• რეკლამა
  • კონტაქტი
14:22, ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მე ვიცი, რომ “ენმ” და ის აყოლილი პარტიები, ამ წუთას ანგრევს ქართულ პარლამენტარიზმს – იაგო ხვიჩია

ალია ავტორი - ალია
23:35 01-26-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

„გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ “ღამის კურიერის” ეთერში ისაუბრა იმ კონფლიქტის გამომწვევ მიზეზებზე, რომელიც მასსა და “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერს, ნიკა მელიას შორის შედგა.

„მე მომეჩვენა, რომ ნიკა მელია მემუქრებოდა იმიტომ, რომ ის განსხვავდებოდა ნიკა მელიას სხვა საუბრების ტონებისგან. არ ვაპირებ საუბარს, კონკრეტულად, რა მითხრა ნიკა მელიამ, რადგან ეს არაფრის მომცემი არ არის, მე ვაპირებ საუბარს იმასთან დაკავშირებით, როგორ ვუყურებ პოლიტიკურ პროცესს და რატომ გავაბრაზე ნიკა მელია.

ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელმაც თქვა, რომ ჩვენ პარლამენტში შევალთ “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად. ჩვენი პარლამენტში შესვლის კრიტერიუმი იყო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელსაც აუცილებლად სჭირდებოდა “ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტში შესვლა და ჩვენ სულ ამ მიმართულებით ვმოძრაობდით. ჩვენ სულ პატივით ველაპარაკებოდით “ნაციონალურ მოძრაობას”.

ახლა დგას სიტუაცია, ჩვენ უცებ აღმოვაჩინეთ, რაღაც საუბრის შედეგად, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ როგორც “ქართულ ოცნებას” არ უნდა შეთანხმება რაღაც თვალსაზრისით, ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა “ნაციონალური მოძრაობისგანაც“, რადგან მე ვერ გავიგე, რა უნდოდა თითოეულ ამ პარტიას, როგორც “ქართულ ოცნებას”, ისე “ნაციონალურ მოძრაობას”.

მე მგონია, რომ ამ ორი პარტიიდან ერთს მაინც გულწრფელად რომ უნდოდეს, რომ შედგეს ეს პარლამენტი, პარლამენტი შედგებოდა. ვინაიდან, მე ამის იმედი დავკარგე, მინდა ქართველ ხალხს ვუთხრა ერთადერთი რაღაც: ქართველო ხალხო, მე ვიცი, რომ ეს ხალხი, “ნაციონალური მოძრაობა” და ის აყოლილი პარტიები, ისინი, ვინც, ჩემი აზრით, არ უნდა იყონ აყოლილი, იცავენ იმ პოზიციას, რომელიც ამ წუთას ანგრევს ქართულ პარლამენტარიზმს და “ქართული ოცნება” ამას ცდილობდა, აქამდე მან მოიყვანა ეს სიტუაცია. მე ზუსტად ვიცი, ესენი საითკენაც მიდიან, ახლა რომ ხრამში ჩეხავენ ქვეყანას, ესეც ზუსტად ვიცი. მაგრამ რაც მოხდება, იმაზე მე რომ არ მქონდეს პასუხისმგებლობა, მე 3%-იანი პარტია ვარ, მე ვერ შევქმნი ამ პარლამენტს, ჩემი შესვლით პარლამენტარიზმი ვერ გადარჩება, ამიტომ იქ არაფერი მესაქმება, სადაც ვერაფერს შევცვლი”

თეგები: იაგო ხვიჩია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved