• რეკლამა
  • კონტაქტი
14:23, ოთხშაბათი, 5 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ივანიშვილმა მოახერხა და მეც გამკრა კბილი – გია ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:55 01-14-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, “პალიტრანიუსთან” ამბობს:

უკვე განვიხილეთ ბიძინა ივანიშვილის წერილი, რომლითაც გვითხრა, რომ გადის პოლიტიკიდან, ეს ნამდვილად ეპოქალური მოვლენაა. ბევრი ეჭვებია, რომ ჩრდილში გადადის და ინარჩუნებს ძალაუფლებას. მე ვფიქრობ, რომ იმ ფორმით, ეს ვეღარ მოხდება, მაქსიმუმ რაზეც შეიძლება ქონდეს პრეტენზია დღეის შემდეგ, ეს არის ხელისუფლების კონტროლი, იმდენად, რამდენადაც ხელისუფლების კონტროლს ხედავს ერთადერთ მექანიზმად, საკუთარი კეთილდღეობის და უსაფრთოების დაცვით. არა უმეტეს ამის. ყოველ შემთხვევაში რაღაც პერიოდი ასე იქნება.

ინტერვიუც მიუცია, იგივე საკითხებზე უსაუბრია, მე არ მიყურებია ამ ინტერვიუსთვის, არა მაქვს იმის ნერვები, გადავიმეორო ბევრჯერ და დავიზეპირო ერთიდაიგივე საუბრები. ამ ინტერვიუში, მოუხერხებია და ჩემთვისაც გაუკრავს კბილი, გვარი არ უხსენებია, მაგრამ კოლმეურნეობის თავმჯდომარეობასავით გამოსულა, როგორ ვაძლევდი მცდარ რჩევებს და ბორჯომი უხსენებია… ბორჯომში მარტო გავლით ვარ ნამყოფი… მით უმეტეს აქციები არც იყო ჩემი კომპეტენცია და არასოდეს ჩამიტარებია არსად, არც მიმიღია მონაწილეობა, მე კაბინეტურ შრომას ვარ მიჩვეული.

დამიშვია შეცდომები? – რა თქმა უნდა, დამიშვია, ბოდიშის მოხდაც შემიძლია, მისგან განსხვავებით. არასწორი პროგნოზებიც გამიკეთებია, არასწორი შეთავაზებებიც, მაგრამ მერე კორექტირება მომიხდენია. შეიძლება ისეთი რამეც გამიკეთებია, რისი მონანიებაც დამჭირვებია და მომინანიებია მერე… მასაც მინდა ვურჩიო, ნაცვლად იმისა, რომ იყოს იმ ილუზიის ტყვეობაში, რომ თავისი ინტერპრეტირებული ისტორია მოახვიოს საზოგადოებას თავს და ჩვენ ამას ვუყურებთ ბოლო დღეებია, როცა ის საუბრობს წარმატებაზე და მის უნიკალურ როლზე ამ წარმატებაში… უნიკალური როლი მას ჰქონდა, მაგრამ ყველაფერი წარმატებული ნამდვილად არ იყო, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე. ამის ნაცვლად, თუ მას რეალურად უნდა სულიერი სიმშვიდის მოპოვება და ეს ისევ თამაში არ არის – ეს შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მონანიებით. მონანიება დააწყნარებს მას და მისცემს საშუალებას, რომ მართლა გაერიდოს ამ აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას. თუ ის ჯიუტად იძახებს რომ ყელაფერი კარგად არის და ეს ყველაფერი მისი ხელიდან მოხდა, მას ისტორია კიდევ ერთ ჩიხში ჩაითრევს და ამ მძევლის როლიდან ვერასოდეს გამოვა და ვერც სიმშვიდეს მოიპოვებს.

მან ხაზი გაუსვა ასაკს და მეც ვისაუბრე გუშინ ასაკზე, არც მე ვარ პატარა ბიჭი, რომ აქტიურ პოლიტიკაში ვიყო და ამ ასაკში სულიერი სიმშვიდის მოიპოვება მხოლოდ მონანიებითაა შესაძლებელი.

ბატონო ბიძინა მოვინანიოთ ორივემ და მონანიებაზე გადის ჩვენი სულიერი სიმშვიდის გზა. ეს იქნება ჩემი მეგობრული რჩევა, ნამდვილად არ გეუბნებით ამას ნიშნისმოგებით. მე თქვენი გულშემატკივარ ვიყავი ყოველთვის და ახლაც ვრჩები ასეთად.”

თეგები: ბიძინა ივანიშვილიგია ხუხაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved