• რეკლამა
  • კონტაქტი
10:26, ოთხშაბათი, 18 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კორონავირუსი შემხვდა და საკუთარი თავისთვის რომ არ მიმეხედა, მოვკვდებოდი! ჯანდაცვის სისტემამ გამწირა – ზაზა ხატიაშვილი

ალია ავტორი - ალია
00:39 01-19-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
54

„ალიას“ ესაუბრება ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი, ზაზა ხატიაშვილი.

– ბატონო ზაზა, გავიგე, რომ კორონავირუსი მოიხადეთ. თავს როგორ გრძნობთ?

– კი, შემხვდა კორონავირუსი და ჩემს მეუღლეს რომ არ მოეხედა ჩემთვის, არ ვიცი, როგორ გადავიტანდი ამ  ვირუსს. ჩემმა მეგობარმა ექიმმა  მირჩია, „კატე“  გადაიღეო. როგორ გადავიღო–მეთქი? – ვკითხე. შენი უბნის  პოლიკლინიკის   ექიმმა უნდა მოგცეს მიმართვა კლინიკაში, მიხვალ მიმართვით და გადაიღებო. მიმართვა არ დამიწერა ექიმმა, „კატეს“  სახლში ვერ გამოვიძახებდი და მიმართვის გარეშე რომ წავსულიყავი  კორონავირუსიანი კლინიკაში,  პატრულს გამოიძახებდნენ და  2000 ლარით დამაჯარიმებდნენ. ფაქტობრივად, ბედის ანაბარად ხარ მიტოვებული ადამიანი. თუ მოვკვდებოდი, მერე გარდაცვალების მიზეზად ჩაწერდნენ, რომ ცოტა  მაღალი წნევები  აწუხებდა, ეგ თანმხლები დაავადება იყო და ამის გამო მოვკვდაო. საკუთარ თავზე გამოვცადე, ვიგრძენი, რომ ჩვენ სახელმწიფო არ გვქვს,  ჯანდაცვის სისტემა ჩამოშლილია და სრულიად უკონტროლო. ჩემს მეუღლეს, ჩემს შვილს, ლუკას, მოხდილი ჰქონდა ვირუსი და  ჩემმა მეუღლემ მიმკურნალა, პრაქტიკულად. „კატეს“ თავი დაანებე, მიმართვა არ დამიწერეს პოლიკლინიკაში, რომ სისხლის ანალიზები გამეკეთებინა. ვინც კორონათი გარდაიცვალა, მათგან 80%  ტრომბის გამო დაიღუპა. ყველა მეცოდება, ვისაც ეს ვირუსი შეხვდება და არ ეყოლება სახლში პატრონი, რომ მიხედოს.

– კლინიკაში არ გადაგიყვანეს?

– კლინიკაში გადამიყვანეს კი არა, ხომ გეუბნები, „კატეს“ გადასაღები მიმართვა არ მომცეს. არადა, საკუთარი ხარჯით მინდოდა გადაღება. მერე, ჩემმა ძმაკაცმა მითხრა, ერთ–ერთი კლინიკის ექიმია, მიმართვა მოიტანე და გადაგიღებ, თუ არ გადაიღე, შეიძლება ტრომბმა დაგარტყას, შეიძლება ფილტვებში წავიდეს ისეთი პროცესი, რომ მერე სანანაბელი გაგიხდესო. 10 დღე მქონდა სიცხეები, „კატეზე“  მიმართვა რომ ვთხოვე ექიმს,  არაო, „კატე“ არ გინდაო, დაგასხივებსო და არ მომცა მიმართვა. ბოლოს, ჩემმა მეგობარმა ექიმმა ბათუმიდან, ეთერ ნატროშვილმა, დამინიშნა ნემსები და იმას ვიკეთებდი, რომ ტრომბს არ დაერტყა. 5 ნემსი გავიკეთე.  მერე დედიმერი რომ შევიმოწმე ნემსების შემდეგ,  ნორმაში იყო.  ეს რა უბედურებაა, თან გეუბნებიან „კატეს“ გადაღება უფასოა, ოღონდ ექიმის მიმართვა უნდა მოიტანოო და  პოლიკლინიკის ექიმი მიმართვას არ გაძლევს. სახლში მოვიდა ჩემი მეგობარი, მიმისმინა ფილტვებზე და ანთება მქონდა. დამინიშნა წამლები და ჩაცხრა ანთება. საკუთარი თავისთვის რომ არ მიმეხედა, მოვკვდებოდი. ჩვენს ჯანდაცვის სისტემას განწირული ვყავდი. ზოგი ჭირი მარგებელიაო და, ჩემს ცოლს რომ არ ჰქონოდა გადატანილი კორონა, კიდევ უფრო მეტ გაურკვევლობაში ვიქნებოდი. საკუთარი გამოცდილებით გვმკურნალობდა მე და ჩემს შვილს. ირმა, ჩემი მეუღლე, კლინიკაში იწვა და იქ განკურნეს. მოკლედ, ჩემს მეგობარ ექიმებს რომ არ ეთქვათ, როდის რა უნდა გამეკეთებინა, ან ფილტვების ანთება მომკლავდა და ან ტრომბი. „არიოლ–რეშკაზე“ გტოვებენ, ან მოკვდები, ან გადარჩები. ახლა ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე რომ ვრეკავდი, იცი, რას მეუბნებოდნენ კორონადადასტურებულ ადამიანს? ხელები ხშირად დაიბანე, ახლობლებს არ ეკონტაქტო, იზოლაცია დაიცავი… ასეთ სისულელეებს მეუბნებოდნენ. რად უნდა ამას ცხელი ხაზი? დღეში ათჯერ ამას ყველა ტელევიზიით გვეუბნებიან, რეკლამისა თუ ექიმების რჩევის  სახით. 5 დღე გავიდა, რაც ვირუსი მოვიხადე და ერთი არ დაურეკავთ ჯანდაცვის სამინისტროდან, არ მკითხულობენ, გადავრჩი თუ მოვკვდი. ღმერთმა დამიფაროს, ტყუილი ვთქვა. 5 ლარიანი სისხლის  ანალიზი არ გამიკეთეს, მიმართვა არ მომცეს, რომ  წავსულიყავი და კლინიკაში გამეკეთებინა. იმ ფულსაც მე გადავიხდიდი. ბოლოს მოძრავი ლაბორატორია გამოვიძახე და ისე გავიკეთე ანალიზები. აზრზე არ არიან, რას და როგორ აკეთებენ. კი ბატონო, ვერაგი ვირუსია და ძალიან  გაზრდილია დაავადებულთა რიცხვი, მაგრამ ამ პანდემიას მართვა უნდა, არ შეიძლება ადამიანების მიტოვება ღვთის ანაბარა. მართლა არ მეგონა, ჯანდაცვის სისტემა თუ ასე იყო ჩამოშლილი. საკუთარ თავზე გამოვცადე და  ნამდვილად არ მუშაობს. კაცს კორონავირუსი შემხვდა და სახელმწიფო უყურებდა, გაუძლებდა თუ არა, ჩემი ორგანიზმი. ერთი თეთრი არ დახარჯა ჩემზე სახელმწიფომ. რაც გავიკეთე, ყველაფერი საკუთარ ხარჯებით და ჩემსავით უამრავი ადამიანია. ვისაც იმის საშუალება არ აქვს, რომ საკუთარი სახრებით იმკურნალოს? ის ხომ განწირულია სასიკვდილოდ?  აბა, რაღაში დახარჯა სახელმწიფომ ის მილიარდი, ამ კორონას წინააღმდეგ რაღაც ფონდი რომ შექმნეს და იქ ჩარიცხეს? მარტო ხელისუფლების წარმომადგენელთა და მათი ახლობლების სასტუმროებში გადარიცხეს? ჩვენ ღმერთი გვიცავს, აქამდე რომ არ ამოვწყდით, თორემ ამ ხელისუფლების იმედად, მტერი იყოს. ჯანდაცვის მინისტრად პირად კბილის  ექიმს და არაკვალიფიციურ კადრს რომ დანიშნავ, რომელიც  სამედიცინო სისტემის მართვის აზრზე არ არის, მით უმეტეს, პანდემიის დროს, უკეთესს რატომ უნდა ელოდო?

ლევან ჯავახიშვილი, ალია

თეგები: ზაზა ხატიაშვილიკორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის
ახალი ამბები

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის

13:47 02-17-2026
თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია
ბიზნესი

თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია

13:19 02-17-2026
ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

14:39 02-16-2026
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved