• რეკლამა
  • კონტაქტი
16:19, ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ხბოს აღტკინებით რომ შეხვდით დღეს, ეს დაგვავიწყდა? რა კეთილი ყოფილა გიორგი ბიძია… – ზაზა სიამაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:05 02-04-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
87

დღეს მთავრობამ შეზღუდვების ნაწილის შემსუბუქება დაანონსა 8 თებერვლიდან. მთავრობის გადაწყვეტილებას ზოგი ტაშით შეხვდა, ზოგი კითხვებით, ზოგი კონკრეტულ გეგმას ითხოვს, ზოგი კი თვლის, რომ ამ შემსუბუქებით არსებით ცვლილებას არ უნდა ველოდოთ და ბოლომდე უნდა გაგრძელდეს ბრძოლა.

“ალია” ესაუბრება პროფესორი, ამერიკანისტი, მთარგმნელ-თარჯიმანი, ზაზა სიამაშვილი

“ოცნების” “ფასიანი” თუ “უფასო” პარტაქტივისთვის მინდა ვთქვა: ყველამ კარგად ვიცით, გამგეობებში და სიპეში რომ ხართ დასაქმებულები, გამოაცხობთ ახლა პოსტებს, ქართველებო, რესტორნებში გინდათ სიარულიო… ხოდა, ამ ჩლუნგების, ფასიანი და უფასო ადვოკატების გასაგონად – ვის აქვს ფული, ვინ დადის ე.წ. კერძო რესტორნებში? მხოლოდ მთავრობის და “შმოცნების” წევრები! ე.წ. კერძო რესტორნები რომ არსებობს, გგონიათ არ ვიცი? ვერ ვხედავთ ვინ დადის?

მეორე – თუკი სადმე რესტორანია, ყველგან ხალხია დასაქმებული.

მე ლექტორი ვარ და ჩემი სტუდენტების უმრავლესობას ინტერნეტის პრობლემა აქვს, ეს არ იციან? არ იციან, რომ მშობლები ბინას ვერ ქირაობენ სტუდენტებისთვის? და ბინა რომ იქირაოს, ჭამა-სმა არ უნდა? როგორ აჭამოს ან როგორ უქირაოს ბინა?

9 საათიდან ისევ რომ დატოვეს კომენდანტის საათი, არ იციან, რომ სტუდენტები ერთად იკრიბებიან სამეცადინოდ და ხშირად ერთი ინტერნეტით სარგებლობენ? ან, 21 საათამდე გაჩუმებული და დამალულია პანდემია და 21 საათიდან დილის 5 საათამდე გაასმაგებული ძალებით გვიტევს?

ახალგაზრდა ცქიტიშვილს მინდა ვუთხრა, მუქარა ბევრი მოგვისმენია და ეს მუქარა მერე უკან გაგვიყოლებია ხელისუფლებისთვის, მასაც ასე გაჰყვება ეს მუქარა შლეიფად – ეს საქართველოა, საქართველო ერთნაირად იმახსოვრებს სიკეთებს და ბოროტებას, ჩვენ გვახსოვს შადიმან ბარათაშვილი და გვახსოვს იქვე ნიკოლოზ ბარათაშვილი.

-ნაწილი უკვე გვამუნათებს, რა გინდად, ხომ შემსუბუქდა შეზღუდვები და მორჩა, უნდა გაჩერდეთო, რას ფიქრობთ, უნდა გაგრძელდეს პროტესტი და აქციები?

-აუცილებლად საჭიროა! დღეს რაც მოხდა, ეს არის სამოქალაქო აქტივობის შედეგი, თორემ, ვინ გახსნიდა 8 თებერვალას ტრანსპორტს? არ გახსოვთ, რამდენიმე დღის წინ რომ თქვა იმნაძემ, მარტში და აპრილშიც გაგრძელდება შეზღუდვებიო? ხბოს აღტკინებით რომ შევხვდით დღეს, ეს დაგვავიწყა? რა კეთილი ყოფილა გიორგი ბიძია…

ბათუმში ვარ ახლა, ფული არ ტრიალებს საერთოდ, ნისიების რვეულებით დადის ხალხი, 90-იან წლებში დავბრუნდით. სკოლები გახსნეს, მაგრამ რამდენი ოჯახი მოახერხებს სკოლაში გაუშვას შვილი? რამდენი სკოლა მოაწესრიგეს? რა გააკეთეს? საპირფარეშოები გააკეთეს სკოლებში? მოგეხსენებათ სკოლები გახსნილია უკვე აჭარაში და მოსწავლეებისგან გასაოცარი რამეები მესმის, წარმოიდგინეთ, ზოგმა სკოლამ წესად შემოიღო, რომ ფანჯარა არ უნდა გააღოს საერთოდ, ზოგი სკოლა კი აპირებს პირაბადესთან ერთად რეზინის ხელთათმანების ტარება მოსთხოვოს ბავშვებს – წარმოგიდგენიათ?

-მესამე ტალღა დაანონსა ჯანდაცვის მინისტრმა ჩაკეტილ ქვეყანაში თებერვლის ბოლოს – რას ფიქრობთ, თებერვლის ბოლოს ისევ ხალხს ხომ არ დააბრალებენ, ხომ არ გვეტყვიან ხოცავთ ერთმანეთს “რაღაცა” გამოკვების გამო და ისევ უნდა ჩაიკეტოთო?

-ეს ხელისუფლების განწირული ყვირილია, უფრო სწორედ, განწირული ხავილი… რა მესამე და მეოთხე ტალღა, ტალღა ვიცი მე ზღვაში… გურიაში ამბობენ, სულ ერთია კორონა მომკლავს, თუ შიმშილიო… ოზურგეთში ვიყავი და ვხედავ, ხალხს გამოტანილი აქვს გასაყიდად დანა-ჩანგალი, თეფშები… დავინტერესდი, რატომ ყიდის ამდენი ადამიანი ჭურჭელს – “სახლში საჭმელი არ დამრჩა, ნენა და ყანაში თუ წავალ, კი შევჭამ იქვეო” – მიპასუხა ხუმრობით, მაგრამ რამხელა ტრაგიზმია ამ სიტყვებში! შედით მარკეტებში, ადამიანები 3 ცალ კვერცხს ყიდულობენ და ნახევარ პურს! გგონიათ, მართლა ყველამ აიღო თუნდაც ის 200 ლარიანი დახმარება?

მინდა ვუთხრა გახარიას, ცქიტიშვილს და ყველას, ვინც მათ ზურგს უმაგრებს, მინდა ვუთხრა ეპიდემიოლოგებსაც, ჭკვიანად იყვნენ, ყველას მიაკითხავს სიღატაკე და გამძვინვარებული ხალხი მიაკითხავს მათ.

უფრო ჩლუნგები ყოფილხართ, ვიდრე წარმომედგინა…. თურმე, 9 საათის შემდეგ კოვიდი დაძრწის ქუჩებში, მანამდე ის სამი მუშკეტერი ,,გვიცავს”!

6 თებერვალს უფრო ბევრნი ვიქნებით!

თამო კეშელავა, ალია

თეგები: ზაზა სიამაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

15:18 09-16-2026
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება

14:09 09-16-2026
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved