• რეკლამა
  • კონტაქტი
17:20, ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

იცის, თუ არა ივანიშვილმა, რომ მისი მეგობრის კლინიკაში წყალი ჩადის და მისი გუნდი გამკითხავი არაა? – რას ამბობს ის თენგიზ ცერცვაძეზე?

ალია ავტორი - ალია
01:34 01-13-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

„მინდა საჯარო მადლობა ვუთხრა ჩვენს ექიმებს, განსაკუთრებით თენგიზ ცერცვაძეს, ჩემს მეგობარს, ძალიან დიდ პატივს ვცემ საუკეთესო ექიმს და ადამიანს, ვინც მე მინახავს“,- აცხადებს ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პირველი არხის ეთერში.

„პანდემია თავისთავად, გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის, ქვეყანა კრიზისულ სიტუაციაშია. თქვენ ნახეთ, ახალი ვალები ავიღეთ და სიტუაცია არ არის მარტივი. ამ კრიზისულ სიტუაციაში, მაინც შესაფასებელია „ქართული ოცნების“ გუნდი. გახსოვთ, პირველი ეტაპი, როდესაც სახელისუფლო ბერკეტებით დაიწყო მომართვა და ბრძოლა ვირუსის წინააღმდეგ, ლოკდაუნს ეძახიან – ყველა სახელმწიფომ ეს გამოიყენა, მათ რიცხვში გამოვიყენეთ ჩვენც. თუ გახსოვთ, ყველაზე წარმატებული ქვეყნების რიგში ვიყავით. საუკეთესო თუ არა, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ვიყავით. იმის შემდგომ გახსოვთ, ილუზიაც და გამონათქვამებიც – ოპონენტები წამოვიდნენ, რომ ჩვენ, ქართველებს ისეთი იმუნიტეტი გვაქვს, ეს არ გვემართება, არ დაგვემართება და ხელისუფლება არაფერ შუაში არაა.

ევროპამაც ეს გამკაცრებები მოხსნა და ამ ფონზე, ჩვენ აღარ შეგვეძლო, გაგვეგრძელებინა ამ ფორმით მართვა და პროცესი მივუშვით. ოპოზიციამაც ივაჟკაცა, ძალიან წაეხმარა ამ პროცესის გართულებას, შეკრებები, რომელიც არ უნდა გაეკეთებინა, გააკეთა. შედეგმაც არ დააყოვნა.

ქართველები ასეთი ვართ, როგორიც ვართ, მეც ტიპური ქართველი ვარ. დაუდევრები ვართ, ძალიან გვიან ვგებულობთ ინსტრუქციას და როდესაც გავუშვით, ბუნებრივად მოვიქეცით, ერთი პერიოდი ასი ათას მოსახლეზე ჩვენ ყველას გადავასწარით და ასი ათას სულ მოსახლეზე ჩვენ გავედით პირველ ადგილზე.

პირველად პირდაპირი მნიშვნელობით მომართა ხელისუფლებამ და ლამის პირველები ვიყავით, მეორედ – როდესაც აბსოლუტურად მიშვებული იყო და საზოგადოებამაც ვაჩვენეთ ჩვენი დაუდევრობა, ისევ პაციენტების რაოდენობით ასი ათას სულ მოსახლეზე პირველ ადგილზე, არც ერთ ყველაზე განვითარებულ ქვეყნებზე ნაკლებად არ ყოფილა მენეჯმენტი და მიხედვა დაავადებული პაციენტების. აი, ეს არის ჯანდაცვისა და მისი მინისტრის ნაწილი“

ბიძინა ივანიშვილმა, ალბათ, თავადაც კარგად იცის, მაგრამ “ალია” მაინც შეახსენებს მას – ექიმი, რომელსაც განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა, წლებია ითხოვს შენობას, კლინიკაში, რომელსაც ეს საუკეთესო ექიმი უძღვება, წყალი ჩადის, სახურავიც არ უვარგა, ამ ექიმს ჯანდაცვის მინისტრმა, ტიკარაძემ, ჯერ რემონტის ფული არ გამოუყო და მერე სასამართლოში უჩივლა – რემონტი არ გაუკეთებიაო… ამ ექიმს გიორგი გახარიამ კლინიკისთვის შენობა დაპირდა, მაგრამ არ ჩანს დაპირებული შენობა. კი, დიდი ქველმოქმედი ხართ, ბატონო ბიძინა, როგორც ამბობთ, კი, კარგი გუნდი გყავთ, როგორც გვიყვებით, კი იცით, ვინ არის საუკეთესო ექიმი, მაგრამ ამ ექიმის კლინიკაში წყალი ჩადის და გამკითხავი არავინაა წლებია, მოსვენება არა აქვს თენგიზ ცერცვაძეს კლინიკის შენობაზე ფიქრით, წლებია… განა ერთი და ორი წელია, ათეული წელია უკვე!

ესეც გეცოდინებათ, თქვენ რა გამოგეპარებათ, მაგრამ მაინც გაგახსენებთ, თენგიზ ცერცვაძემ ერთ პერიოდი უარი თქვა პაციენტების მიღებაზე კლინიკაში, რადგან არ ჰქონდა სხვა გზა – ჯანდაცვის მინისტრი უჩიოდა სასამართლოში ინფრასტრუქტურის გამო და როგორ მოეწესრიგებია შენობა? ხოდა, მაგ პერიოდში, თქვენი მეგობარი თენგიზ ცერცვაძე ლანძღეს, დახმარების მაგიერ, თქვენი გუნდის წევრებმა და მოგვიანებით კი 300 ათასი ლარი მიუგდეს, რითიც მხოლოდ დამიწების და ვენტილაციის პრობლემის მოგვარება შესძლო. პარალელურად კი, იუსტიციის მინისტრმა ნაცრისფერ საყვავილეებსა და “უფროსების სკამებში” მილიონზე მეტი დახარჯა პანდემიის დროს!

დასავლეთ საქართველოში გამონათქვამია ასეთი, ბატონო ბიძინა, “კბილებში ოფლი გამოუვიდაო” და მაშინ ამბობენ, როცა ვიღაცას ძალიან შერცხვა, კი გეცოდინებათ ეგ გამოთქმა ჩვენზე უკეთ და მხოლოდ თქვენ კი არა, “ოცნების” მთელ გუნდს უნდა გამოსდიოდეს ოფლი კბილებში თენგიზ ცერცვაძის სახელის ხსენებისას!

თეგები: ბიძინა ივანიშვილითენგიზ ცერცვაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

15:18 09-16-2026
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება

14:09 09-16-2026
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved