აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის Facebook-სა და Instagram-ზე წვდომა აღდგა. მანამდე დაბლოკილი გვერდები მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი 16 იანვრიდან გახდა.
რამდენიმე დღის წინ Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ ტრამპს სოციალურ ქსელთან წვდომა საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე შეეზღუდება. მისი განცხადებით, „ტრამპი Facebook-ს ძალადობის წახალისებისთვის იყენებდა, საბოლოო მიზანი კი დემოკრატიულად არჩეული მთავრობის დამხობა იყო“.
იანვარს ვითარება ვაშინგტონში მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა. არეულობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ვითარების კონტროლქვეშ აყვანას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც კონგრესმა მუშაობა განაახლა და ჯო ბაიდენის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა დაამტკიცა.
9 იანვარს Twitter-მა თეთრი სახლის ლიდერსა და მის საარჩევნო შტაბს ანგარიშები სამუდამოდ დაუბლოკა.
კომენტარები