• რეკლამა
  • კონტაქტი
10:27, შაბათი, 7 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ასეთ კაცს თუ უსამართლოდ გაწირავს, რა ელიტა, რის ელიტა? ვინც უნდა ა@რაკებდეს, თავად @რაკშია” – ალექსანდრე ბაინდურაშვილი

ალია ავტორი - ალია
19:19 01-15-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
173

შეფ-მზარეული, ალექსანდრე ბაინდურაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინაში ცხოვრობს და კიევში მდებარე ქართული რესტორნის შეფია, სოციალური ქსელით, მზარეულ რომა პაპოიანის წერილს ეხმაურება. რომას წერილი საკმაოდ მძიმე წასაკითხია და ის ბოლოს ნუცა სურგულაძეს მიმართავს: “საახალწლოდ ვალებში დამტოვე და კინაღამ გარეთ დავრჩი შენ გამო.”

ალექსანდრე ბაინდურაშვილი:

ორი დღეა ვფიქრობ, დამეწერა ეს პოსტი თუ არა, ვიფიქრე შორს ვარ და არ იქნება ლამაზითქო, (რამოდენიმე ინტერვიუზე ადრე ვთქვი უარი, შორიდან რა ვილაპარაკო, მანდ შეფები რა არ არიანმეთქი?), მაგრამ “ზოგჯერ რომ თქმა სჯობს, არა თქმასა” ის მომენტი მგონია. ერთმა პატარა ადამიანმა გადამაწყვეტინა ამ ყველაფრის თქმა, პატარა ისე () თორე მგონი ყველას გვაჯობა, სიდიდით და გამბედაობით, (მათ შორის მეც)…მოდით გულახდილად ვთქვათ რამდენი მზარეული ყოფილხართ რომა პაპოიანი ის სიტუაციაში და გაჩუმებულხართ,! რატომ? რისთვის? ვინმე ხვდება შეცდომას და იგივეს აღარ იმეორებს? ვინმე გიფრთხილდებათ? თუნდაც რომასთან მიმართებაში ვინმემ დავაფიქსირეთ საჯაროდ ჩვენი აზრი ? არა, ისევ პირადში ჩუმად მხარდაჭერა და საზოგადო სიჩუმე ვარჩიეთ, მინდა გითხრათ ასე წინ ვერ წავალთ, ფაქტია ვერც მივდივართ, მაგრამ არც გვინდა წინ სვლა ამაშია უბედურება!

სიმართლის გვეშინია და იცით რატომ? მწარეა! “სიმართლე თვალის სინათლე”ო, სიბნელეს მიჩვეული თვალი რომ სინათლეზე გამოდის ვერაფერს ხედავს, თვალებიდან სიმწრის ცრემლები მოსდის და ისევ სიბნელესა და ტყუილს იწყებს ადამიანი შეფარებას. მაგრამ დროა ნელა-ნელა მივეჩვიოთ სინათლეს და სიმართლეს, ცოტა თვალი დაგვეწვება, გული გვეტკინება მაგრამ წინ წავალთ და უკეთესად ვიქნებით.

ერთხელ ერთმა რესტორატორმა ვაკანსია დადო, მზარეულებს ეძებდა, მე კიდევ ვიცოდი რომ მის ობიექტზე ორი თვის ნამუშევარი ჩემს მეგობარს არ ქონდა აღებული, ამიტომ დავწერე ეს რეალობა, ატეხეს ერთი ამბავი, მაგრამ გაჩუმდნენ!

ვფიქრობ რომაზე და ვნანობ ერთ რამეს, რატომ მეც საჯაროდ არ დავწერე ჩემი სიტუაცია რომელიც რამოდენიმეჯერ შემემთხვა სამსახურში, იქნება მე რომ მაშინ რომასავით მოვქცეულიყავი დღეს ეს ადამიანი ასეთ დღეში არ ჩავარდნილიყო?! იქნება ბევრი გადამერჩინა?

ვინც ხმას უნდა იღებდეს, ის ჩუმად არის, “უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებენო” ესაც ჩვენი ბრალია საზოგადოების, კატა რომ გვგონია დაიყეფებს, მანდ გვაქვს დარხეული, არა და ჩვენ მივეცით უფლება იმ კატას თუ კატებს ყეფის, მაგრამ კნავიან, რა ქნან? იმედი უნდა გაგიცრუოთ და გითხრათ, ვერ დაიყეფება კატა!

ვატაროთ გასტრონომიული ფესტივალები, (ვიბლატაოთ), მაგრამ გვახსოვდეს ვიღაც სადღაც იჩაგრება და თავისი შრომის საზღაურს არ იღებს…

ერთმანეთზე ზურგს უკან ვიგინოთ, პრში ერთმანეთს ვუცინოთ, კომენტარებში გულები დავუწეროთ, მოვიტყუოთ ისევ საკუთარი თავები, ერთმანეთის კერძები დაუგემოვნებლად გავაფარჩაკოთ.!

ისევ ჩუმად გავაგრძელოთ ყოფნა. ბოდიშით და ვინც უნდა ატრა####ეს ამ სიტუაციებში ის თავად ტრა#შია და რა გინდა რომ ქნა? ვერც ვერაფერი.

ერთ კოლეგა მწერს, რომას საჯაროდ ვერ დავუჭირე მხარი და ძალიან მრცხვენიაო, გამიკვირდა და ვკითხე, კი მაგრამ რატომ? ნუცას გავლენიანი დედა ყავსო, ელიტ საზოგადოების წარმომადგენელიო, რომა გაიწირაო, არ მაქვს არავისთან პრობლემა, გავიგე! მაგრამ ასეთ პატარა კაცს თუ ვინმე უსამართლოდ გაწირავს, რა ელიტა რის ელიტა? სად ვართ საერთოდ?

თუ ვინმე ამ პოსტს ბოლომდე წაიკითხავთ, უაზრო გამოხტომისგან თავი შეიკავეთ, როგორც ეს ამასწინათ ერთმა სცადა, თუ ფიქრობთ რომ კომფორტის ზონიდან გელაპარაკებით, მაპატიეთ მაგრამ ეს კოფორტის ზონა ჩემი დაუღალავი პატიოსანი შრომით შევქმენი.

რომა

მადლობა კიდევ ერთხელ შენ დიდო და მაგარო კაცო, შენ არ ხარ მარტო და ეს პროტესტი არაა მხოლოდ შენი არამედ ყველას პრობლემა!”

მოგვიანებით, ალექსანდრე ბაინდურაშვილი, ვიდეოსაც ავრცელებს, სადაც ამბობს:

“რომამ ყველას გვიბიგა ხმა ამოგვეღო, მაგრამ მაინც უმეტესობა სიჩუმეს ვარჩევთ – სავალალო მდგომარეობაა, 18 წლის ბავშვებს ამუშავებენ და ანაზღაურებას არ აძლევენ. ზოგი ქვეყნიდან წასვლას ცდილობს, ზოგს დეპრესია აქვს – სიტუაცია ძალიან ცუდია. გამომეხმაურნენ ჩემი პროფესიის ხალხი და მეც დავინტერესდი, რის გაკეთება შეიძლებოდა, როგორ დავიცვათ ჩვენი პროფესიის ხალხი.

გარანტიას გაძლევთ ანონიმურობა დაცული იქნება, მინდა შევაგროვო მსგავსი ამბები, უფრო მეტი ძალა რომ მომეცეს. თითქოს ყველაფერი კეთდება, გასტრონომიული ფესტივალები, ფსევდო ერთობასთან გვაქვს საქმე და რეალურად ტყუილში ვცხოვრობთ და ვიჩაგრებით, იჩაგრებიან ის ახალგაზრდები, რომლებიც ხვალ, ზეგ ჩვენი მომავალია. ჩანასახშივე ვუსპობთ ყველაფრის სურვილს.”

თეგები: ალექსანდრე ბაინდურაშვილირომა პაპოიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა
ახალი ამბები

საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა

11:51 03-06-2026
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი
ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი

14:40 03-05-2026
სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”
ახალი ამბები

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”

14:04 03-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved