• რეკლამა
  • კონტაქტი
05:32, ორშაბათი, 8 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ვიდეო) – პუტინის სასახლე – ეკ­ლე­სია, 80-მეტ­რი­ა­ნი ხიდი, კაზინო, 260 კვ.მ. საძინებელი – “ყველაზე დიდი ქრთამის ისტორია”

ალია ავტორი - ალია
19:21 01-20-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
677

ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა ალექ­სეი ნა­ვალ­ნიმ, რო­მე­ლიც გერ­მა­ნი­ი­დან რუ­სეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბის­თა­ნა­ვე და­ა­კა­ვეს, გა­მო­აქ­ვეყ­ნა 2-სა­ა­თი­ა­ნი ფილ­მი სა­სახ­ლე­ზე, რო­მე­ლიც, მისი მტკი­ცე­ბით, ვლა­დი­მირ პუ­ტინს ეკუთ­ვნის და და­ფი­ნან­სე­ბუ­ლია მისი გა­რე­მოც­ვის წევ­რე­ბის მიერ. მას მე­დი­ა­ში “პუ­ტი­ნის სა­სახ­ლედ“ ად­რეც მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ და წერ­დნენ, რომ მან მისი მშე­ნებ­ლო­ბა ჯერ კი­დევ პრე­ზი­დენ­ტო­ბის პირ­ვე­ლი ვა­დი­სას და­ი­წყო. იტა­ლი­უ­რი სტი­ლით ნა­გე­ბი სა­სახ­ლის კომ­პლექ­სი მდე­ბა­რე­ობს შავი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე, კრას­ნო­და­რის მხა­რე­ში, გე­ლენ­ჯი­კის სო­ფელ პრას­კო­ვე­ევ­კას­თან.

ფილ­მი გა­მოქ­ვეყ­ნდა YouTube-ზე და ის იწყება მოწოდებით, ყველანი გავიდნენ ქუჩაში 23 იანვარს. ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ხსნის, რომ ეს გა­მო­ძი­ე­ბა ჯერ კი­დევ ბერ­ლი­ნის რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ყოფ­ნი­სას ჩა­ი­ფიქ­რა. ოღონდ გა­და­წყვე­ტი­ლი ჰქონ­და, რომ მას გა­მო­აქ­ვეყ­ნებ­და სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბი­სას.

“არ გვინ­და ამ გა­მო­ძი­ე­ბის მთა­ვა­რი გმი­რი ფიქ­რობ­დეს, რომ ჩვენ მისი გვე­ში­ნია და რომ მე მის ყვე­ლა­ზე სა­ში­ნელ სა­ი­დუმ­ლო­ზე უცხო­ეთ­ში ყოფ­ნი­სას თუ გავ­ბე­დავ­დი მო­ყო­ლას“, – ხსნის ნა­ვალ­ნი.

“არ­სე­ბობს ად­გი­ლი, სა­დაც მოხ­ვედ­რით შე­გიძ­ლი­ათ გა­ი­გოთ ყვე­ლა­ფე­რი ვლა­დი­მირ პუ­ტინ­ზე, ეს ყვე­ლა­ზე და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­აა რუ­სეთ­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­ხელ­მწი­ფო სა­ხელ­მწი­ფო­ში და ეს პუ­ტი­ნის ყვე­ლა­ზე დიდი სა­ი­დუმ­ლოა. მას იცავს და უვ­ლის ასო­ბით, შე­საძ­ლოა ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი – და­წყე­ბუ­ლი მცვე­ლე­ბი­დან, მე­ბა­ღე­ე­ბი­დან და მშე­ნებ­ლე­ბი­დან, დას­რუ­ლე­ბუ­ლი რუ­სეთ­ში ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი და მდი­და­რი ადა­მი­ა­ნე­ბით.

რო­გორც ვიდეოშია ნათ­ქვა­მი, სა­სახ­ლე­ში მიმ­სვლე­ლებს კა­ტე­გო­რი­უ­ლად ეკ­რძა­ლე­ბათ მო­ბი­ლუ­რე­ბის შე­ტა­ნა და ყვე­ლა ავ­ტო­მო­ბი­ლი რამ­დე­ნი­მე სა­კონ­ტრო­ლო პუნ­ქტში მოწ­მდე­ბა. სა­სახ­ლის გარ­და, და­ხუ­რულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არის ე.წ. “ყი­ნუ­ლის სახ­ლი“, ეკ­ლე­სია, ორან­ჟე­რეა, 80-მეტ­რი­ა­ნი ხიდი, სა­უ­ნა, აუზი, სა­დალაქო, აქ­ვა­დის­კო­თე­კა, ბიბლიოთეკა, კაზინო. ასე­ვე სა­სახ­ლეს აქვს “ზამ­თრის ბაღი“ და მუ­სი­კა­ლუ­რი მი­სა­ღე­ბი. და ამ­ფი­თე­ატ­რი. რად­გა­ნაც სა­სახ­ლე ცი­ცა­ბო ნა­პირ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე­ობს, ზღვა­ზე გა­სას­ვლე­ლად გა­თხრი­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი გვი­რა­ბი, რომ­ლის ბო­ლოს არის სა­დე­გუს­ტა­ციო ზღვის ოთა­ხი ხე­დით, რაც შე­ე­ხე­ბა მხო­ლოდ ერთ სა­ძი­ნე­ბელ ოთახს, მისი ფარ­თო­ბი 260 კვად­რა­ტულ მეტრს აღ­წევს. – ნათ­ქვა­მია ტექ­სტში.

სა­სახ­ლის კომ­პლექ­სის ფარ­თო­ბი 68 ჰექ­ტარს შე­ად­გენს და ის უშიშ­რო­ე­ბის ფე­დე­რა­ლურ სამ­სა­ხურს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. რო­გორც ნა­ვალ­ნის ფონდში ამ­ტკი­ცე­ბენ, უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი თევ­ზა­ო­ბა­საც კი კრძა­ლავს იმ კონ­ცხის ახ­ლოს, სა­დაც სა­სახ­ლე დგას, ხოლო მის ზე­მოთ ცა თვითმფრი­ნა­ვე­ბის ფრე­ნის­თვი­საც და­ხუ­რუ­ლია.

სა­სახ­ლის ახ­ლოს მე­ვე­ნა­ხე­ო­ბის რამ­დე­ნი­მე მე­ურ­ნე­ო­ბა მდე­ბა­რე­ობს, შენ­დე­ბა ღვი­ნის ახა­ლი ქარ­ხა­ნა, რო­მე­ლიც, რო­გორც გა­მოკ­ვლე­ვა­შია ნათ­ქვა­მი, კომ­პა­ნია “აქ­სის ინ­ვეს­ტი­ცი­ას“ ეკუთ­ვნის – ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის თა­ნა­კურ­სელს ნი­კო­ლაი ეგო­როვს.

გა­მოკ­ვლე­ვის და­სას­რულს ავ­ტო­რე­ბი ასა­ჯა­რო­ე­ბენ სა­სახ­ლის და­ფი­ნან­სე­ბის რთულ სქე­მას, რო­მელ­შიც მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის ძვე­ლი თა­ნამ­ზრახ­ვე­ლე­ბი – “ტრან­სნეფ­ტის“ ხელ­მძღვა­ნე­ლი ნი­კო­ლაი ტო­კა­რე­ვი, “როს­ნეფ­ტის“ ხელ­მძღვა­ნე­ლი იგორ სე­ჩი­ნი, ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი იური კო­ვალ­ჩუ­კი და გე­ნა­დი ტიმ­ცენ­კო. სქე­მა­ში ფი­გუ­რი­რებს აგ­რეთ­ვე სვეტ­ლა­ნა კრი­ვო­ნო­გი­ხი, რო­მე­ლიც ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის ახლო ნაც­ნო­ბია და ტან­მო­ვარ­ჯი­შე ალი­ნა კა­ბა­ე­ვა, რომ­ლის ძა­ლი­ან ახლო კავ­ში­რებ­ზე ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თან რუ­სუ­ლი და სა­ერ­თა­შო­რი­სო მა­ს­მე­დია ად­რეც წერ­და.

პუტინის სასახლე – სახელმწიფო სახელმწიფოში:

სა­იმ­პე­რა­ტო­რო ავე­ჯი და ოქ­როს არ­წი­ვე­ბი კედ­ლებ­ზე
თე­ატ­რი სა­სახ­ლე­ში
ყი­ნუ­ლის სა­სახ­ლე

თეგები: ალექსეი ნავალნივლადიმერ პუტინი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved