მთავრობის ადმინისტრაციასთან ბიზნეს სფეროს წარმომადგენლები სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები იკრიბებიან.
მათი მთავარი მოთხოვნა შეზღუდვების მოხსნას უკავშირდება. აქციაზე შეკრებილი ტურიზმისა და სტიმართმასპინძლობის სფეროს წარმომადგენლები ეკონომიკური საქმიანობის ნებართვას, განსაკუთრებით სწრაფად კი ზამთრის კურორტებზე საქმიანობის ნებართვას ითხოვენ. მათი თქმით მინიმალური შემოსავლის მისაღებად 1 თვე დარჩათ და მთავრობას სთხოვენ, რომ რაც შეიძლება მალე მიიღოს გადაწყვეტილება.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი თებერვლიდან კვების ობიექტების ღია სივრცეებში სტუმრების მიღება დაშვებული იქნება მხოლოდ აჭარაში. სხვა რეგიონებში, მათ შორის, დედაქალაქში, რესტორნები და კვების ობიექტები, კვლავ გააგრძელებენ მუშაობას გატანა-მიტანის სერვისით.
კომენტარები