• რეკლამა
  • კონტაქტი
15:41, ორშაბათი, 22 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მცირე განმარტებას გავაკეთებ გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების დასაქმებასთან დაკავშირებით“

ალია ავტორი - ალია
23:18 02-10-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

გერმანიაში მცხოვრები ქართველი, ხათო ბარათაშვილი საქართველოს მოქალაქეების დასაქმებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს სოციალურ ქსელში:

“მე, როგორც გერმანიაში მცხოვრები ქართველი, მცირე განმარტებას გავაკეთებ გერმანიის რესპუბლიკაში საქართველოს მოქალაქეების დასაქმებასთან დაკავშირებით.

როგორც ვიცით, 1 მარტიდან გერმანია დასაქმების მიზნით საქართველოს მოქალაქეებს მიიღებს. ამ საკითხს აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა, რადგან გერმანიის მხარემ B1 სერთიფიკატის საჭიროებაზე ისაუბრა, რაც ამ ქვეყანაში დასაქმების მსურველთათვის გერმანული ენის შესაბამისი დონის ცოდნის აუცილებლობას გულისხმობს.

ამ დღეების განმავლობაში ბევრი ნეგატიური კომენტარი წავიკითხე: „მოგვატყუა ივანიშვილმა!“, „გერმანული თუ ვიცი – ბიძინას წაყვანა რაში მჭირდება?!“ და ასე შემდეგ…

ამასთან დაკავშირებით მინდა ჩემი აზრი გაგიზიაროთ: ჯერ ერთი – ბატონი ბიძინა ვერ შესთავაზებდა გერმანიას, თუ რომელი სერტიფიკატით მიეღოთ საქართველოს მოქალაქეები, რადგან ამას წყვეტს თავად გერმანია და არა საქართველო! უნდა დავინახოთ ისიც, რომ ჩვენი მთავრობის მიერ მართლაც თავდაუზოგავი სამუშაო იქნა ჩატარებული, რომელშიც რა თქმა უნდა აქტიურად იყო ჩართული ივანიშვილი.

გერმანიის მთავრობის შემოთავაზება ჩვენი ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს ძალიან დიდ შანსს აძლევს როგორც განათლების მიღების, ასევე დასაქმების კუთხით. წლების წინ და დღესაც სწორედ ასე შემოვიდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან გერმანიაში – ისწავლეს, გაიჭირვეს, იმუშავეს და შემდეგ წარმატებულები დაუბრუნდნენ თავიანთ ქვეყნებს. ვციტირებ, თუ რა გამოაქვეყნა გერმანიამ:

„B1 დონე გერმანული ენის ცოდნის დადასტურებაა, თუმცა ეს არ არის საჭირო, თუ ენის ცოდნის მიღება დაგეგმილია მოსამზადებელ კურსებზე ან ეს ცოდნა დადასტურებულია საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ – სწავლის პარალელურად ნებადართულია მუშაობაც და თუ თქვენ სამუშაო ადგილი უკვე იპოვეთ, დაჩქარებული წესით მიიღებთ ვიზას, რომლის საფასური 75 ევროა.”

ქართველებს გვიყვარს ახლობლობით და ნაცნობ-მეგობრობით წარმატებების მიღწევა, – მაგრამ დროა ეს ტენდენცია დასრულდეს: ისწავლეთ, იმუშავეთ და ასე შეიქმენით მომავალი, ასე უფრო ძლიერები და მაგრები ვიქნებით. ხუთი წლის წინ მსგავსი შანსი რომ მომცემოდა, სიხარულით გამოვიყენებდი, ძალიან დიდი გარჯა და მძიმე შრომა გავწიე იმისთვის, რომ დღემდე მოვსულიყავი და გერმანიაში ამ პირობებში მეცხოვრა და მესწავლა.

ჩემო საყვარელო ქართველებო – ძალიან მაგარი შანსი გაქვთ და გთხოვთ არ გაუშვათ ხელიდან, დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ახალგაზრდა გვასახელებს ამ ძალიან მაგარი შემოთავაზების გამოყენების შემდეგ და გახდებით წარმატებულები სხვადასხვა სფეროში. კიდევ ერთხელ წარმატებები ჩვენს ქვეყანას და დიდი მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს ამ ძალიან საჭირო და დროული ინიციატივისთვის.”

„მარშალპრესი“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება სითი მოლში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება სითი მოლში

15:20 12-22-2025
თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved