• რეკლამა
  • კონტაქტი
22:39, კვირა, 29 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

12 შეწყვეტილი ტენდერი, 2 დისკვალიფიკაცია, შავ სიაში ჩასმის მოთხოვნები – ვინ არის კომპანია, რომლის საჩივრის საფუძველზე მაღალჩინოსანი დააკავეს?

ალია ავტორი - ალია
22:32 01-25-2021
- ახალი ამბები, ექსკლუზივი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
73

დღეს სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე ლადო გოქსაძე, მას უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან.

სუს-ი აცხადებს, რომ ტენდერის გამოცხადების შემდეგ, მან დაიბარა “შპს ჯი ელ გრუპის” (დირექტორი მაია გოგობერიშვილი) წარმომადგენელი კაბინეტში და მას უთხრა, არ მიეღო მონაწილეობა ტენდერში, სამაგიეროდ, სხვა ტენდერს მის კომპანიას მოარგებდა. როგორც სუს-ი ამტკიცებს, ლადო გოქსაძემ კომპანიას სთხოვა, ტენდერი მეორე კომპანიის, “შპს მშენებელი +”-ის სასარგებლოდ დაეთმო.

კომპანია “ჯი ელ რუპმა” მაინც მიიღო ტენდერში მონაწილეობა და მოიგო კიდეც ტენდერი, თუმცა, ხელშეკრულება შეწყდა და ახლა ის ადანაშაულებს ჩუღურეთის გამგებლის მოადგილეს, რომ ეს მან “იძია შური”.

სუს-ი არ ედავება თანხის აღებას ლადო გოქსაძეს, არ ედავება ქრთამს და მეტიც, ტვ პირველის ინფორმაციით, მათ ამ დრომდე არ ჰყავთ დაკითხული შპს მშენებლი+ -ის დამფუძნებელი, ანუ, იმ კომპანიის, რომლისთვისაც სატენდერო პირობებს “აწყობდა” გამგეობა. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ტვ პირველთან “მშენებელი+”-ის დამფუძნებელი თავად აღიარებს, რომ ფიქტიურადაა მისი გვარი დოკუმენტებში, თორემ, არც წილს იღებს, არც ხელფასს.

რაც შეეხება კომპანიას, რომელსაც “აუკრძალეს” ტენდერის მოგება, მაგრამ მაინც მოიგო, ჩუღურეთის გამგეობამ მართლაც შეუწყვიტა ჯი ელ გრუპს, რომელსაც სახლის გამაგრების სამუშაოები უნდა შეესრულებია, ხელშეკრულება, მაგრამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე თქვენ ნახავთ აღნიშნული კომპანიის წერილს, რომლითაც სთხოვს ჩუღურეთის გამგეობას გაუგრძელდეს ჩაბარების ვადა, რადგან “მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, სამუშაოების დროს ჩამოინგრა სახლის კედელი და სახურავი” და მიუხედავად იმისა, რომ ჩუღურეთის გამგეობამ მას ეს თხოვნა დაუკმაყოფილა, კომპანიასთან ხელშეკრულება მაინც პირობების შეუსრულებლობის გამო შეწყდა საბოლოოდ.

როგორ ასრულებდა კომპანია ვალდებულებებს სხვა ტენდერების დროს?

კასპი, 2020 წელი, “ჯი ელ გრუპი” – მოგებული ტენდერის ღირებულება 785 783 ლარი – ამჯერად, კომპანია გამგეობას წერს, რომ ობიექტის მიმდებარედ სარწყავი არხი რომ იყო, იმ არხის კედელი ჩამოინგრა და სამშენებლო ტერიტორია დაიტბორა. მეორედ კი, იგივე არხში ვიღაცამ წყალი მოუშვა და ისევ დაიტბორა სამშენებლო სამუშაოებიო და ისევ ითხოვს ვადის გაგრძელებას. სამუშაოს შესრულების ვადა თავიდან იყო 120 დღე, თუმცა კასპის გამგეობა მას უგრძელებს 63 დღით. ამ ეტაპზე ეს მიმდინარე ხელშეკრულებაა და ვნახოთ როგორ დასრულდება.

თეთრიწყაროს რაიონი 2020 წ. – თეთრიწყაროს მერია ხელშეკრულებას უუქმებს “ჯი ელ გრუპს”, მოგებული ტენდერის ღირებულება იყო 105 000 ლარი.

დიდუბის გამგეობა 2020 წელი – ჯი ელ გრუპის მიერ მოგებული ტენდერის ღირებულება 73 499 ლარი, მას უნდა გაემაგრებია ფიფიების ქუჩაძე მდებარე სახლი – შეუსრულებელი სამუშაობს გამო, დიდუბის გამგეობა აჯარიმებს, ითხოვს მის შავ სიაში გადაყვანას.

დიდუბის გამგეობა, 2020 წ. – ჯი ელ გრუპმა ისევ მოიგო ტენდერი, ამჯერად 85 758 ლარად და ვალდებულება აიღო გაემაგრებია თამარ მეფის გამზირზე მდებარე სახლი – ხელშეკრულება გაუქმდა შეუსრულებლობის გამო.

კრწანისის გამგეობა – 2020 წ. – ჯი ელ გრუპი იგებს ტენდერს 113 835 ლარად, კრწანისის გამგეობა მას ხელშეკრულებას უწყვეტს და ითხოვს მის გადაყვანას შავ სიაში.

კრწანისის გამგეობა, 2020 წ. – ჯი ელ გრუპი იგებს ტენდერს 140 648 ლარად, ამჯერადაც შესასრულებელია სახლის გამაგრების სამუშაოები, ამჯერადაც, სამუშაოს შეუსრულებლობის გამო მას უწყვეტენ ხელშეკრულებას და კრწანისის გამგეობა ითხოვს მის შავ სიაში შეყვანას კიდევ ერთხელ.

ჩუღურეთის გამგეობა – 2020 წელი. ჯი ელ გრუპის კიდევ ერთი მოგებული ტენდერი 39 078 ლარად, ჩუღურეთის გამგეობა ისევ ვადაგადაცილებას ედავება.

ვაკის გამგეობა – 2020 წ. ჯი ელ გრუპის მოგებული ტენდერი 160 402 ლარად, ამ ფასად მას წყნეთში გაგრის ქუჩაძე უნდა გაემაგრებია სახლი – ხელშეკრულება აქაც შეუწყვიტა გამგეობამ შეუსრულებლობის გამო.

ისევ ვაკის გამგეობა, 2020 წელი, კომპანია იგებს ტენდერს 155 542 ლარად, არაყიშვილის ქუჩაზეა ამჯერად სამუშაოები ჩასატარებელი, ისევ იგივე მიზეზით უწყვეტს ხელშეკრულებას ვაკის გამგეობა.

კრწანისის გამგეობა – 2020 წ. 164 229 ლარად მოგებული ტენდერის პირობებს კომპანია ვერ ასრულებს, როგორც ამას გამგეობა წერს, მას ისევ უწყვეტენ ხელშეკრულებას და კრწანისის გამგეობა ისევ ითხოვს მის შავ სიაში შეყვანას.

მთაწმინდის გამგეობა 2020 წელი – ტენდერი მოიგო ჯი ელ გრუპმა, მაგრამ მთაწმინდის გამგეობა მას დისკვალიფიკაციას აძლევვს დოკუმენტების გამო.

კასპის გამგეობა, სატენდერო წინადადების ფასი 78 000 – დისკვალიფიკაციას აძლევს ჯი ელ გრუპს დოკუმენტაციის გამო…

აი, ეს არის კომპანია, რომლის წარმომადგენელიც, სუს-ის მტკიცებით, ჩუღურეთის გამგებლის მოადგილემ, ლადო გოქსაძემ დაიბარა კაბინეტში და უთხრა, ოღონდ ახლა არ მიიღო მონაწილეობა და შემდეგ ტენდერს შენზე მოვარგებო.

ცოტა არ იყოს ძნელი იქნება ასეთ კომპანიას, რომელიც თითქმის ვერც ერთ დაწესებულ ვადებში ვერ ეტევა და ხშირად დოკუმენტაციის წარდგენისასაც აქვს პრობლემა, რამე ტიპის ტენდერი მოარგო, ალბათ… გაუჭირდებოდა ძალიან მასზე რამე ტენდერის მორგება, ვფიქრობთ…

ახლა ველოდებით როდის დაიწყებს სუს-ის გამოძიებას კასპისა და თეთრიწყაროს, დიდუბისა და კრწანისის, ვაკისა და მთაწმინდის გამგეობებში – აკი, ყველა ამ რაიონში შეუწყვიტეს კომპანიას ხელშეკრულება და იქაც ლადო გოქსაძის მსახვრალი ხელი ხომ არ მისწვდებოდა?

რატომ არ არის ამდენი მოთხოვნის მიუხედავად კომპანია შავ სიაში? – ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს!

აქვე გეტყვით იმასაც, რომ სრულიად გაუგებარია ჩუღურეთის გამგებლის განცხადება, რომ მან არაფერი იცოდა, მაშინ როცა ხელშეკრულებებზე, მათ გაგრძელებასა და შეწყვეტაზე მისი ხელმოწერაა! უცნობია, მისი დაკითხვის გარეშე, სრული ინფორმაცია როგორ მიიღო სუს-მა?

სახელმწიფო შესყიდვების გვერდზე, შეწყვეტილ ხელშეკრულებებთან ერთად დევს ფოტოებიც და გამგეობები ამტკიცებენ, რომ კომპანიამ ამ მდგომარეობაში დატოვა შესრულებელი სამუშაო! უცნობია, რა მდგომარეობაში დატოვა ჩუღურეთში შეუსრულებელი სამუშაო კომპანიამ, ჩუღურეთის გამგეობას ფოტოები არ აქვს გამოქვეყნებული.

დღეს კი, “ალიას” ორშაბათის ნომერში ვწერდით, რომ კახა კალაძის ჯგუფის მიმართ დაიწყებოდა შეტევა (მასალა შეგიძლიათ იხილოთ აქ) – დამთხვევაა ვითომ?

რა გითხრათ, თუ შეიძლება ამდენი შეწყვეტილი ხელშეკრულება იყოს დამთხვევა, თუ შეიძლება იყოს დამთხვევა, შავ სიაში ჩასმის ამდენი მოთხოვნის იგნორი, მაშინ, ყველაფერი შეიძლება…

და ბოლოს “ალია”, ერთსაც დავძენთ, თუ ტენდერში ორი კომპანია იღებს მონაწილეობას, საიდანაც ერთის შავ სიაში ამაოდ ითხოვენ და მეორეს კი ფიქტიური მფლობელი ჰყავს – არ ყოფილა ჩვენი საშველი, ვაის და ვუის შორის გვქონია ასარჩევად საქმე და რაღა გასაკვირია მაშ, რომ საქმე ან არ კეთდება, ან უხარისხოდ კეთდება?

თეგები: ლადო გოქსაძესუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025

ბიზნესი

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი

15:06 06-27-2025
ზაფხული და ბლუზი ლაგოდეხში – თიბისის მხარდაჭერით მეცხრე საერთაშორისო ბლუზ ფესტივალი იწყება
ახალი ამბები

ზაფხული და ბლუზი ლაგოდეხში – თიბისის მხარდაჭერით მეცხრე საერთაშორისო ბლუზ ფესტივალი იწყება

13:44 06-27-2025
ტენე – „მწვანე“ USB კაბელების მწარმოებელი კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ვითარდება
ახალი ამბები

ტენე – „მწვანე“ USB კაბელების მწარმოებელი კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ვითარდება

11:35 06-27-2025
ხორვატიის შემდეგ გერმანია – საქართველოს 7-ქალა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას აგრძელებს – თიბისი
ახალი ამბები

ხორვატიის შემდეგ გერმანია – საქართველოს 7-ქალა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას აგრძელებს – თიბისი

18:38 06-26-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved