ფოთის ცენტრში საკუთარ ავტომობილში 43 წლის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. თვითმხილველთა ინფორმაციით, მას ცხრა ტყვია აქვს მოხვედრილი.
“პრაიმტაიმის” ინფორმაციით, 43 წლის მამაკაცი გურამ ახალაიაა. იგი შვილს ელოდებოდა, რომელიც ფოთის საზოგადოებრივ ცენტრში იყო შესული.
მამაკაცი რამდენიმე წელი ემიგრაციაში იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ ეტაპზე ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
კომენტარები