• რეკლამა
  • კონტაქტი
23:38, შაბათი, 7 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გომელაური ღარიბაშვილს მიერ 50 ათასად ნაყიდ მანქანებს 10 ათასად ჰყიდის – შსს-ს მანქანები აუქციონზე

ალია ავტორი - ალია
14:41 01-18-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
93

შინაგან საქმეთა სამინისტრო ფორდის მარკის ავტომობილებს აუქციონზე ყიდის. სამინისტროს ავტომობილების შეძენა ღარიბაშვილის მინისტრობის დროს 8 მილიონი დაუჯდა – თითო მანქანაზე 50 ათასი. ახლა კი ავტომობილების საწყისი ფასი 10 ათასი ლარია. 

“სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თქვა, რომ აღნიშნული ავტომობილების შენახვა ჯდება ძალიან ძვირი. 8 მილიონზე მეტი გადავიხადეთ ამ ავტომობილების ჩამოყვანაში და საბოლოო ჯამში ჩამოყვანიდან ძალიან მალე გაირკვა, რომ ეს მანქანები ვერ იქნებოდა ისეთი ეფექტური, როგორიც მანამდე… ბიუჯეტიდან 8 მილიონი გადაიხადო, რომელსაც შემდეგ ვერაფერში გამოიყენებ – არის დანაშაული”, – ამბობს ბესიკ დონაძე, “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი.

რატომ ჰყიდიან პოლიციის მანქანებს, უწყებაში ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. 

“ალია” შეგახსენებთ, ამასობაში, თავდაცვის მინისტრი ახლა თავდაცვის სამინისტროში ყიდულობს ახალ ტექნიკას, რომელსაც, მერე, ალბათ, ახალი მინისტრი კაპიკებში გაყიდის…

თუ ამ მანქანების შენახვა ძვირი ჯდებოდა და ვერ იყენებდნენ, რატომ აქვთ მათ ისეთი ცვეთა, რომ ფასი ხუთჯერ დაბალია და რა მანქანები უნდა იყიდონ იმათ ნაცვლად, რასაც ყიდიან? – არც ამ კითხვაზე გვაქვს ჯერ პასუხი.

აქვე შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, გომელაურმა განაცხადა, რომ მას კაბინეტისთვის ახალი ავეჯი არ უყიდია და დივანიც კი, ღარიბაშვილის დროს ნაყიდი უდგას. ნეტავი, შს მინისტრის ნაქონი დივანი რამდენად გაიყიდება აუქციონზე?

თეგები: ვახტანგ გომელაურიირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved