• რეკლამა
  • კონტაქტი
09:04, ორშაბათი, 31 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აშშ და ევროკავშირი ნავალნის გათავისუფლებას მოითხოვენ

ალია ავტორი - ალია
12:03 01-18-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპის ქვეყნები რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ. ამის შესახებ BBC იუწყება. 

ნავალნი 17 იანვარს ბერლინიდან მოსკოვში დაბრუნების შემდეგ შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს. ის გერმანიაში 5 თვის განმავლობაში იმყოფებოდა, სადაც რუსეთში მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ნავალნი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს ყველა წინაპირობის გარეშე. „რუსეთის ხელისუფლება მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების გაჩუმებას ცდილობს. საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულ პოლიტიკურ ლიდერებს კონკურენტების აზრის არ ეშინიათ, არ სჩადიან ძალადობას ან უკანონობას და პოლიტიკურ ოპონენტებს არ აკავებენ” – განაცხადა პომპეომ.

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი ამბობს, რომ ეს რუსეთის ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია. „კრემლის თავდასხმა ბატონ ნავალნიზე არის გამოწვევა მთელი რუსეთის მოსახლეობისთვის, ეს არის არის მხოლოდ ადამიანის უფლებების დარღვევა“ – განაცხადა სალივანმა.

ნავალნის გათავისუფლება ევროკავშირის ქვეყნებმა, ასევე დიდმა ბრიტანეთმა მოითხოვა. ლონდონი აცხადებს, რომ ძალზე შეშფოთებულია ნავალნის დაკავებით. „იმის ნაცვლად, რომ ნავალნის მოწამვლას იძიებდნენ, მას აკავებენ. რუსეთმა უნდა გამოიძიოს მის ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტი“ – წერია დიდი ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალურ განცხადებაში.

ნავალნის დაკავების საკითხს 18 იანვარს ევროპარლამენტი განიხილავს, ხოლო 25 იანვარს – ევროპის საბჭო.

ცნობისთვის, ალექსეი ნავალნი შერემეტიევოს აეროპორტში 17 იანვარს საღამოს დააკავეს, მას პირობითი სასჯელის წესების დარღვევას ედავებიან. ნავალნის ოთხ წლამდე ციხე ემუქრება.

ნავალნის მოსკოვში ჩაფრენამდე ოპოზიციონერის მხარდამჭერებიც დააკავეს, რომლებიც ალექსეის აეროპორტში ელოდებოდნენ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:49 08-30-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved