• რეკლამა
  • კონტაქტი
21:33, ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პაატა იმნაძის “რაღაცნაირი” გზა მოსახლეობამდე და შეთქმულების თეორიები ხალხში

ალია ავტორი - ალია
14:04 01-28-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

ჩვენი კვლევებით 22 პროცენტამდე ამბობს, რომ ვაქცინას არასდროს არ გაიკეთებს, 20-მა პროცენტმა ჯერ არ იცის, რას იზამს,  55-დან 60 პროცენტამდე კი  დაბეჯითებით ამბობს, რომ ვაქცინაციას ჩაიტარებს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ახალი დღე“ განაცხადა.

„ეს ცუდი მაჩვენებელი არ არის, თუმცა იმდენი რამ ვრცელდება, განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში. ხალხის ნაწილს ამ შეთქმულების თეორიების სჯერა. ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ისევ და ისევ თქვენი დახმარებით, მეტი მუშაობაა საჭირო მოსახლეობასთან, მეტი განმარტება, ახსნა, თუ როგორი და რა ტიპის ვაქცინებია. ბუნებაში არ არსებობს ძალა, რომ ვაქცინა უკან წავიდეს, ბირთვში შევიდეს და დეენემი შეცვალოს. ბიოლოგიის საფუძვლებს ხომ ყველა არ იცნობს, მაგრამ რაღაცნაირად, ეს ინფორმაცია მოსახლეობამდე უნდა მივიტანოთ“

შეგახსენებთ, რომ “ალიასთან” ინტერვიუში ექიმმა ზაზა თელიამ, დაწვრილებით განმარტა, რატომ არ შეუძლია ვაქცინას დნმ-ის შეცვლა და ბევრად უფრო ადრეც. შესაბამისად, ცუდი არ იქნებოდა, დაავადებათა კონტროლის ცენტრს, მეტი დრო დაეთმო ვაქცინაზე საუბრისთვის, არ არის საჭირო, ბატონო პაატა, ამ ინფორმაციის რაღაცნაირად მიტანა საზოგადოებამდე, დიდი ხანია მოგონილია გზა, როგორ უნდა მიაწვდინო საზოგადოებას ხმა და ამისათვის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიც გყავთ, რომელიც, სხვათა შორის, “ალიას” გვემდურის. “რაღაცნაირად” კი არა, აპრობირებული გზებით სცადეთ ჯერ, საზოგადოების ნდობის მოპოვება და საზოგადოებასთან საუბარი, აი, თუ არ გამოგივათ, მერე გამოიგონეთ “რაღაცნაირი” გზები!

გვთხოვეთ, ბატონო პაატა ვაქცინაზე ინტერვიუს ჩაწერა და უარი გითხარით? – აბა, გთხოვეთ, ინტერვიუ და უარი გვითხარით? – რომელია აქედან მართალი, აღარეთ! რამდენი თანამშრომელი, რამდენი მეცნიერი გყავთ სპიკერად ამ თემაზე?

რა შეეხება შეთქმულების თეორიებს – ამას იწვევს ინფორმაციის დაბლოკვა, სტატისტიკის არ გამოქვეყნება, პასუხი – ვიცი და არ გეტყვით, არასწორი პროგნოზები. არც ის დაგვვიწყებია, ქართველ ექიმებს რომ პასუხიც არ გაეცით ვაქცინაციის გეგმის მოთხოვნაზე და ამერიკის ელჩმა რომ ღიად მოგიწოდათ, დროულად შეგემუშავებიათ ვაქცინაციის გეგმა.

თეგები: ვაქცინაკორონავირუსიპაატა იმნაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved