• რეკლამა
  • კონტაქტი
23:20, შაბათი, 10 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ავიცერი დილით და ნაშუადღევს ძლიერი ტკივილი დამეწყო” – ქართველი, რომელმაც აშშ-ში კოვიდვაქცინის ორივე დოზა გაიკეთა

ალია ავტორი - ალია
18:21 01-29-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

მადონა პირველაშვილმა, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, ამერიკაში, ნიუ-იორკში ცხოვრობს, კორონავირუსის გადატანის მიუხედავად, ვაქცინის ორივე დოზა გაიკეთა – როგორ ჩაიარა ვაქცინაციამ, ამ თემაზე ის “კვირის პალიტრასთან” საუბრობს:

მადონა პირველაშვილი:

– მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსი მარტში გადავიტანე, მაინც გადავწყვიტე, ვაქცინა გამეკეთებინა, გამომდინარე იქიდან, რომ ვერც ერთმა ექიმმა მიპასუხა, ანტისხეულების არსებობის შემთხვევაში, რამდენად შესაძლებელია ვირუსით ხელახლა დაინფიცირება. შესაძლებლობა გაჩნდა და გადავწყვიტე, აცრა გამეკეთებინა, არც დავფიქრებულვარ, ისე დავთანხმდი.
პირველი აცრა მალევე ჩავიტარე და, შესაბამისად, ინსტრუქციაც მივიღე, თუ რა ტკივილები შეიძლება მოჰყოლოდა აცრას.

ავიცერი დილით და ნაშუადღევს სახსრების და თავის ძლიერი ტკივილი დამეწყო, ისეთი ძლიერი, რომ ტკივილგამაყუჩებელი დავლიე. ტკივილები, დაახლოებით, დღე-ნახევარი გამიგრძელდა. ჩემ თანამშრომლებს, მაგალითად, ნაწილს – მხოლოდ აცრის ადგილი ასტკივდათ, ნაწილს – მხარი. როგორც ვირუსის მოქმედებაა ინდივიდუალური, ზუსტად ასე, ინდივიდუალურად გამოვლინდა ვაქცინის შემდგომი პერიოდიც.
პირველი აცრიდან 3 კვირის შემდეგ ვაქცინის მეორე დოზაც მივიღე და ისევ დღე-ნახევარი მტკიოდა სახსრები.

ბრუკლინში, სარეაბილიტაციო ცენტრში ვმუშაობ, ჩვენთან “ფაიზერის” ვაქცინა შემოიტანეს. ეს სამედიცინო დაწესებულებაა და სიმართლე გითხრა, რადგან ვაქცინის გაკეთება ნებაყოფლობითია, მსურველთა რაოდენობა 50/50-ზეა. ვაქცინის გაკეთების შემდეგ ყველას სხვადასხვა ჩივილი ჰქონდა – ზოგს სახსრების ტივილი, თუმცა უფრო ნაკლები ხანგრძლივობის, ვიდრე – მე, ზოგს კი საერთოდ არაფერი უგრძნია.
ვირუსის მხრივ სიტუაცია სტაბილურია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობს და ნიღბის გარეშე შესვლა აკრძალულია. მომსახურეობის სფეროში წესები მკაცრია და ყველგან წინასწარ ჩაწერაა საჭირო.

თეგები: აშშვაქცინაკორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!

00:00 10-10-2026
საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა

16:47 10-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:49 10-09-2026
არქი გრანდ ავენიუ
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა

14:37 10-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved