• რეკლამა
  • კონტაქტი
10:29, ორშაბათი, 1 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბაკურ აბულაძე: სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებულმა ცვლილებამ შექმნა კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის ეფექტიანი და სამართლებრივად სწორი მექანიზმი

ალია ავტორი - ალია
00:40 01-13-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებულმა ცვლილებამ შექმნა კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის ეფექტიანი და სამართლებრივად სწორი მექანიზმი, – ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ ბაკურ აბულაძემ გენერალური პროკურატურის 2020 წლის მუშაობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც ბაკურ აბულაძემ განაცხადა, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, 2016-2020 წლების მონაცემებით, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა 87 მსჯავრდებულის მიმართ მიიღო გადაწყვეტილება განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის თაობაზე, მათგან 18 პირი იყო პოლიტიკური პატიმრის სტატუსის. 77 პირის მიმართ სასამართლომ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი, ხოლო დანარჩენი მსჯავრდებულების მიმართ საქმის განხილვა გრძელდება.

„2015-2020 წლებში გამოვლენილი იქნა მოქალაქეებისათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის 178 ფაქტი და მხილებული იქნა 51 საჯარო მოხელე. სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შექმნიდან დღემდე დაზარალებულად იქნა ცნობილი 392 პირი, რომელთაგან 293 პირს პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდა (ან დაბრუნების პროცესშია) დაახლოებით 54 500 000 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება. 2020 წელს კი, დაზარალებულად იქნა ცნობილი 49 პირი, რომელთაც დაახლოებით 960 000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთები დაუბრუნდათ“ – აღნიშნა ბაკურ აბულაძემ.

ბაკურ აბულაძის განცხადებით, 2020 წელს საქართველოს პროკურატურამ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა 17 მსჯავრდებულის მიმართ განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით. აღნიშნულ საქმეებზე ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, რომლის ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით, გამოირიცხა ხსენებული პირების მიერ იმ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რისთვისაც ისინი მსჯავრდებულები იყვნენ. ამავე პერიოდში, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობის საფუძველზე, გამოტანილი იქნა გამამართლებელი განაჩენი 11 პირის მიმართ, რომელთაგან 4 ატარებდა პოლიტიკური პატიმრის სტატუსს.

„სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების  დეპარტამენტი ორიენტირებულია გამოიძიოს 2012 წლის 1 ოქტომბრიდან გენერალურ პროკურატურაში შესულ საჩივარ-განცხადებებში მითითებული დანაშაულებრივი ფაქტები. ამათგან პრიორიტეტი ენიჭება ისეთი დანაშაულების გამოძიებას, როგორიცაა: ქონების უკანონოდ ჩამორთმევისა და ძალადობის ფაქტები, რომელიც მოიცავს ცემა-წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას და ყველა იმ დანაშაულს, რომლის ჩადენაშიც საჯარო მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირი იმხილება.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი უზრუნველყოფს როგორც ზემოთ მითითებული სავარაუდო დანაშაულის ფაქტების გამოძიებას, ასევე გამოძიების პროცესში საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელებასა და საქმის სასამართლოში წარმართვის შემთხვევაში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას” – განაცხადა ბაკურ აბულაძემ.

გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის თქმით,  საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შემოსულია არაერთი განცხადება, რომელიც სამოქალაქო ან ადმინისტრაციული წესით სასამართლოს გადაწყვეტილებით უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების საკითხს შეეხება. ვინაიდან, პროკურატურის კომპეტენციაში არ შედის სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების გზით მიღებული გადაწყვეტილების რაიმე ფორმით რევიზირება, გაუქმება ან შეცვლა და  ამავდროულად, ხშირ შემთხვევებში, გასულია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადები, ვერ ხერხდება აღნიშნული მოქალაქეების ინტერესების დაკმაყოფილება. შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურატურა გეგმავს ამ კუთხით, საპროცესო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის მიზნით, საკანონმდებლო ორგანოსთან კონსულტაციებს, რათა მოქალაქეებს მიეცეთ შესაძლებლობა, პროკურატურის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, მიმართოს სასამართლოს, მოითხოვოს საქმის ხელახალი განხილვა და უკანონო გზით საკუთრებიდან გასული ქონების დაბრუნება.

თეგები: პროკურატურა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026

ბიზნესი

“გამარჯვება გაზიარებით იწყება” – სოკარმა ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
ახალი ამბები

“გამარჯვება გაზიარებით იწყება” – სოკარმა ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო

08:00 06-01-2026
რომელი ევაკუატორით სჯობს საჭის ჩაკეტვისას მანქანის გადატანა?
ახალი ამბები

რომელი ევაკუატორით სჯობს საჭის ჩაკეტვისას მანქანის გადატანა?

14:50 05-30-2026
მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა
ახალი ამბები

მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა

19:45 05-29-2026
თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ

18:32 05-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved