• რეკლამა
  • კონტაქტი
03:42, ხუთშაბათი, 17 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არ მივცემთ რუსეთს მოსვენების საშუალებას – მე ამის პირობას გაძლევთ – დავით ზალკალიანი

ალია ავტორი - ალია
19:54 02-05-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
92

ყველა ორმხრივი ფორმატის ფარგლებში იქნება დამგმობი განცხადებები, არ მივცემთ რუსეთს მოსვენებას, რათა ზაზა გახელაძე დროულად გათავისუფლდეს, – ამის შესახებ აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ოკუპირებულ ცხინვალში ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის 12 წელზე მეტი ვადით გახანგრძლივებასთან დაკავშირებით.

„ეს არის სუფთა პროვოკაცია, რომელიც მიმართულია დესტრუქციისკენ, რომელიც მიმართულია, რათა ეს უკანონო ქმედება იყოს გამოყენებული ქვეყნის, ასევე შიდა პოლიტიკური პროცესების ასარევად, ასე ვთქვათ. მსგავსი სცენარები ვიხილეთ უკვე, თუნდაც იგივე ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების დროს. ამიტომ თანმიმდევრულად, აუცილებლად გავაგრძელებთ საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციას და მხარდაჭერის მობილიზაციას, უკვე დაწყებული არის ეს პროცესი. ყველა სტრუქტურა, ვინც ჩართულია ჟენევის მოლაპარაკების პროცესში – თავის მხრივ, საგარეო საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უშიშროების სამსახური, შერიგების სახელმწიფო მინისტრის აპარატი, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჩვენ ყველა, ერთად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პირველი – მაქსიმალურად იყოს წნეხი გაზრდილი რუსეთის ფედერაციაზე, რათა  მან პატივი სცეს პირველ რიგში საერთაშორისო სამართლის ნორმის პრინციპებს.

სიტუაციას კიდევ უფრო ამძაფრებს, რომ ეს მოხდა იმ ფონზე, როდესაც სულ ცოტა ხნის წინ სტრასბურგში ადამიანის უფლებათა სასამართლომ მიიღო რუსეთის გამამტყუნებელი განაჩენი, რომელშიც პირდაპირ დაადანაშაულა მიმდინარე ოკუპაციაში რუსეთი, დაადანაშაულა იმ მძიმე ჰუმანიტარულ სიტუაციაში, რომელიც შექმნილია მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ასე რომ, ძალიან თვალნათელია, ყველაფერი ხელისგულზე დევს.

უკვე მქონდა ბევრ ჩემს კოლეგასთან აქტიური კომუნიკაცია, ჟენევის ყველა მთავარი აქტორი არის ინფორმირებული, გაძლიერდება ზეწოლა, ყველა ფორმატში, მათ შორის, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს ფორმატში, მათ შორის, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ფორმატში, გაერო-ს გენერალური ასამბლეისა და ასევე, უშიშროების საბჭოსა და ადამიანის უფლებათა საბჭოს ფორმატში, ნატო-ს ფორმატში; ყველა ფორმატი, ორმხრივი ფორმატები იქნება მაქსიმალურად გამოყენებული. იქნება დამგმობი განცხადებები და არ მივცემთ მათ მოსვენების საშუალებას – მე ამის პირობას გაძლევთ, ისე როგორც ყველა წინა უკანონო დაკავების დროს იყო გაკეთებული; ყველა ქმედითი ნაბიჯი იქნება მობილიზებული იმისთვის, რომ ჩვენი თანამოქალაქე ზაზა გახელაძე იყოს დროულად გათავისუფლებული“

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს დღეს 12 წლითა და ექვსი თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.

თეგები: დავით ზალკალიანიოკუპაციარუსეთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

15:18 09-16-2026
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება

14:09 09-16-2026
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved