• რეკლამა
  • კონტაქტი
09:02, ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სოციალურ ქსელში მაინც გავავრცელოთ ტაში, რომლითაც ხალხი აცილებს თავის რჩეულს!”- მაია ნიკოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
02:07 01-13-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
55

დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტი, მაია ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“12.01.2021წ.
ვუსმინე ბატონ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს.
სევდა დამრჩა, ადამიანური სევდა. . . .
როცა დიდ ფეხბურთს ტოვებს ცნობილი ფეხბურთელი, სტადიონი ფეხზე დგება და ისე აცილებს. ასევე აცილებენ დიდ მსახიობებს, დიდ მომღერლებს. ჩვეულებრივ სამსახურშიც კი, პენსიაზე გასულ საჯარო მოხელეს გაცილებას უწყობენ, მომღერლებს, მსახიობებს ვარსკვლავებს უხსნიან . . .
ბიძინა ივანიშვილმა ქართული პოლიტიკის სრული სპექტრი ორიგინალური, პოლიტიკოსების პატერნებისგან სრულიად განსხვავებული გზით ატარა, ადამიანური და მშვიდობიანი პოლიტიკა შემოიტანა ქართულ რეალობაში, სისტემური და ინსტიტუციური ცვლილებები სრულიად განსხვავებულად, არაძალადობრივად განახორციელა. ასევე არაძალადორივად, მშვიდად, პოლიტიკურად გააშიშვლა ლამის, 30 წლიანი სტაჟის მქონე ქართველი ე.წ. “პოლიტიკოსები”, რეალურად კი უმაქნისი მოლაყბეები და აგრესიული, ძალაუფლებისათვის გაგიჟებულ ჭინკები!
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მმართველობის სტილი უნიკალურია როგორც პოსტსაბჭოთა, ასევე, აღმოსავლეთ ევროპის სივრცისთვის. ეს ყველაფერი ალბათ, მოგვიანებით გაანალიზდება. მტკიცებად ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებიც კმარა, თუ ჩვენი საკუთარი გონებისა და ანალიტიკური უნარის არ გვჯერა.

ბატონი ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას რაც შეეხება, საქართველოს თავის ისტორიაში ასეთი ქველმოქმედი არ ჰყოლია, და ალბათ, არც არასოდეს ეყოლება, ეს ცალკე, დიდი თემაა.

ადამიანური სევდა მეუფლება, როცა ვხედავ, რომ ეს ადამიანი პოლიტიკიდან მიდის, და კიდევ თავს ვამართლებინებთ, არ იყო ჩემი მმართველობა ცუდიო!!!! ღმერთო, ჩემო!!!
აქვე, მეორე პოლუსის-ბიძა ძმისშვილის სატელეფონო საუბარი ჩამესმის ყურში, რეფრენად, ქართველებს რომ აგინებენ!!!

ჩვენ ვერ გავაცილეთ პოლიტიკიდან ფეხზე მდგარმა, ტაშით, ვარსკვლავით, კონფერენციით, ან, უბრალოდ, “გაუმარჯოს” შეძახილით უამრავი ქართველის ფიზიკურად და მორალურად გადამრჩენი ადამიანი.

დიდი მადლობა ბატონო ბიძინა! მადლობა მორალური გადარჩენისთვის, მადლობა ცე-ჰეპატიტისგან განკურნებისთვის, მადლობა, შრომის უფლების დაბრუნებისათვის, მადლობა, რომ მობილური ტელეფონის და მოსმენების, შურისძიების, დაჭერების და “გაკულაკების” არ გვეშინია, მადლობა, რომ ეს წლები ომის გარეშე ვიცხოვრეთ! ყველა სიკეთე თქვენს ოჯახს, შვილებს და შთამომავლობას დაახვედროს უფალმა! დალოცვის მეტი არაფერი შემიძლია!

სხვა არაფერი…სიტყვებიც მღალატობენ….ხო, გავღარიბდით, ნამდვილად გავღარიბდით, პროფესიულად, ემოციურად…

მე ტექნიკურად ვერ შევძლებ, მაგრამ, ვისაც შეუძლია, იქნებ სოციალურ ქსელში მაინც გავავრცელოთ ტაში, რომლითაც სტადიონი აცილებს თავის რჩეულს!”

თეგები: ბიძინა ივანიშვილიმაია ნიკოლეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ
ახალი ამბები

წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ

14:21 08-25-2026
Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება DRESSUP-ში
ახალი ამბები

Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება DRESSUP-ში

13:16 08-25-2026
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები სასკოლო ფორმებზე პირველკლასელებისთვის
ახალი ამბები

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები სასკოლო ფორმებზე პირველკლასელებისთვის

13:10 08-25-2026
როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?
ახალი ამბები

როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?

09:00 08-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved