• რეკლამა
  • კონტაქტი
02:03, კვირა, 4 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება

ალია ავტორი - ალია
10:20 01-14-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,884

დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს, ეროვნული დროშის დღე 2012 წლიდან სახალხოდ აღინიშნება.

საქართველოს სახელმწიფოს ხუთჯვრიანი დროშა 2004 წლის 14 იანვარს აღდგა. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, მამუკა გონგაძისგანცხადებით, ეროვნულ დროშას დიდი ხნის ისტორია აქვს. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, პატივის მიგების ნიშნად, სახელმწიფო დროშები საკუთარი სახლების სახურავებზე აღმართონდა აივნებიდან გადმოფინონ.

„საქართველოს სახელმწიფოს დღევანდელ მოქმედ დროშას ძალიან დიდი ისტორია აქვს. შეიძლება ითქვას, რომ ევროპაში ერთ-ერთი უძველესი დროშა გახლავთ. ის დაფიქსირებულია საქართველოს ძალიან ბევრ პორტოლანზე. პორტოლანი ეს გახლავთ საზღვაო რუკები და არსებობს კიდევ სხვა წყაროები. ხუთჯვრიანი დროშა დღეს სეკულარული სიმბოლო არის ჩვენთვის, ვინაიდან მას საფუძვლები გააჩნია, ხოლო ამ დროშაზე თავისი სემანტიკით, მნიშვნელობით გამოსახულია მაცხოვარი და ოთხი აპოსტილი, რომელიც ქვეყნიერებას ამცნობს მის მოვლინებას დედამიწაზე. ეს არის მისი ჰერალდიკური, მეცნიერული განმარტება. საკმაოდ დიდი შრომაა ჩადებული, ვიდრე ეს დროშა დამტკიცდებოდა. არსებობდა პრეზიდენტთან არსებული კომისია. ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის დროს დაიწყო სახელმწიფო კომისიამ მუშაობა. 1999 წელს მიიღო პარლამენტმა დადგენილება, რომლის მიხედვითაც, უნდა აღმდგარიყო ისტორიული სიმბოლოები, მათ შორის ხუთჯვრიანი დროშაც. საბოლოო, დღევანდელი სახე მან მიიღო 2004 წელს, ხოლო 2017 წელს ის განმტკიცდა კონსტიტუციის მიხედვით და განმტკიცდა მისი სამართლებრივი საფუძვლები. პანდემიიდან გამომდინარე აქტიურობა არ გვაქვს დაგეგმილი. ჩვენ ყოველთვის მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ ამ დღეს გადმოფენილი იქნას დროშები შენობებზე, აივნებზე. ყველამ, როგორც შეუძლიათ, ოღონდ ღირსებითა და პატივით უნდა იყოს მოპყრობილი დროშის მიმართ“, – განაცხადა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა გონგაძემ.

პანდემიის გამო სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით მასშტაბური ღონისძიებები დაგეგმილი არ არის, თუმცა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივით, ტრადიციულად თბილისის საკრებულოს ისტორიული აივნებიდან 12:00 საათზე სახელმწიფო დროშები გადმოიფინება. ღონისძიებაში მონაწილეობას საკრებულოს წევრები მიიღებენ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:13 10-02-2026
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
ახალი ამბები

ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს

16:20 10-02-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit

15:31 10-02-2026
ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!
ახალი ამბები

ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!

12:09 10-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved