• რეკლამა
  • კონტაქტი
09:02, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არადა, რომ შეხედავ ნორმალური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს – თენგიზ ცერცვაძე

ალია ავტორი - ალია
01:46 01-30-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
61

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორ “ტრიბუნას” ლიდერს, დავით ჭიჭინაძეს პასუხობს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ცერცვაძე-იმნაძე-გამყრელიძის საქმიანობის შესახებ გამოძიების დაწყება მოითხოვა.

თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს:

“ა.წ. 27 იანვრის ონლაინ მედიაში გამოქვეყნდა სტატია, სადაც პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე ითხოვს „კორონავირუსთან მებრძოლი ექიმების გამყრელიძის, ცერცვაძის და იმნაძის მიმართ სერიოზული გამოძიების ჩატარებას?! ვინაიდან მათ მიერ (ესე იგი ჩვენს მიერ, თ.ც.) გადადგმული ყველა ნაბიჯი საკმაოდ ძვირი დაუჯდა ქვეყანას და ხალხს, როგორც ეკონომიკურად, ისე ჯანმრთელობის მხრივ?!“.

ბ-ნი დავითის ეს განცხადება ქართული სინამდვილისთვისაც კი ანეგდოტია, თუ გავითვალისწინებთ, რომ მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ საქართველო ძალიან დიდი წარმატებით მართავს COVID-19-ის პანდემიას, შექმნა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო COVID საწინააღმდეგო სამსახური და აქვს ევროპისა და ამერიკის ქვეყნებს შორის COVID-19-ით სიკვდილობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი. საგულისხმოა, რომ ინგლისის ოქსფორდის უნივერსიტეტის რეიტინგით COVID-19-ის საწინააღმდეგო ბრძოლის ეფექტიანობის თვალსაზრისით (შეფასება კომპლექსურია და ეფუძნება სულ 19 ინდიკატორს) საქართველო, მსოფლიოს 183 ქვეყანას შორის სისტემატურად ხვდება პირველ ათეულში!

არადა, რომ შეხედავ ბ-ნი დავითი ნორმალური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. გამოგიტყდებით, მის მიმართ გარკვეული სიმპატიითაც კი ვიყავით განწყობილი და ასე რა გაუჭირდა, რომ საზოგადოებისთვის თავის შესახსენებლად ამ გზას მიმართა.

მე მინდა ვურჩიო ბ-ნ დავითს, გაწევრიანდეს ახლადშექმნილ ე.წ. „ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაციაში“, რამდენადაც ეს ალბათ, ერთდერთი ორგანიზაციაა ქვეყანაში, სადაც ბ-ნმა დავითმა შეიძლება თანამოაზრეები იპოვნოს. ეს საშუალებას მისცემს ბ-ნ დავითს მომავალ არჩევნებზე დაიმატოს ასოციაციის წევრთა 8 ან 9 ხმა, რაც მის მიერ ბოლო არჩევნებზე ნაჩვენები შედეგის გათვალისწინებით ცოტა ნამდვილად არ არის.

P.S. საინტერესოა, ბ-ნი დავითი ჩვენთვის აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვს, თუ გირაოს”

თეგები: დავით ჭიჭინაძეთენგიზ ცერცვაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved