• რეკლამა
  • კონტაქტი
11:07, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნუ მილოცავთ, მამა რეანიმაციაშია ისევ – რას ჰყვება ქეთი წიკლაური

ალია ავტორი - ალია
16:10 01-26-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
108

მომღერალ თემურ წიკლაურის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ ცრუ ინფორმაციას მისი შვილი ქეთი წიკლაური გამოეხმაურა:

როგორც ირკვევა, ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თემურ წიკლაური გამოკეთდა.

ქეთი წიკლაური:

„ჩემო ძვირფასო მეგობრებო! მე მესმის თქვენი ყველასი ინტერესი მამას მდგომარეობასთნ დაკავშირებით და ჩვენი ოჯახის განსაცდელის ასე გულთან ახლოს მიტანისათვის, თქვენ თითოეულს უღრმესი მადლობა. მე ყოველდღიურად ვხედავ და ვგრძნობ ამას და მადლობელი ვარ თქვენი ასეთი სიყვარულისათვის და გვერდში დგომისათვის.

მაგრამ ძალიან დიდი სურვილი გამიჩნდა, დღეს რომ გითხრათ უკვე ჩემი სიტყვებით და არა ჩემი შვილისგან გაზიარებული სტატუსით შემდეგი. უმორჩილესად გთხოვთ, ნუ მიიღებთ აბსოლუტურ სიმართლედ ასეთი ტიპის სტატუსებს! პირდაპირ ვიტყვი – ჩემთვის უზნეოს და არაეთიკურს! ვინაიდან ერთი სიტყვითაც არ შეუკითხავთ არავის და არ შემხმიანებია არც ერთი „ჟურნალისტი“ ამ საიტიდან, რომ ასე მარჯვედ და დიდის სასიხარულო დადასტურებით დაედოთ აქ ეს ინფორმაცია. ექიმებთან საუბრიდანაც ვიცი, რომ მათ არავისთვის არ მიუციათ ოფიციალური ინფორმაცია (ჩემი თანხმობის გარეშე და ჩვენი ოჯახის სურვილის გარეშე, ისინიც კი ვერ ბედავენ ვერანაირი ინფორმაციის გაცემას). აქედან გამომდინარე, გთხოვთ, ნუ დაიჯერებთ ინტერნეტ-სტატუსების ჟივილ-ხივილს, ანდა ცოტა ხანი მაინც შეჩერდით თქვენს მწუხარებასა თუ სიხარულში, სანამ არ დადასტურდება ინფორმაციის ავთენტურობა.

როდესაც საჭიროდ ჩავთვლი, მე თვითონ გაცნობებთ, ღმერთის წყალობით სასიხარულო ინფორმაციას. ნუ მილოცავთ იმას, რაც არ იცით რომ სიმართლეა, ზუსტად ისევენაირად როგორ მაშინ მისამძიმრებდით! თუ ჩემთან არ გებადებათ ის თავდაპირველად საჭირო შეკითხვა – ქეთი, მამა როგორაა, რომ დაელოდოთ ჩემს პასუხს და ეგრევე მოლოცვებით მახარებთ, – ხომ არ ჯობია, მაშინ ჯერ იმათთან გადაამოწმოთ, სადაც ამოიკითხეთ ეს სიახლე, პირადში მიწერეთ მათ და შეეკითხათ საიდან იციან და ვინ მოაწოდა ეს ინფორმაცია და ნამდვილად სიმართლეა თუ არა? და მერე კიდევ ცოტა ხანი დაელოდეთ…..აბა კიდევ რას დაწერენ ინტერნეტში… გარწმუნებთ, ჩემზე მეტად არ გენდომებათ მამა რომ კარგად იყოს. ამჟამად მამა რეანიმაციაშია ისევ, სტაბილურად მძიმე. გმადლობთ“, – წერს ქეთი წიკლაური.

შეგახსენებთ, თემურ წიკლაური კორონავირუსის დიაგნოზით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადის მკურნალობის კურსს.

თეგები: თემურ წიკლაური

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved