საუკუნეებით ადრე… დავით გარეჯის საკითხი მხოლოდ კარტოგრაფებისა და მიწის მზომელების გადასაწყვეტი არ არის. მსოფლიოს ყველა პატიოსანი ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნე, კულტუროლოგი, რელიგიათმცოდნე გარეჯს საქართველოს მიაკუთვნებს!

საჯარო სივრცეში, დისკუსიების დროს, მოლაპარაკებებისას მხოლოდ ფორმალური, საბჭოთა დოკუმენტების საფუძველზე გარეჯის საკითხის განხილვა არის ანტისახელმწიფოებრივი მოვლენა.

სსრკ-ის რუკები ჩვენს საწინააღმდეგოდ მეტყველებენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დაკარგულია, არაფერი გამოვა და უნდა შევეგუოთ შექმნილ ვითარებას (კაკობობოხიძიზმი).”

თეგები: ლევან ლორთქიფანიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი

17:07 11-09-2026
მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
ახალი ამბები

მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი

15:24 11-09-2026
გინეკოლოგთან ვიზიტი – რამდენად ხშირად არის საჭირო პროფილაქტიკური შემოწმება?
ახალი ამბები

გინეკოლოგთან ვიზიტი – რამდენად ხშირად არის საჭირო პროფილაქტიკური შემოწმება?

15:21 11-09-2026
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში წინანაურის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს
ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში წინანაურის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს

15:16 11-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved