• რეკლამა
  • კონტაქტი
03:50, ხუთშაბათი, 30 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ელისაშვილის და მმართველი გუნდის მოლაპარაკების დეტალები –

ალია ავტორი - ალია
14:48 01-22-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

არჩილ თალაკვაძემ ისაუბრა რამდენიმე საკითხზე, რომელიც დღეს მმართველმა გუნდმა “მოქალაქეებთან” ერთად განიხილა:

„მოგეხსენებათ, ეს არის პირველ რიგში, ბარიერის დაწევის საკითხი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ეს არის უფრო დაზუსტებული რეგულაციები საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებით. ეს არის ახალი ტექნოლოგიების შემოტანა საარჩევნო პროცესში, როგორიც არის მაგალითად ელექტრონული მთვლელების გამოყენება და როგორიც არის მაგალითად თითის ანაბეჭდებით რეგისტრაცია. სხვა მნიშვნელოვანი საკითხები ეხება რა თქმა უნდა ცესკო-ს დაკომპლექტების წესს, რომ ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც პარლამენტში მონაწილეობს პროცესში და პარლამენტში შესულია, იყოს იქ წარმოდგენილი.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, იმედი აქვს, რომ ამ მოლაპარაკების შედეგად პარტია „მოქალაქეებთან“ შეთანხმდებიან და აღნიშნა, რომ „ეს შეთანხმება ღია არის სხვა პოლიტიკური პარტიებისთვისაც“.

„ვისაც მიაჩნია, რომ ის სამართლიანი პირობები, რაც პირველ რიგში ნიშნავს, რომ არჩევნებთან დაკავშირებული პრეტენზიები გადავამოწმოთ ერთად, საგამოძიებო კომისიის ფარგლებში პარლამენტში და მეორე, მომავალ თვითმმართველობის არჩევნებს შევხვდეთ კიდევ უფრო გაუმჯობესებული კანონმდებლობით, კიდევ უფრო უკეთეს გარემოში. ეს ორი მნიშვნელოვანი საკითხი დგას დღეს ჩვენს წინაშე. მოლაპარაკებების მაგიდაზე დევს ეს ორი საკითხი და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ამაზე პოზიტიური შეთანხმება მოხდება“

ალეკო ელისაშვილმა კი ისაუბრა ასევე პოლიტპატიმრებზე და თქვა, რომ პოლიტპატიმართა სიაში იყო 5 გვარი, საიდანაც 2 გამოვიდა, რადგან მათი საქმე მძიმეა.

არჩილ თალაკვაძემ კი თავის გამოსვლაში თქვა, რომ დავით გარეჯის თემა პოლიტიკური მოლაპარაკებების პროცესში არ განიხილება!

არჩილ თალაკვაძის თქმით, არ განიხილება რიგგარეშე არჩევნები, რადგან არჩევნები ლიგიტიმურია: ” დასკვნა, რაც საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა გააკეთეს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, არის რეალობის ამსახველი, არის სიმართლე. არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში ფუნდამენტური უფლებების დაცვით. ის არის ლეგიტიმური.”

ალეკო ელისაშვილი კი ისევ იმეორებს, რომ, თუ ოპოზიცია მოახერხებს დაამტკიცოს, რომ არჩევნები გაყალბდა, მაგ შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება. შეგახსენებთ, თავის მხრივ, ალეკო ელისაშვილიც ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა – მაგრამ, აროგორ დაამტკიცებს ამ გაყალბებას, ეს უცნობია.

არჩილ თალაკვაძემ ისიც განაცხადა, რომ ოპოზიციურ პარტიებს, 1 კვირიანი ვადა დარჩათ გადაწყვტილების მისაღებად:

“დაახლოებით ერთ კვირაში საქართველოს პარლამენტი უკვე რეგლამენტის თანახმად, იმსჯელებს იმ დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტა, არშეწყვეტასთან დაკავშირებით, რომელთაც აქვთ შემოტანილი ოპოზიციიდან განცხადებები, შესაბამისად, რჩება დაახლოებით ერთი კვირა, რათა ოპოზიციურმა პარტიებმა გადახედონ გადაწყვეტილებებს. გადახედონ მოლაპარაკებების პირობებს და მიიღონ საბოლოო გადაწყეტილება ამასთან დაკავშირებით. პროცედურას განგიმარტავთ. საპროცედურო საკითხთა კომიტეტი კონკრეტულ ვადებს ფლობს რეგლამენტით, რომელიც უკვე ამოწურულია. ჩვენ გვავალდებულებს, რომ პირველივე სხდომაზე ეს საკითხი გამოვიტანოთ კენჭისყრაზე და რა თქმა უნდა, ვისაც ვერ დაუკავშირდა კომიტეტი პოზიციის გადასამოწმებლად, მათი განცხადებების ვერიფიკაციისთვის, მათთან მიმართებაში ჩვენთვის ინდიკატორი იქნება ის ადამიანები, კენჭისყრის დღეს წარმოდგენილი იქნებიან თუ არა სხდომათა დარბაზში“

თეგები: ალეკო ელისაშვილიარჩილ თალაკვაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში – განათლება გამარჯვებაა – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში – განათლება გამარჯვებაა – თიბისი

15:28 07-29-2026
ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება
ახალი ამბები

ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება

15:00 07-29-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

13:18 07-29-2026
დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”
ახალი ამბები

დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”

16:02 07-28-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved