• რეკლამა
  • კონტაქტი
21:16, ხუთშაბათი, 4 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნავსი გატეხილია, სრული ბოიკოტი რადგან არ შედგა, ყველა უნდა შევიდეს – ლევან ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
18:00 01-29-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
81

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“მაღალი პოლიტიკური კულტურის მქონე პოლიტიკოსის მთავარი ნიშანი მისი თანმიმდევრულობა და პოლიტიკური პრინციპების ერთგულებაა.

გონიერი და შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი ემოციებს არ ჰყვება, ცხელ გულზე როყიო განცხადებებს არ აკეთებს, კრიზისის წარმოშობისთანავე ყველა ხიდს არ წვავს, დანარჩენების მხრიდან კრიტიკის თავიდან აცილების მიზნით არ ამტკიცებს, რომ “პაპზე უფრო დიდი კათოლიკეა”.

ბ-ნი ელისაშვილი ზუსტად ამის საწინააღმდეგოდ მოიქცა. არჩევნების მეორე დღიდანვე დაიწყო “მასობრივ ფალსიფიკაციაზე” საუბარი და ხელისუფლებას მისი და მისი ბავშვობის ძმაკაცის მანდატების “ერთ ადგილას გაკეთებისკენ” მოუწოდა. კენჭისყრის მეორე დღესვე მოიჭრა ყველა გზა.

გამოხდა ხანი და ბ-ნი ელისაშვილი მიხვდა, რომ არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია არ საუბრობს კენჭისყრის ჯერ არნახულ, ჯერ არგაგონილ გაყალბებაზე. ყველა წერს, რომ მძიმე დარღვევების მიუხედავად მოქალაქეებს ჰქონდათ არჩევანის მეტ-ნაკლებად თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა, კენჭისყრაზე დაცული იყო შეჯიბრებითობის ელემენტარული სტანდარტი. თან მთელი საერთაშორისო საზოგადოება ალაპარაკდა იმაზე, რომ ბოიკოტი დესტრუქციული, ანტიდემოკრატიული ქმედება გახლავთ. გაჩნდა მოწოდებები პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით. პარალელურად, ელისაშვილმა შეამჩნია, რომ ენმ-ის გარდა სხვა პარტიები დღის წესრიგს ვერ ქმნიან, გეგმა არ აქვთ. გაიაზრა ისიც, რომ ოპოზიციას არეულობის გარდა სხვა არაფერი სურს … მხოლოდ ამის შემდეგ გაუნათდა და ინანა არჩევნების მეორე დღიდანვე გამოვლენილი სულელური, უნიჭო, თავქარიანი საქციელის გამო.

პარლამენტში შესვლა არ არის შეცდომა. კენჭისყრის შედეგების გამოცხადებისთანავე ყველგან ვამბობ, რომ საქართველოს ისტორიაში სამოცი დეპუტატი ოპოზიციას არასდროს ჰყოლია და ამ რესურსის გაფლანგვა არაგონივრულია-მეთქი. შეცდომა არის უპრინციპობა და სწორი გადაწყვეტილების მას შემდეგ მიღება, რაც მიხვდები, რომ ქაოსი არ გამოგივიდა; რომ დათვი, რომლის ტყავიც მელიასთან, ბოკერიასთან და ხალხის მყვლეფავებთან ერთად გაიყავი, კვლავ ცოცხალია, არ მომკვდარა!

რას გააკეთებდა პრინციპული პოლიტიკოსი?

1. არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე დაიწყებდა ბრძოლას დარღვევების გასაჩივრების, დასაბუთების მიზნით. ისტერიის და კივილ-წივილის გარეშე.

2. გამოაქვეყნებდა განცხადებას იმის შესახებ, რომ დარღვევების რეაგირების გარეშე დატოვების გასაპროტესტებლად განიხილავს პარლამენტში არშესვლის იდეას.

3. პროტესტის შედეგად დაიწყებდა მოლაპარაკებებს ხელისუფლებასთან საარჩევნო კოდექსის ცვლილებასთან, სხვა საკითხებთან დაკავშირებით.

4. სხვა ოპოზიციონერებს შეხვდებოდა მხოლოდ მედიატორებთან ერთად ან ქუჩაში, მეგობრის მეგობრის დაბადების დღეზე, მაკდონალდსის “დრაივზე” შემთხვევით. იტყოდა, რომ ნაცებთან, ევრონაცებთან და მევახშე ხაზარაძესთან ერთად ერთიანი ფრონტის ჩამოყალიბებას არ აპირებს არცერთ შემთხვევაში!

მაგრამ ალეკოს არ აქვს არცერთი საყრდენი, ის ვერ გახდა სერიოზული და პრინციპული პოლიტიკოსი. მას სერიოზულობისა და პრინციპულობის შანსი ჰქონდა 2017 წელს. მომავალშიც ნაკლებად სავარაუდოა, რომ განვითარების გზას დაადგეს.

ნავსი გატეხილია, პარლამენტის სრული ბოიკოტი რადგან არ შედგა, ყველა უნდა შევიდეს. მაგრამ ამდენი ტვინი და თავისუფლება სად აქვთ?!”

თეგები: ლევან ლორთქიფანიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა

13:30 06-04-2026
პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე
ახალი ამბები

პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე

12:55 06-04-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს

16:44 06-03-2026
განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ – თიბისი
ახალი ამბები

განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ – თიბისი

13:38 06-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved