პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, რომელმაც პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო, ამბობს, რომ დანარჩენი ოპოზიციაც უნდა შევიდეს საკანონმდებლო ორგანოში:
„თვითმმართველობის არჩევნებზე პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს დანარჩენმა ოპოზიციამაც, ეს არის ერთადერთი საკითხი, რომელსაც საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება. ერთ რამეს ვიტყვი გულწრფელად, სამი საკითხი და საარჩევნო საკითხები თითქმის ბოლომდე წამოვიღეთ, ამაზე ვმუშაობთ უკვე რამდენი ხანია.
ორმა კაცმა რაც შევძელით მაქსიმუმი გამოვგლიჯეთ „ქართულ ოცნებას“. დანარჩენი ოპოზიცია არის 54 დეპუტატით გარეთ დარჩენილი, ისინიც შემოვიდნენ, ისინიც დაელაპარაკონ, იმუშაონ და დავასრულოთ ეს ყველაფერი“
კომენტარები