• რეკლამა
  • კონტაქტი
17:09, შაბათი, 15 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბრძოლა ძალოვან სისტემაში – ვინ ვის ებრძვის და რას გვპასუხობს “ალიას” სპეციალური ბრიფინგით შს მინისტრი?

ალია ავტორი - ალია
22:20 01-28-2021
- ახალი ამბები, ექსკლუზივი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
110

დღეს, შს მინისტრი გომელაური მთელი დღეა იმას ამტკიცებს, ჩემსა და გახარიას შორის საუკეთესო მეგობრობა სუფევს და დაპირისპირებაზე საუბარი ჭორიაო, თუმცა, არაფერს ამბობს, გავრცელებულ ინფორმაციაზე, იმის შესახებ, რომ ფარული ომი მასა და გახარიას შორისა, მისი საკუთარი მოადგილის, კახა საბანაძის ხელით მიმდინარეობს, არც იმას ამბობს, საბანაძე ჩემი უახლოესი მეგობარიაო, არც მტრებს ახსენებს, არ ჰყავს, ალბათ, მტრები და არ არის კარგის ნიშანი, მტრები თუ არ გყავთ, მინისტრო. ჩავთვლიდით, რომ ჩვენ კი არა, ზოგადად მედიას პასუხობს, რომ არა ერთი დეტალი, ამ დაპირისპირების წითელი ხაზი რომ ბადრი ესებუას საქმეა, ამაზე პირველად “ალიაში” დაიწერა ღიად – შესაბამისად, მისი პასუხებიც, როგორც ჩანს, ჩვენ გვეძღვნება. რაკი ჩვენ გასაგონად ამბობს, ესებუა ქვეყანაშია, არსად წასულა და დავიჭერო, შევახსენებთ, რომ მისივე ინფორმაციით, ბადრი ესებუა ასაფეთქებლებს ეძებდა, განა ამ მოტივით არ დააკავეს მისი ძმა? ხოდა, თუ ყველაფერი ასე “კარგადაა”, ცოტა იჩქაროს, ოღონდ, ისეც ნუ იჩქარებს, რომ მოუგვიანდეს.

ქვემოთ კი გთავაზობთ მასალას, რომელიც “ალიას” ორშაბათის ნომერში დაიბეჭდა.

დაუძინებელი ბრძოლა გაჩაღდა ძალოვანებში, მათ შორის ფარული ომი აქამდეც იყო, მაგრამ წითელი ხაზი გადაკვეთა არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ვიღაცამ:

„გომელაურს ესებუას მიერ გატანილი ბანკის თავადაც არ სჯერა. მან მეორე დღესვე მიიტანა ეჭვი თავის მოადგილეზე, შსს-ს მაღალჩინოსნებში ღიად საუბრობენ უკვე იმაზე, რომ ესებუას თემა, გომელაურის გასაშავებლად გამოიყენეს და დადგმული სპექტაკლი იყო. გომელაურს ეჭვი აქვს, რომ ესებუას ფული მსახიობური ნიჭის გამო გადაუხადა სინამდვილეში და ეჭვი აქვს, რომ მისი ძმაც მონაწილეობს მის წინააღმდეგ შეთქმულებაში, ამიტომ გასცა ესებუას ძმის დაკავების ბრძანება, თორემ, მართლაც ბადრი ესებუასთან თუ მიდიოდა ძმა, უკან გაჰყვებოდა და ორივეს დააკავებდა. გომელაურმა კარგად იცის, ვის გააქვს მისი სამინისტროდან მედიასთან საჭირო ინფორმაცია და არც ის ჰგონია შემთხვევითი, მედიამ რომ მასზე ადრე გაიგო ეჭვმიტანილის გვარი. ე.წ. მომლაპარაკებელს არანაირი გამოცდილება რომ არ ჰქოდა მოლაპარაკების, ეგეც გვიან შეამჩნია და საერთოდ, ბევრ რამეს მიხვდა გვიან, ახლა სამაგიეროს გადახდას ცდილობს, ოღონდ ისე, რომ თავად არ დაზიანდეს. გომელაურს ეჭვი მის მოადგილეზე კახა საბანაძესა და მის კავშირებზე აქვს, მოგეხსენებათ, საბანაძე სუსი-ს პირველი მოადგილის ალექსანდრე ხოჯევანიშვილის ბავშვობის მეგობარია და გახარია საბანაძისა და ხოჯევანიშვილის მიმართ ლოალურ დამოკიდებულებას ნამდვილად არ მალავს. გომელაურს უწევს გახარიას გამონაცვალი კადრების ატანა და ეს ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე ღარიბაშვილის გამონაცვალ დივანზე წამოჯდომა. გომელაურს ამ „ომში“ გვერდში დაუდგებიან უპირობოდ, მასთან ერთად ბრძოლაში გამობრძმედილი ღარიბაშვილი და ჩუბინიძე. ეს ის ორი პირია, რომელსაც ის ბრმად ენდობა. რამდენიმე დღის წინ უკვე ღიად დაიწყო კახა საბანაძეზე თავდასხმა მედიამ და ეს არ არის შემთხვევითი, ისევე როგორც არ იქნება შემთხვევითი, უახლოეს დღეებში, ალექსანდრე ხოჯევანიშვილზე თავდასხმა და დამიჯერეთ, არც მასზე თავდასხმა გაუჭირდება გომელაურს ვინმეს ხელით, რადგან, ფარული ბიზნესინტერესები მასაც ბლომად აქვს, ოჯახის წევრების და ახლობლების სახელზე… გომელაური საბანაძისა და ხოჯევანიშვილის მოშორებით, გახარიას მოსაშორებელ გზას უახლოვდება, მაგრამ…. შამპანურს ის სვამს, ვინც რისკავს, ვისაც შეუძლია დახურული სხომების ოქმები ისე გამოიტანოს, არ დაიწვას, ვისაც შეუძლია ლამის საუკუნის ძარცვა ისე „დადგას“, ნაკაწრიც არ დარჩეს, ვისაც შეუძლია ოპოზიციურ მედიას ერთი ხელით ფული მისცეს, მეორე ხელით მასალა და თავად არ გამოჩნდეს, შამპანურს ის სვამს, ვინც ხელგაშლილი და თამამია და ის რომ „საწყალმა“ გომელაურმა ღარიბაშვილის დატოვებული დივანი ვერ გამოცვალა და გახარიას ნაჩუქარი „მდივანი“ მას ქულებს ნამდვილად არ მატებს. შამპანურს ის სვამს, ვისაც შეუძლია ბოდიში მოიხადოს და გამარჯვებული დარჩეს, ვისაც შეუძლია, ხალხის ცემაზე პასუხისმგებლობა აიღოს, ბრძანების გამცემი არ „ჩაუშვას“ და თან ყველა ალაპარაკოს, რომ ეს სხვამ ჩაიდინა და თავად დიდსულოვნად დაიბრალა – ესაა სიმართლე და გომელაურს მხოლოდ ერთი შანსი აქვს, კობახიძე, თალაკვაძე, მდინარაძესთან გაერთიანდეს და მათ შესთავაზოს ძალაუფლება გახარიას მოცილების შემდეგ, თუ გულით ეცდება, იქნებ ცქიტიშვილის და ტიკარაძის გადმოყვანაც შეძლოს მის გუნდში, როგორც ივანიშვილის ბუდეში მასთან ერთად დაფრთიანებულების, მაგრამ… როგორც ზემოთ გითხარით, სნობიზმი, ხელგაშლილობა და სითამამე აკლია… გომელაურზე კარგად არავინ იცის, რომ არსებობს საქმეები, რომელშიც კახა საბანაძე რომ ამხილოს, ისიც თან უნდა გაყვეს“ – გვიყვება წყარო…

ხო, აქვე გაგახსენებთ იმასაც, რომ საბანაძის მამა გუბერნატორის თანამდებობის ვირუსისგან საბოლოოდ განკურნეს არჩევნების წინ, ოღონდ, ეს ნამდვილად შეიძლებოდა ყოფილიყო შემთხვევითი, რადგან მისი ამ სკამიდან ადგომა, ცოტა არ იყოს, პირადული მიზეზის გამო მოხდა…

პირადულზე გამახსენდა და ალეკო ელისაშვილს პირადი კადრების გასაჯაროებით ემუქრებიან ამასობაში, იმის გასაჯაროებით ემუქრებიან, როგორც ყველა ირწმუნება, ყველამ ისედაც იცის. მანამდე კი, სანამ პირადი კადრები გამოუქვეყნეს, რამდენიმე ადამიანმა ელისაშვილის პირადი კადრები დაწერა, კი, გეფიცებით, დაწერა და აღწერა… ისე დაწერა, ყველა რომ ყველაფერს მიხვდეს, მაგრამ თან ისეც, მას რომ არ დაბრალდეს…

გიორგი ჯავახაძე, ალია

თეგები: ალექსანდრე ხოჯევანიშვილიგიორგი გახარიავახტანგ გომელაურიკახა საბანაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved