• რეკლამა
  • კონტაქტი
23:05, სამშაბათი, 22 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა ფოტოები გავრცელდა ავსტრიულ მედიაში და ვის ადანაშაულებს სიცრუეში ქეთევან ციხელაშვილი? – ფოტოები

ალია ავტორი - ალია
05:10 02-04-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
79

ავსტრიაში საქართველოს ელჩი, ქეთევან ციხელაშვილი, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოებს და წერს:

“აი, როგორ არის სინამდვილეში!

➡️for English scroll below

ეს არის იმ სოფლის, ტუშურების საჯარო სკოლა, რომელიც სრულიად სხვა ფოტოებით ავსტრიული Der Standart-ის 1 თებერვლის გამოცემაში მოხვდა და ავსტრიელ მკითხველს ქართული საგანმანათლებლო სისტემის შესახებ სავარაუდოდ, შოკისმომგვრელი, წარმოდგენა შეუქმნა. https://www.derstandard.at/…/nach-tinas-abschiebung-von…

კერძოდ, სტატია ეხმიანება 27 იანვარს ავსტრიიდან დეპორტირებული ქართული ოჯახის ამბავს და აღწერს სად უნდა განაგრძოს სწავლა ოჯახის უფროსმა ქალიშვილმა. მასალა, როგორც ავტორი წერს, ოჯახის ადვოკატმა მიაწოდა. ჟურნალისტი თანაუგრძნობს გოგონას, და ხაზს უსვამს გაუსაძლის სასწავლო პირობებს, რაშიც გოგონა აღმოჩნდება საქართველოში დაბრუნების შემდგომ. ემოციები გასაგებია და მეტიც, ეს თანაგრძნობა ძალიან დასაფასებელი ამ ოჯახისა და პატარა თინას მიმართ. ამაზე ქვემოთ კიდევ ერთხელ დავწერ კომენტარს, რომლითაც გამოვეხმაურე ამ საკითხს. მაგრამ აქ მინდა მხოლოდ ნახოთ თინას ბებიის სოფლის სკოლის სურათები, რომელშიც მას მოუწევს სიარული თუ ოჯახი ამას განიხილავს, ყოველ შემთხვევაში, ახლა ასე ჩანს მათი ადვოკატის მიერ ავსტრიული მედიისთვის მიწოდებული ინფორმაციით.

სურათები კი, რომელიც ოჯახის ადვოკატის გზით მოხვდა ავსტრიულ გამოცემაში, სავარაუდოდ ძველი ბაღის ინფრაქტუქტურის ნაწილია, რომელიც ახალი ბაღის აშენების შემდგომ არ ფუნქციონირებს უკვე წლების განმავლობაში.

თავად განსაჯეთ!

აქ საქმე საქართველოს იმიჯს ეხება ავსტრიაში! ??

ამიტომ თავს ვალდებულად ვთვლი ეს ინფორმაცია გავასაჯაროვო. ცხადია ამაზე კომუნიკაცია გამომცემლობასთანაც გვექნება.

რაც შეეხება საგანმანათლებლო სისტემას საქართველოში, მე ძალიან კარგად ვიცი, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, ბევრი სკოლა გასარემონტებელი და ბევრი რეფორმა მიმდინარეობს, თუმცა, ისიც ვიცი, რამდენად პრიორიტეტულია ეს სფერო და რამდენი გაკეთდა, რა შედეგებია და რა კეთდება სკოლების, მათ შორის, სასკოლო ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ბევრი სოფლის სკოლა მე თავად მაქვს ნანახი. ჩვენი ბავშვების სასკოლო მზაობის დონე, მათ შორის სოფლებიდანაც, რასაც ასე უსვამს ხაზს ამ სტატიის ავტორი, მერწმუნეთ, საკმაოდ მაღალია.

თუმცა აქ ვენის გიმნაზიასთან შედარება არ არის ჩემი მიზანი.

მიზანი ის არის, რომ საქართველო და მისი იმიჯი არ წარმოჩინდეს დამახიჯებულად!

რაც შეეხება თინას და მის ოჯახს, ამ დღეებში ბევრი ემოცია, პროტესტი და განხილვა უკავშირდებოდა 27 იანვარს მისი ოჯახის დეპორტაციას ავსტრიიდან. გარწმუნებთ, ძალიან მტკივნეულია ჩემთვის, როგორც ელჩისთვის, საქართველოს მოქალაქისთვის და ადმიანისთვის როდესაც ოჯახებს, რომელთაც ყავთ ბავშვები, მასპინძელი ქვეყნის უარის შემთხვევაში, უწევთ ადგილსამყოფელის დატოვება. ყველაზე მეტად ბავშვებზე შეგვტკივა მეც და ჩემს კოლეგებსაც გული, რომელთათვისაც ეს მძიმე გამოცდილება და რთული გზაა.

გვაქვს რა ჩვენი მოქალაქეების რეადმისიის ვალდებულება, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა ევროკავშირთან თანამშრომლობის და ჩვენი ლეგალური მიმოსვლის, მათ შორის ვიზის ლიბერალიზაციის რეჟიმისათვის, მინდა გითხრათ, რომ ამ საკითხზე ჩვენს დედაქალაქს აქვს კომუნიკაცია ავსტრიელ კოლეგებთან.l

ჩემსა და ჩვენი დიპლომატიური სამსახურის ერთ-ერთ მთავარ მიზანს სწორედ ქვეყნის საზღვრებს გარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვა და ხელშეწყობაა, რასაც აქტიურად ვახორციელებთ. მაგრამ, უნდა ავღნიშნოთ, რომ ყველა მსგავს შემთხვევაში, როდესაც მოქალაქე უარს აცხადებს საქართველოს მოქალაქეობაზე და მიმართავს სხვა სახელმწიფოს თავშესაფრის მოთხოვნით (ამ ოჯახის შეთხვევაში, ავსტრიის რესპუბლიკას), საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლობა მოკლებულია ყოველგვარ შესაძლებლობას, რაიმე ფორმით ჩაერიოს ან გავლენა მოახდინოს ავსტრიის რესპუბლიკის გადაწყვეტილებაზე. ეს არის ცალსახად მასპინძელი ქვეყნის კომპეტენცია. მეტიც, ქართული სახელწმიფო ვალდებულია უკან მიიღოს მოქალაქე, დეპორტაციის თუ რეადმისიის გზით.

დასაფასებელია ასეთი თანადგომა, რომელიც პატარა თინას მიმართ გამოიჩინა ავსტრიულმა საზოგადოებამ. იმედს გამოვთქვამთ, რომ ის და ნებისმიერი პატარა, რომელიც დღეს ანალოგიურ სიტუაციაშია, გადალახავს ამ გამოცდილებას და მომავალში იქნება წარმატებული, მეტიც, ისარგებლეს ყველა იმ სიკეთით, რომელიც სწორედ საქართველოს მოქალაქეებისათვის გახდა ხელმისაწვდომი ევროკავშირში, მათ შორის ავსტრიაში, ასოცირებული შეთანხმებით, იქნება ეს სასწავლო პროგრამები, უვიზო მიმოსვლა, ა.შ.”

თეგები: ქეთევან ციხელაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო – სწორი ადგილი განათლებისთვის
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო – სწორი ადგილი განათლებისთვის

14:12 09-22-2026
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
ახალი ამბები

თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის

13:45 09-22-2026
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა

16:41 09-21-2026
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება – „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“
ახალი ამბები

თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება – „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“

14:45 09-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved