• რეკლამა
  • კონტაქტი
11:09, შაბათი, 15 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ იტირა ვაშინგტონში ჩასვლამდე ბაიდენმა? – ინაუგურაციისთვის ქალაქს 25 000 გვარდიელი და 13 000 პოლიციელი იცავს

ალია ავტორი - ალია
15:25 01-20-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
54

25 000 ეროვნული გვარდიელი, 13 000 პოლიციელი, გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტები და კაპიტოლიუმის დაცვის წევრები, ყველა ერთად, ამერიკის 46-ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურციაზე სიმშვიდეს და წესრიგს დაიცავს. ამერიკის დედაქალაქი ქვეყისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის ემზადება.

ქალაქში გასული კვირის მოვლენების გამო, განსაკუთრებული დაძაბულობაა და უსაფრთხოების უპრეცენდეტო ზომებია მიღებული. ამდენი სამხედრო ვაშინგტონში, ბოლოს, სამოქალაქო ომის დროს იყოს.

უსაფრთხოება გაძლიერებულია არა მხოლოდ ვაშინგტონში, არამედ ქვეყნის 50-ივე შტატში, სადა სამართალდამცავები არიან მობილიზეული. გამოძიების ფედერაალური ბიურო აცხადებს, რომ განსაკუთრებულ საფრთხეს ის მოქალაქეები წარმოადგენენ, ვინც არ თვლიან, რომ ახალი ადმინისტრაცია ლეგიტიმურია.

უსაფრთხოების დაცვის გამო, ქალაქში ეროვნული გვარდიის 25,000 შეიარაღებული წევრის მობილიზების გარდა სხვა ზომებიცაა მიღებული. კაპიტოლიუმის შენობას, ეროვნულ მოლს და მიმდებარე ტერიტორიას რკინის ღობე აქვს შემოვლებული, ღობეზე კი მავთულხლართებია გაბმული. სპეციალური საშვის გარეშე ტერიტორიაზე არავინ დაიშვება.

ვაშინგტონის დროით შუადღის 12 საათზე, საზეიმო ფიცს დადებენ ამრიკის ახალი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი. ჰარისი პირველი ქალი, პირველი შავკანიანი და პირველი სამხრეთ აზიური წარმოშობის ადამიანი იქნება ამ თანამდებობაზე. ასევე, პირველად, ამერიკის ისტორიაში, ამერიკას ეყოლება მეორე ჯენტლმენტი.

ფიცს პირველი, სწორედ არჩეული ვიცე-პრეზიდენტი დადებს. ჰარისს ფიცს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, სონია სოტომაიერი დაადებინებს, რომელიც პირველი ლათინური წარმოშობის მოსამართლეა უზენაეს სასამართლოში.

ფიცის დადების შემდეგ, ბაიდენი და ჰარისი ამერიკის შეიარაღებული ძალების მზაობას შეამოწმებენ, რაც ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის ერთგვარი სიმბოლოცაა. მოგვიანებით, ბაიდენი, ყოფილ პრეზიდენტენთან, ბარაკ ობამასთან, ჯორჯ ბუშ უმცროსთან და ბილ კლინტონთან ერთად, არლინგტონის სასაფლაოზე უცნობი ჯარისკაცის საფლავს მიაგებს პატივს.

ინაუგურაციის დიდი ნაწილი ონლაინ რეჟიმში ჩატარდება. მიზეზი კორნავირუსის პანდემია და ქალაქში არსებული არასტაბილური მდგომარეობაა. ინაუგურაციას არ დაესწრება მოსახლეობა, მათ ნაცვლად ეროვნულ მოლზე 200 000 დროშაა გამოფენილი.

ინაუგურაციას არ დაესწრება, არც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ბოლო 152 წლის განმავლობაში ის პირველი პრეზიდენტია, ვინც ინაუგურაციაზე არ მივა. დიდი ალბათობით, ის ვაშინგტონს ინაუგურაციამდე დატოვებს. თეთრი სახლის თანამშრომლებს კი სულ 6 საათი ექნებათ იმისთვის, რომ ახალ პირველ ოჯახს, მათი საცხოვრებელი მომავალი 4 წლის განმავლობაში, მზად დაახვედრონ.

ინაუგურაციაზე შესრულდება ეროვნული ჰიმნი, რომელსაც პოპმომღერალი ლედი გაგა შეასრულებს. გავრცელებული ინფორმაციით, მუსიკალური ნომერი ექნება ჯენიფერ ლოპესსაც. ინაუგურაციაზე მოვისმენთ პოეზისაც, რომელსაც ამერიკის საინაუგურაციო ისტორიაში ყველაზე ახალგაზარდა, 22 წლის პოეტი, ამანდა გორმანი წაიკითხავს.

ქვეყნის დედაქალაქში ჩამოსვლამდე, თავის მშობლიურ შტატს, დელავერს დაემშვიდობა არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. ის სიტყვით, თავისი შვილის, ბო ბაიდენის სახელობის ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა ცენტრში მივიდა, საიდანაც დელავერის მოსახლეობას დაემშვიდობა.

ჯო ბაიდენის სიტყვა ემოციური იყო. არჩეულმა პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლის დროს თავი ვერ შეიკავა და იტირა. „ქალბატონებო და ბატონებო, ერთადერთი, რასაც ვნანობ ისაა, რომ ის [ბო ბაიდენი] აქ არაა, იმიტომ რომ ახლა მას უნდა წარვადგენდეთ, როგორც პრეზიდენტს“, თქვა ბაიდენმა. „თუმცა ჩვენ ბევრი შესაძლებლობები გვაქვს. დელავერმა გვასწავლა, რომ ყველაფერი შესაძლებელია. ამ ქვეყანაში ყველაფერი შესაძლებელია“, დაამატა ქვეყნის არჩეულმა 46-ე პრეზიდენტმა.

ბო ბაიდენი, 2015 წლის 30 მაისს, ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა. ის მამის გვერდით იყო ორივე ინაუგურაციის დროს, როდესაც ბაიდენმა ვიცე-პრეზიდენტის ფიცი დადო. ხვალ, ინაუგურაციაზე ბაიდენთან ერთად იქნებიან მისი მეუღლე, ჯილ ბაიდენი და შვილები ჰანტერ და ეშლი ბაიდენები.

ამერიკის ხმა

თეგები: აშშჯო ბაიდენი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved