• რეკლამა
  • კონტაქტი
02:22, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საჰარის უდაბნო და არაბეთის ნახევარკუნძული თოვლმა დაფარა – ფოტოები

ალია ავტორი - ალია
17:33 01-20-2021
- ახალი ამბები, სხვადასხვა
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
213

აფრიკის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე მსოფლიოში უდიდესი უდაბნო საჰარა, რომლის ფართობიც 9 მილიონ კვადრატულ კილომეტრს აღემატება, მოულოდნელად მოსულმა თოვლმა დაფარა. ატმოსფერული ნალექი ალჟირის ნაამის პროვინციაში მდებარე ქალაქ აინ სეფრას ტერიტორიაზე ტემპერატურის -3 °C-მდე დაცემის შემდეგ წამოვიდა. რეგიონისთვის უჩვეულო ბუნებრივი მოვლენის ამსახველი სურათები ადგილობრივმა ფოტოგრაფმა, ქარიმ ბუშეტატამ გადაიღო.

აინ სეფრა, რომელსაც უდაბნოს კარიბჭის სახელით მოიხსენიებენ, ზღვის დონიდან 1000 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და ატლასის მთებით არის გარშემორტყმული. ბოლო ოთხი დეკადის განმავლობაში ამ ქალაქში თოვლი მხოლოდ სამჯერ – 2017, 2018 და 2021 წლებში მოვიდა. ყველაზე ცივ, იანვრის თვეში იქ ჰაერის საშუალო ტემპერატურა 12 °C-ს შეადგენს, ივლისში კი 40 °C-მდე სიცხე ფიქსირდება.

ფოტო: Karim Bouchetata
ფოტო: Karim Bouchetata

ფოტო: Karim Bouchetata
ფოტო: Karim Bouchetata

ფოტო: Karim Bouchetata
ფოტო: Karim Bouchetata

ფოტო: Karim Bouchetata
ფოტო: Karim Bouchetata

ფოტო: Karim Bouchetata
ფოტო: Karim Bouchetata

ფოტო: Karim Bouchetata
ფოტო: Karim Bouchetata

ფოტო: Karim Bouchetata
ფოტო: Karim Bouchetata

ფოტო: Karim Bouchetata
ფოტო: Karim Bouchetata

საჰარის უდაბნოში, რომელიც ჩრდილოეთ აფრიკის უდიდეს ნაწილს, მათ შორის ალჟირის 80 პროცენტს მოიცავს, ჰაერის ტემპერატურა და ტენიანობა რამდენიმე ასეული ათასი წლის განმავლობაში ყალიბდებოდა. იმის მიუხედავად, რომ ეს ადგილი მშრალი ჰავითა და ატმოსფერული ნალექის სიმცირით ხასიათდება, მეცნიერების ვარაუდით, დაახლოებით 15 ათასი წლის შემდეგ ქვიშიანი დიუნები იქ ბალახითა და ხე-მცენარეებით დაიფარება.

დიდთოვლობის მომსწრე გახდა არაბეთის ნახევარკუნძულზე განლაგებული სახელმწიფოს, საუდის არაბეთის მოსახლეობაც. ტემპერატურის -2 °C-მდე დაცემის შემდეგ ატმოსფერული ნალექი ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ასირის რეგიონში მოვიდა და მიდამო თეთრად შეღება. საყურადღებოა, რომ გასული ნახევარი საუკუნის განმავლობაში იქ ტემპერატურა ნულ გრადუსს პირველად ჩამოსცდა.

ფოტო: Abu Nayef Fawaz Al-Harbi
ფოტო: Abu Nayef Fawaz Al-Harbi
ფოტო: Abu Nayef Fawaz Al-Harbi
ფოტო: Abu Nayef Fawaz Al-Harbi

ფოტო: Abu Nayef Fawaz Al-Harbi
ფოტო: Abu Nayef Fawaz Al-Harbi

საუდის არაბეთში თოვლი 2020 წელსაც მოვიდა. მაშინ ატმოსფერული ნალექი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე ტაბუკის რეგიონში დაფიქსირდა. ერთი წლით ადრე კი ეს ტერიტორია თოვლმა აპრილის თვეში დაფარა.



თოვლი და ყინვა უდაბნოში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. იქ, შესაძლოა, ღამით ტემპერატურა მკვეთრად დაეცეს, თუმცა მოსული ნალექი დიდი ხნის განმავლობაში ვერ ძლებს და ჩვეულებრივ, მეორე დღესვე დნება. ალჟირსა და საუდის არაბეთში მიმდინარე თვეში დაბალი ტემპერატურის შენარჩუნებას ხელი მაღალი ატმოსფერული წნევის მქონე ცივი ჰაერის მასების გადაადგილებამ შეუწყო. ცენტრალური აზიიდან ანტიციკლონებმა არაბეთის ნახევარკუნძულს მიაღწიეს, ტენით გაჯერებული ჰაერი კი დაბალი ტემპერატურის პირობებში თოვლად გარდაიქმნა.

თეგები: ამინდი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved