• რეკლამა
  • კონტაქტი
04:07, ხუთშაბათი, 29 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ამის გამო ვვარაუდობ, რომ ივანიშვილი შე­იძ­ლე­ბა ქვეყ­ნი­დან წას­ვლა­ს აპი­რებ­დეს – გია ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
16:25 01-18-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი “კვირის პალიტრასთან” ამბობს:

“ივა­ნიშ­ვი­ლის სრულ წას­ვლა­ზე ლა­პა­რა­კი ჯერ ნა­ად­რე­ვია . ივა­ნიშ­ვი­ლი და სა­ა­კაშ­ვი­ლი ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თგვარ სიმ­ბი­ო­ზად ჩა­მო­ყა­ლიბ­დნენ – ისი­ნი თან უპი­რის­პირ­დე­ბოდ­ნენ და თან კვე­ბავ­დნენ და აძ­ლი­ე­რებ­დნენ ერ­თმა­ნეთს. შუას გაკ­რე­ფის მუდ­მი­ვი პო­ლი­ტი­კა ივა­ნიშ­ვილს უნარ­ჩუ­ნებ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, მაგ­რამ ასე­ვე აძ­ლი­ე­რებ­და სა­ა­კაშ­ვილს, რო­გორც მე­ო­რე პო­ლუსს და კე­ტავ­და სივ­რცეს სხვა პო­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრე­ბის­თვის. ჩემი აზ­რით, ამ სიმ­ბი­ო­ზის დარ­ღვე­ვა ორი­ვე მხა­რეს და­ა­სუს­ტებს. თუ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მარ­თლაც გა­დის თა­მა­ში­დან, ამ ეტაპ­ზე სა­ა­კაშ­ვი­ლიც კარ­გავს აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბას, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, წავა ის პო­ლი­ტი­კი­დან თუ არა.

– ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა თა­ვი­სი ქო­ნე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი გა­დას­ცა საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდ “ქარ­თუს” რა­საც არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა…

– არ მგო­ნია, ამ თე­მა­ზე ნე­გა­ტი­უ­რი მსჯე­ლო­ბა გა­მარ­თლე­ბუ­ლი იყოს. და­ვი­წყოთ იმით, რომ ეს მისი ქო­ნე­ბაა და რო­გორ მარ­თავს მას და რო­დის რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს, მისი საქ­მეა. ის ამას აკე­თებს კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად და რა ჩვე­ნი გა­სარ­ჩე­ვია, მარ­ცხე­ნა ჯი­ბე­ში რას და­ი­ტო­ვებს და მარ­ჯვე­ნა­ში რას გა­და­ი­ტანს, თუმ­ცა გარ­კვე­უ­ლი დას­კვნე­ბის გა­კე­თე­ბა შეგ­ვიძ­ლია. პირ­ვე­ლი – ცხა­დად ჩანს, რომ ის ახ­დენს ამ ქო­ნე­ბის კონ­სო­ლი­და­ცი­ას, რაც ნიშ­ნავს, რომ დის­ტან­ცი­რე­ბას ბიზ­ნე­სის მარ­თვის­გა­ნაც ცდი­ლობს. თუ აქამ­დე ის ყვე­ლა ამ აქ­ტივ­თან ცალ-ცალ­კე მუ­შა­ობ­და, ახლა ადგა და ყვე­ლა­ფე­რი ერთ ხელ­ში მო­აქ­ცია. აქვე უნდა აღ­ვნიშ­ნოთ, რომ ჩვენ მთელ მის ქო­ნე­ბა­ზე არ ვლა­პა­რა­კობთ, ვლა­პა­რა­კობთ მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ აქ­ტი­ვებ­ზე. ეს ფონ­დი საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მი­ა­ნო­ბას აქამ­დეც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ფუ­ლით ახერ­ხებ­და. ამ­ჯე­რად მან გა­დას­ცა არა თან­ხა, არა­მედ ქო­ნე­ბა და უთხრა, რომ შეძ­ლონ ამ ქო­ნე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცია, მი­ი­ღონ შე­მო­სა­ვა­ლი და ასე გა­აგ­რძე­ლონ საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მი­ა­ნო­ბა. აბ­სო­ლუ­ტუ­რად ნორ­მა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა და რა­ტომ უნდა გან­ვა­ვი­თა­როთ აქ რა­ღაც შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ე­ბი?!

გარ­და ამი­სა, რად­გან მას პირ­და­პი­რი მე­ნე­ჯმენ­ტის სფე­რო­დან გა­აქვს სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი აქ­ტი­ვე­ბი, შე­იძ­ლე­ბა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად, ის გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დით შე­იძ­ლე­ბა ქვეყ­ნი­დან წას­ვლა­საც აპი­რებ­დეს.

შორს ვარ იმ აზ­რის­გან, რომ სა­ქარ­თვე­ლო­დან სა­მუ­და­მოდ წავა – ამას არ იზამს, რად­გან მის­თვის ეს ქვე­ყა­ნა ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სია, მაგ­რამ არ გა­მოვ­რი­ცხავ, ერთი ან ორი წლით სა­ცხოვ­რებ­ლად საფ­რან­გეთ­ში წას­ვლას გეგ­მავ­დეს.”

თეგები: ბიძინა ივანიშვილიგია ხუხაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიVisa-ს და თიბისი კონცეპტის ერთობლივი ლაუნჯ სივრცე მოეწყობა
ახალი ამბები

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიVisa-ს და თიბისი კონცეპტის ერთობლივი ლაუნჯ სივრცე მოეწყობა

16:04 05-28-2025
თიბისი საქართველოს ეროვნული AI ოლიმპიადის მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საქართველოს ეროვნული AI ოლიმპიადის მხარდამჭერია

13:53 05-28-2025
“როდის “მოვკლათ” ბიზნესი?” – თიბისის ხუთშაბათის შეხვედრები გრძელდება
ახალი ამბები

“როდის “მოვკლათ” ბიზნესი?” – თიბისის ხუთშაბათის შეხვედრები გრძელდება

13:37 05-28-2025
დაგეგმე ბავშვთა საერთაშორისო დღის აქტივობები თიბისი კონცეპტთან ერთად
ახალი ამბები

დაგეგმე ბავშვთა საერთაშორისო დღის აქტივობები თიბისი კონცეპტთან ერთად

13:16 05-28-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved