• რეკლამა
  • კონტაქტი
07:30, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ქვეყანაში ყოველი მესამე ინფექციაგადატანილია – დროა, მოიხსნას შეზღუდვები – ექიმი არჩილ ჯალაღონია

ალია ავტორი - ალია
03:24 01-28-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
101

ექიმი, ინფექციონისტი, არჩილ ჯალაღონია, სოციალურ ქსელში წერს:

“ყველა კლინიკაში პაციენტების რაოდენობა და მიმართვიანობა შემცირებულია. გარდა რამდენიმე ჰოსპიტლის კოვიდ19 ბლოკისა ფაქტიურად დანარჩენების საწოლფონდის მინიმუმ 50% თავისუფალია. რამდენიმე კლინიკა საერთოდ ჩაიხსნა, როგორც კოვიდინფიცირებულთა მიმღები და დაუბრუნდა ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობას. სსდ ბრიგადებით კოვიდინფიცირებულთა მომართვიანობა შემცირებულია 70%-ით იმ კლინიკებში სადაც მე ვმუშაობ და ალბათ სხვაგანაც. ზუსტ ანალიზს ვერ გავაკეთებ მთელი ქვეყნის მაშტაბით, მაგრამ ქუთაისში ნამდვილად ასეა და არამგონია რაიმე რადიკალური განსხვავევები იყოს სხვა ქალაქებთან შედარებით. აქვე თუ გავითვალოსწინებთ იმას, რომ ინფიცირებულთა ოფიციალური რაოდენობა გადაცდა 250 ათას და რეალური მინიმუმ 4 ჯერ მეტია, გამოდის 3 მილიონიან ქვეყანაში ყოველი მესამე ინფექციაგადატანილია. ეს ადამიანი ფაქტიურად არ გადაიტანს ვირუსს და წყვიტავს დაავადების გადაცემის ჯაჭვს. კიდევ ერთხელ განვმეორდები და ვიტყვი, რომ ყველასთვის ცნობილია დაავადების გადამდებია დაინფიცირებული ან ავადმყოფი ადამიანი. მოკლედ რომ ვთქვა და კითხვით არ მოგაწყინოთ თავი, ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდაა უკვე: გვყავს მოსახლეობის 30% ინფექცია გადატანილი და იმუნიზირებული, საწოლფონდი განთავისუფლებული, მედპერსონალი გამოცდილი და ინფექციასთან ნაბრძოლი ფილტვებით, მოდის გაზაფხული, ვაქცინაცია, ვისწავლეთ ნიღბის ტარება და ნიღაბი არ ღირს ლარნახევარი და სხვა მრავალი, დანარჩენი თქვენ ჩამოთვალეთ…

როცა იყო საჭირო შეზღუდვები ამას ვაფიქსირებდი და მხარს ვუჭერდი. დღეში 6 დან 7000 მდე ახალი შემთხვევა, რეანიმაციული რესურსების სრული დეფიციტი და დაინფიცირებული პერსონალი ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. კი ბატონო მომხრე ვიყავი შეზღუდვების, რადგან კლინიკებში ადგილები არ იყო პიკის დროს რამდენიმე კვირა და იქმნებოდა კოლაფსი სამედიცინო სერვისების და ლოჯისტიკის. ეპიდემიის დროს კონტროლის დაკარგვა და ქაოსი კრახია, ასეთ ვითარებაში ლოკდაუნი გამართლებულია, მაგრამ უკვე სხვა მოცემულობაა, გვაქვს მკვეთრად უკეთესი მდგომარეობა. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ქვეყანამ ლოქდაუნი დააგვიანა თავის დროზე და ახლა გახსნასაც ვაგვიანებთ. შეიძლება ვცდები, მაგრამ მე მაინც ასე მგონია. ყველაფერს აქვს მიზეზი, მოქმედება და მოქმედების დასასრული. ახლა როცა ეს მოცემულობა რადიკალურად შეცვლილია ჩვენს სასარგებლოდ და მიკროსამყაროს წარმომადგენლები მკვეთრად უკან იხევენ, ვფიქრობ ურიგო არ იქნება დავიწყოთ ჩვენი ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმში გადაყვანა და მოიხსნას შეზღუდვები. უნდა მოხდეს კოვიდ19 ტიპის სოციალური ყოფიდან, ახალ რესოციალურ სივრცეში გადასვლა. ისეთ მომავალში ჩვენი ქვეყნის, რომ როცა ვირუსი ფილტვებს უკეტავს ადამიანებს და სასიკვდილოა, მისგან თავდასაცავი 10 თეთრიანი ნიღაბი არ ეღირება ლარნახევარი….

ვფიქრობ დროა მოიხსნას შეზღუდვები და მთელი ამ ხნის განმავლობაში გაუთვალისწიმებელი რისკებისაგნ თავდასაცავად შენარჩუნდეს წესები, რომელიც გულისხმობს სოციალური დისტანცირების დაცვას და საზოგადოებრივ სივრცეებში პირბადის მოხმარებას.”

თეგები: არჩილ ჯალაღონია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved