• რეკლამა
  • კონტაქტი
21:43, შაბათი, 8 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აი, აქ ასცდა ჩვენი მოსაზრებები” – რატომ დატოვა ლევან კობერიძემ “ლელო”?

ალია ავტორი - ალია
17:40 02-08-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

პარტია „ლელოს“ დატოვების შემდეგ ლევან კობერიძე პირველ კომენტარს ტვ პირველთან აკეთებს და ამბობს:

„პირველ რიგში, მადლობას გადავუხდი „ლელოს“ მთელ გუნდს, ვისთან ერთადაც არჩევნებში მივიღე მონაწილეობა. ჩვენ ერთად საკმაოდ ბევრი ვიშრომეთ საუკეთესო შედეგისათვის და იმისთვის, რომ ამომრჩეველი დაგვერწმუნებინა, არსებობს ალტერნატიული, ახალი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია ეს ორპოლუსიანობა, რაც ჩემი აზრით, ყველაზე დიდი გამოწვევაა ქვეყანაში პოლიტიკური თვალსაზრისით.

ყველა სუბიექტური ვართ, რა თქმა უნდა, ჩემს ბადრის და მამუკას შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობს და ეს რომ იყო, ამიტომაც არ ვყოფილვარ მედიაში აქტიური. ვცდილობდით, შიგნით სხვადასხვა მსჯელობები გარკვეული ინტენსივობით გვქონოდა.

ვაკე-საბურთალოზე ვიყრიდი კენჭს და ვღებულობდი არჩევნებში მონაწილეობას, ვინც ხმა მომცა, ძალიან დიდი ნაწილი მსაყვედურობდა. სერიოზული საყვედურები წამოვიდა. ობიექტურობის თვალსაზისით, ყოველთვის სჯობს, რომ არსებობდეს კვლევები. მიკვირს, მთელმა ოპოზიციამ რატომ არ ჩავატარეთ სასწრაფოდ კვლევები. მე Facebook-ზე ნახევრად ხუმრობით დავწერე, ყველა ხალხის სახელით ლაპარაკობს და ეს ხალხი ამ დროს სულ სხვა რამეს ფიქრობს. აი, აქ ასცდა ჩვენი მოსაზრებები. მიუხედავად იმისა, რომ ერთად ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ, მაშინ, როდესაც შენი შეხედულებები მნიშვნელოვნად განსხვავდება პარტიის პირველი პირებისაგან, მე გადავწყვიტე, რომ სჯობს, ამ პარტიას ხელი არ შევუშალო თავის შემდგომ წინსვლაში.

ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებები ძალიან მნიშვნელოვანია. პოლიტიკური დღის წესრიგის განმსაზღვრელი და გარკვეული ორიენტირი არის მათი მოსაზრებები. ამაზეც განსხვავებული მოსაზრებები მაქვს. არ შეიძლება ხან მოგწონდეს შენი სტრატეგიული პარტნიორების მოსაზრებები, როდესაც ემთხვევა შენს ინტერესს და ხან პირიქით“

რაც შეეხება კითხვას, არის თუ არა ის ბოიკოტისა და პარლამენტში არ შესვლის მომხრე, კობერიძე შემდეგნაირად განმარტავს:

„პარლამენტში შესვლა-არ შესვლა აბსოლუტურად არ არის ყველაზე მთავარი მაფორმირებელი დღეს საამომრჩევლო მოქალაქეებში. ახლა პარლამენტი ისეთ დღეშია, გინდ შესულხარ და გინდ გარეთ გამოსულხარ. შემდეგ არჩევნებამდე თავისი თავი რამენაირად უნდა მიიტანოს“.

შეგახსენებთ, ლევან კობერიძემ „ლელოს“ რიგები დღეს დატოვა.

თეგები: ლევან კობერიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved