• რეკლამა
  • კონტაქტი
03:55, ხუთშაბათი, 29 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ძმამ და მოკლა და მამამ შვილი – ამ მკვლელობებზე არავინ საუბრობს” – რა მოხდა პანკისში?

ალია ავტორი - ალია
15:37 01-18-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
68

(ფო­ტო­ზე: გარ­დაც­ვლი­ლი იბ­რა­ჰიმ (იბო) ქავ­თა­რაშ­ვი­ლი)

პან­კი­სის ხე­ო­ბის სო­ფელ დუ­ის­ში 40 წლის იბ­რა­ჰიმ (იბო) ქავ­თა­რაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის­თვის პო­ლი­ცია ამა­ვე სო­ფელ­ში მცხოვ­რებ 45 წლის ხი­ზირ (სი­მონ) მარ­გოშ­ვილს ჯერ კი­დევ ეძებს. მოკ­ლულს და­ნით 10-ზე მეტი ჭრი­ლო­ბა აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

მკვლე­ლო­ბა ახ­მე­ტის რა­ი­ო­ნის სო­ფელ დუ­ის­ში, 17 იან­ვარს ე.წ. ხე­ხი­ლე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, და­უ­სახ­ლე­ბელ ად­გი­ლას მოხ­და. დუ­ი­სის მცხოვ­რებ­ლე­ბის გად­მო­ცე­მით, იბ­რა­ჰიმ­სა და სი­მონს უთან­ხმო­ე­ბა ჰქონ­დათ, თუმ­ცა ერთი თვის წინ ისი­ნი შე­ა­რი­გეს. გარ­დაც­ვლილს მე­უღ­ლე და სამი არას­რულ­წლო­ვა­ნი ქა­ლიშ­ვი­ლი დარ­ჩა.

ambebi.ge-თან დუ­ი­სის მკვიდრი სა­უბ­რობს, რო­მელ­მაც ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა არ ისურ­ვა.

“აქა­უ­რე­ბის­თვის მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვი სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რია. ამ­ბო­ბენ, რომ მარ­გოშ­ვი­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ იყო. ქავ­თა­რაშ­ვი­ლი და მარ­გოშ­ვი­ლი მე­ზობ­ლე­ბი იყ­ვნენ და რო­გორც ამ­ბო­ბენ, მკვლე­ლი პლან­ზე და ფსი­ქოტ­რო­პულ სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი. პან­კი­სის კრი­ზი­სის შემ­დეგ, ჰე­რო­ი­ნი, კო­კა­ი­ნი და სხვა მსგავ­სი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი არც გა­ნი­ხი­ლე­ბა. მკვლე­ლი ჯერ არ არის და­კა­ვე­ბუ­ლი, იმა­ლე­ბა. გუ­შინ დი­ლას ისი­ნი ერ­თა­დაც ის­ხდნენ და ჩაის სვამ­დნენ. გარ­დაც­ვლი­ლი სახ­ლს იშე­ნებ­და და მის­თვის და­უ­რე­კავს, გად­მო­დი, საქ­მე მაქვს შენ­თა­ნო. გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ, მარ­გოშ­ვი­ლი სახ­ლში მობ­რუ­ნე­ბუ­ლა და ძმის­თვის უთ­ქვამს, იბო მოვ­კა­ლიო. ამ­ბო­ბენ, 10-ზე მეტი ჭრი­ლო­ბა აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი, სას­ტი­კა­დაა გა­მე­ტე­ბუ­ლი…

ეჭვი გვაქვს, რად­გან წამ­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და, ელე­მენ­ტა­რუ­ლი წა­ხუმ­რე­ბაც შე­იძ­ლე­ბო­და გამ­ხდა­რი­ყო მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზი. მათ შო­რის არ­სე­ბულ რა­ი­მე სე­რი­ო­ზულ და­პი­რის­პი­რე­ბა­სა და კონ­ფლიქტზე არც ოჯა­ხი, არც მე­ზობ­ლე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი არ ლა­პა­რა­კო­ბენ. მარ­გოშ­ვილს იბ­რა­ჰი­მი ტყის პი­რას გა­უყ­ვა­ნია, იმ ად­გილს ხე­ხი­ლებს ეძა­ხი­ან, ალ­ბათ იმი­ტომ, რომ არა­ვინ შეს­წრე­ბო­და და მოკ­ლუ­ლის­თვის ვე­რა­ვის მი­ეგ­ნო. იბოს არც ძმა, არც ბიძა და ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი არ ჰყავს. მას სამი გოგო დარ­ჩა, ბი­ჭიც არ ჰყავს.

მკვლელს რაც ეხე­ბა, მე­ო­რე ცოლი ჰყავს და პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­და­ნაც ჰყავს შვი­ლე­ბი. მსგავ­სი ტი­პის საქ­მე წმინ­დად სის­ხლის აღე­ბის თე­მაა, რად­გან ადა­მი­ა­ნის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას­თან გვაქვს საქ­მე. ამას ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ან თვი­თონ გვა­რი წყვეტს. შე­საძ­ლოა, ეს სა­კი­თხი არც დად­გეს დღის წეს­რიგ­ში. ვი­ნა­ი­დან გარ­დაც­ვლილს არა­ვინ ჰყავს – მამა, ძმა, ბიძა, ბი­ძაშ­ვი­ლი და ა.შ. ანუ ისი­ნი, ვისი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაც შე­იძ­ლე­ბა იყოს სის­ხლის აღე­ბა, ამ შემ­თხვე­ვა­ში გვარ­საც აქვს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის და სის­ხლის აღე­ბის წე­სის აღ­სრუ­ლე­ბის უფ­ლე­ბა. ქავ­თა­რაშ­ვი­ლე­ბი საკ­მა­ოდ დიდი და ძლი­ე­რი გვა­რია, არ ვიცი, რას გა­და­წყვე­ტენ…

რო­გორც ით­ქვა, მარ­გოშ­ვილს ად­რეც მო­უკ­ლავს ბი­ძაშ­ვი­ლი გო­გო­ნა. პან­კი­სის კრი­ზი­სის პე­რი­ოდ­ში, იყო ქა­ლე­ბის მკვლე­ლო­ბის რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტი – ძმამ მოკ­ლა და, მა­მამ – შვი­ლი… ფაქ­ტია, ეს მის­თვის პირ­ვე­ლი და­ნა­შა­უ­ლი არ ყო­ფი­ლა. ამ მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ებ­ზე არა­ვინ ლა­პა­რა­კობს, ყვე­ლა დუმს. სა­ტე­ლე­ვი­ზიო სი­უ­ჟეტ­ში დე­დამ მა­მა­კა­ცებს შო­რის თვე­ე­ბის წი­ნან­დე­ლი წყე­ნა ახ­სე­ნა, თით­ქოს უსაყ­ვე­დუ­რა, მა­მის დაკ­რძალ­ვა­ზე რა­ტომ არ მოხ­ვე­დიო, მაგ­რამ ეს სუს­ტი არ­გუ­მენ­ტი და და­უ­ჯე­რე­ბე­ლი მი­ზე­ზია, ამ მო­ტი­ვით ადა­მი­ანს და­ნას არა­ვინ ჩა­არ­ტყამ­და. მა­ინც მგო­ნია, მკვლელს წამ­ლის ზე­გავ­ლე­ნის ქვეშ მო­ეჩ­ვე­ნა რა­ღაც, არა­ფე­რი იმა­ლე­ბა და ალ­ბათ გა­ვი­გებთ სი­მარ­თლეს”.

წყარო – ამბები.ჯი

თეგები: კრიმინალი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიVisa-ს და თიბისი კონცეპტის ერთობლივი ლაუნჯ სივრცე მოეწყობა
ახალი ამბები

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიVisa-ს და თიბისი კონცეპტის ერთობლივი ლაუნჯ სივრცე მოეწყობა

16:04 05-28-2025
თიბისი საქართველოს ეროვნული AI ოლიმპიადის მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საქართველოს ეროვნული AI ოლიმპიადის მხარდამჭერია

13:53 05-28-2025
“როდის “მოვკლათ” ბიზნესი?” – თიბისის ხუთშაბათის შეხვედრები გრძელდება
ახალი ამბები

“როდის “მოვკლათ” ბიზნესი?” – თიბისის ხუთშაბათის შეხვედრები გრძელდება

13:37 05-28-2025
დაგეგმე ბავშვთა საერთაშორისო დღის აქტივობები თიბისი კონცეპტთან ერთად
ახალი ამბები

დაგეგმე ბავშვთა საერთაშორისო დღის აქტივობები თიბისი კონცეპტთან ერთად

13:16 05-28-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved