• რეკლამა
  • კონტაქტი
01:24, ორშაბათი, 27 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გელათს სახურავი აძვრა, მაგრამ… “ცრუ განგაშია…” – რატომ მოუწერა ხელი სახელმწიფომ კომპანიებს ჩაბარების აქტზე?

ალია ავტორი - ალია
21:18 01-19-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
207

გელათის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა. სამონასტრო კომპლექსი, რომელიც ჯერ ბრეზენტით, შემდეგ კი თუნუქით გადახურეს, დანგრევის პირასაა მისული.

ძეგლთა დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, დაჯარიმდა რეაბილიტაციაზე მომუშავე 2 კომპანია და საქმეში ჩაერთო მესამე, რომელმაც შეცდომები უნდა გამოასწოროს.

სააგენტოს განცხადებით, პრევენციული ქმედებების ფარგლებში ჩატარებული სამუშაოებისას გამოვლენილი ხარვეზების გამოუსწორებლობის გამო, შემსრულებელ კომპანიებს “ხელოვნების საერთაშორისო ცენტრს” და “იკორთა 2007”-ს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმები განესაზღვრათ, რომელიც მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში მყოფი ძეგლის გათვალისწინებით 12000 – 12000 ლარს მოიცავს.

სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფის სპეციალისტების ზედამხედველობით გადამოწმდება დროებითი გადახურვების ყველა არეალი. პრევენციული ქმედებებისას შესრულებული სამუშაოების ხარვეზების აღმოფხვრას დღეიდან კომპანია “ბაგინეთი +” განახორციელებს.

სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის მიერ გასულ წელს გაცემული გაფრთხილების მიუხედავად შემსრულებელმა კომპანიებმა ამ დრომდე ვერ უზრუნველყვეს სანებართვო პირობების გადაცდომით შესრულებული სამუშაოების შედეგების გამოსწორება, რაც მთელ რიგ კონსტრუქციულ ელემენტებზე გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრას ითვალისწინებდა”, – წერია განცხადებაში. 

“მთლიანად რევიზია მიმდინარეობს საჟოლობო სისტემის და ასევე გადახურვების, სადღაც ერთ ადგილზე პირი იყო აწეული იმ ადგილების ჩამაგრებები უნდა მოხდეს და მეტი დაცულობა იყოს… ცრუ განგაშია. იმ ადგილზე არიან მთამსვლელები ეხმარებიან ჩვენ სპეციალისტებს რომ ისე გამაგრდეს, რომ პრობლემები არ ჰქონდეს”, – ამბობს ნიკოლოზ ანთიძე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი.

“ალია” შეგახსენებთ, რომ უკვე ათეულ თვეზე მეტია, უამრავი ადამიანი ითხოვს მიხედოს სახელმწიფომ გელათს, პასუხად კი მხოლოდ ერთი რამ გვესმის – ცრუ განგაშია…. მაშინაც კი, როცა თავად აღიარებენ, რომ სახურავი აღარ აქვს გელათს – ცრუ განგაშია… მაშინც კი, როცა სახელმწიფო გვეუბნება, რომ სახელმწიფომ კი გააფრთხილა 1 წლის წინ კომპანიები, მაგრამ მათ არ გაითვალისწინეს სახელმწიფოს გაფრთხილება – მაინც, ცრუ განგაშია… რა შეიძლება იყოს ამაზე მეტად საგანგაშო – სახელმწიფო გვეუბნება, რომ კი 1 წელია იცის, რომ გელათის სახურავი არასწორად გაკეთდა, კი გააფრთხილა ის კომპანიები, ვისაც ეს სამუშაოები თავად დაუკვეთა და ხელიც მოუწერა შესრულებულ სამუშაოებზე, თანხაც გადაუხადა – მაგრამ, აბა, მეტს ვერაფერს იზამს, იმიტომ, რომ ეს … “ცრუ განგაშია”…

ამწამს, სახელმწიფო გვიმტკიცებს, რომ მთამსვლელები აკეთებენ გელათის სახურავს და … მაინც, ცრუ განგაშია…

მოთხილამურეებიც უნდა წაგეყვანათ, თოვს და თუ გაწვიმდეს, მცურავები და მყვინთავები დაიხმარეთ… კარგია, სპორტსმენები რომ გეხმარებიან, მაგრამ რა ვუყოთ კითხვას – რატომ მიიყვანეთ საქმე აქამდე? რატომ არ ჩაიყვანეთ დროულად სპეციალისტები? რას ნიშნავს გააფრთხილეთ და კომპანიებმა არ გაითვალისწინეს? რატომ მოუწერეთ ხელი ჩაბარების აქტს? რატომ ჩაურიცხეთ თანხა?

სპეციალისტები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის უმძიმეს მდგომარეობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ გელათი დიდი საფრთხის ქვეშაა.

გელათი დაიღუპება – პასუხობს ნიკოლოზ ვაჩეიშვილი სააგენტოს:

კრიზისი ეროვნული ძალებით უკვე გადაულახავია. ისე შევიდა ჩიხში, რომ საერთაშორისო საზოგადოება სასწრაფოდ უნდა იქნას ჩამოყვანილი, რომ ეს კრიზის მენეჯმენტი დაიგეგმოს… გელათის გადარჩენა ამ რესურსით, რომელიც აქვს კულტურის სამინისტროს და ეროვნულ სააგენტოს შეუძლებელია და გელათი დაიღუპება”, – ამბობს ნიკოლოზ ვაჩეიშვილი

სპეციალისტები გელათის სამონასრო კომპლექსში ამ წუთებშიც იმყოფებიან, თუმცა ჯერჯერობით უცნობია გეგმა, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურება შეჩერდეს. 

თეგები: გელათი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა

16:18 07-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved