• რეკლამა
  • კონტაქტი
23:49, სამშაბათი, 16 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მე ის ყურანზე არ დავაფიცე – ხელისუფლებამ ყველა ჩვენება ზეწოლით მოიპოვა – მალხაზ მაჩალიკაშვილი

ალია ავტორი - ალია
18:24 02-05-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
26

„მე ის ყურანზე არ დავაფიცე და სიტყვაზე ვენდე, რომ ჩვენებას ხელი ისე მოაწერა, არ წაუკითხავს“ – ასეთი განცხადება გააკეთა მედიასთან, მალხაზ მაჩალიკაშვილმა, ტერორიზმის ხელშეწყობისათვის სასჯელმოხდილი, ბაადურ ჩოფანაშვილის შესახებ.

„ჩოფანაშვილი თანახმა იყო დაეფიცებინა ყურანზე, რომ ჩვენება, რომელიც მე ახლა ხელში მიჭირავს, არ წაუკითხავს. მე არ დავაფიცებინე, ვუთხარი, რომ ეს სასჯელი იქნებოდა. გორნაკაშვილმა წაიკითხა, არ მოაწერა და მიუსაჯეს 13 წელი. ეს ამბობს, რომ ბევრ დოკუმენტზე მოაწერინეს ხელი, არც იცოდა, მისი შინაარსი და არ იცნობდა თემირლანს. დავჯერდი სიტყვიერ დაფიცებას, რადგან ხელისუფლებამ ყველა ჩვენება ზეწოლით მოიპოვა. უნდა განახლდეს გამოძიება ხელახლა და ყველაფერი გაირკვეს“

თავად ბაადურ ჩოფანაშვილმა, მედიასთან კონტაქტი არ ისურვა და სოფელ დუისში, ქისტური თემის თავშეყრის ადგილი, კომენტარის გარეშე დატოვა.

ჩოფანაშვილი, პანკისში, ახმედ ჩატაევისა და მისი დაჯგუფების წინააღმდეგ, 2017 წელს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს.

ჩოფანაშვილს, სასამართლომ 8 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სამი წლის შემდეგ, მან სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა და დარჩენილ 5 წელს, პირობით, 6 წლიანი გამოსაცდელი ვადით მოიხდის.

მაჩალიკაშვილების ოჯახი, საქმის გამოძიებასა და თემირლან მაჩალიკაშვილის რეაბილიტაციას, საქართველოში წლების მანძილზე უშედეგოდ ითხოვდა, რის შემდეგაც მან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასმართლოს მიმართა.

EMC-ის ინფორმაციით, საქმეს „მაჩალიკაშვილი-საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპული სასამართლო უკვე დაჩქარებული წესით იხილავს.

თეგები: მალხაზ მაჩალიკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი: ნივთის შეფასება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ

18:10 06-16-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:38 06-16-2026
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება – 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება – 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება – თიბისი

16:25 06-16-2026
რა უნდა გავითვალისწინოთ ახალი ტელევიზორის შერჩევისას და რას გვთავაზობს მეგატექნიკის კატალოგი?
ახალი ამბები

რა უნდა გავითვალისწინოთ ახალი ტელევიზორის შერჩევისას და რას გვთავაზობს მეგატექნიკის კატალოგი?

14:42 06-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved