• რეკლამა
  • კონტაქტი
07:17, კვირა, 12 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შეხვედრაზე ლიფიც ჩაიცვი და ხალხში სიგარეტი არ მოწიოო, მითხრა” – რა მოხდა ფოთში

ალია ავტორი - ალია
17:09 01-18-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
55

“ტაბულას” რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი, სოციალურ ქსელში წერს:

“რადგან ბიუსტი, მოულოდნელად, თემა გახდა, ბარემ ერთ ამბავს მოვყვები კამპანიიდან.

ახალი ჩასულები ვართ ფოთში – შტაბისთვის ფართი ავიღეთ, საცხოვრებელი მოვაგვარეთ, გიგამ რამდენიმე შეხვედრა ჩაატარა იქ და თბილისში გამოიქცა, აქაც საქმეა.

დავრჩით მე და ნანა.

მე ჯერ არ ვიცი რას ვაკეთებ გარდა ახალგაზრდებისა – ახალგაზრდებზე ვიცი, რასაც ვიზამ.

სხვა ტიპის გამოცდილება არ მაქვს და გამოცდილ ხალხს ვუსმენ – რას მეტყვიან, სად ვარ საჭირო და რა ვქნა

მოკლედ, ლაშა დამენია-მ, გიგას კამპანიის მენეჯერმა, დრო საერთოდ არ გვაქვს და შენ და ნანამაც უნდა იაროთო, ამომრჩეველი ნახოთო და წავედით – ჯერ კარდაკარი არ დაგვიწყია, დაორგანიზებული შეხვედრაა.

რადგან გამოცდილება არ მქონია, ამიტომ რჩევებს განსაკუთრებულად ვაქცევდი ყურადღებას – მითხრეს მოკლე არ ჩაიცვა და სიგარეტი არ მოიწიო ხალხშიო (კაცებმა მითხრეს, ცხადია).

კაი მეთქი – რაზე შემექმნა ახლა ამისგან პრობლემა.

გამოვეწყვე კოჭებამდე ცისფერ კაბაში, ჩავკიდე ხელი ნანას და კლდიაშვილის ეკვირინე და სონიასავით, გავემართეთ ამომრჩეველთან შესახვედრად ჭეშმარიტ მაჟორიტარზე სასაუბროდ.

სამი შეხვედრა გვქონდა.

პირველივეზე ამოვარდა ქარიშხალი და დასცხო წვიმამ. გავიყინე. მაგრამ მალევე გადაიარა და გავაგრძელეთ შეხვედრა.

ნანა იქ იყო, შესაბამისად, ნანას მივეცი მთელი სცენა, დავდექი სამაგალითოდ ჩუმად, გამართული და ამაყი რძალი.

კი შევამნჩნიე, რომ ნანას საუბრის დროს, დამსწრეების მნიშვნელოვანი ნაწილის ყურადღებას მე ვიქცევდი, მაგრამ ჩავთვალე, რომ ჩემი ცისფერი კაბა მოსწონთ.

მოკლედ, ჩაიარა შეხვედრებმა.

ძალიან თვითკმაყოფილი მივუახლოვდი ლაშას, დაჟინებული მზერით ჩავაშტერდი და უხმოდ მოვთხოვე ჩემი ჩინებული, მეგრელების რძალს რომ შეეფერება, ისეთი ქცევის აღიარება.

ლაშამ ყველაფერი კარგი, მაგრამ შემდეგ შეხვედრაზე თუ შეიძლება ლიფიც ჩაიცვიო.

თურმე წვიმაში კაბა რომ დამისველდა გამჭვირვალე გახდა, ამას ისიც დაერთო რომ შემცივდა და ….

მორალი: ძაანაც არ უნდა შეეცადო, მაინც ის ხარ, რაც ხარ”

თეგები: თამარ ჩერგოლეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved