• რეკლამა
  • კონტაქტი
17:10, სამშაბათი, 18 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მანანა, ხომ არ დაგეხმარო? – მკითხა ივანიშვილმა – რას ჰყვება მანანა თოქმაჯიშვილი

ალია ავტორი - ალია
20:27 01-12-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
69

თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში, წერს:

„2011 წლის ოქტომბერში, ჩემი დაბადების დღე ახლოვდებოდა, როდესაც მისი პირველი ღია წერილი გამოქვეყნდა. როგორი გარემო იყო საქართველოში, ვფიქრობ, ყველას კარგად ახსოვს – სრული უიმედობის პერიოდი.

სადღაც ერთ კვირაში მის ოფისში აღმოვჩნდი. მახსოვს, თავად შემოვიდა ჩვენ ოთახში, გამეცნო და წარმატებები მისურვა. მაშინ პირველად ვნახე ფიზიკურად ადამიანი, რომლის შესახებ აბსოლუტურად არაფერი ვიცოდი, გარდა იმისა, რომ მან გააჩინა იმედი საზოგადოებაში.

მეორე დღეს, როდესაც ყავის დასალევად სამზარეულოს ვეძებდი დაბნეული, კიდევ უფრო დავიბენი მასთან მოულოდნელი შეჩეხებით: -მანანა, ხომ არ დაგეხმარო?

სახელი რომ იმთავითვე დაიმახსოვრა, ჩემთვის მაშინ ეს სასიამოვნო სიახლე იყო. ყველა უხერხულობა უცებ მომიხსნა და ყავის ჩამოსხმაშიც მომეხმარა.

მთავარი წარმოდგენა, რაც მასზე შემექმნა და ბოლომდე დამრჩა, არის მისი საოცარი თავმდაბლობა და გულწრფელობა ურთიერთობაში. მინახავს, როგორ წმენდდა ეზოს მუშებთან ერთად თოვლისგან, როგორი ადამიანური და უშუალოა ურთიერთობაში ნებისმიერთან, მიუხედავად მისი სოციალური სტატუსისა თუ მდგომარეობის.

ძალიან საინტერესო, რთულ და ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პერიოდში გავიცანი და ვნახე, როგორ გაიარა ყველა ნაბიჯი საოცარი სიმშვიდით, თავდაჯერებით და, რაც მთავარია, სიმართლით (ეს მაშინ, როდესაც მისი ოჯახის უსაფრთხოება და სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა).

ის არც ტიპიური პოლიტიკოსია და არც ტიპიური ჩინოვნიკი, არასდროს გაურბის უხერხულ კითხვებს და პრობლემებს. ამიტომ, მისი პრესკონფერენციები, რომელსაც ქართული და უცხოური მედია სრული შემადგენლობით ესწრებოდა, გრძელდებოდა 3-4 საათი, ვიდრე ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი არ გაეცემოდა.

მე პირადად ძალიან მწყდება გული, პოლიტიკაში მისი მონაწილეობა რომ დასრულდა, რადგან ასეთი ძლიერი და საინტერესო პიროვნება პოლიტიკაში იშვიათია.

დანარჩენს დრო გვიჩვენებს…

პ.ს.შეგნებულად არ ვეხები მის ქველმოქმედებას, ამაზე კიდევ ბევრს გავიგებთ და ვნახავთ ყველა ერთად“.

თეგები: მანანა თოქმაჯიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ESG მდგრადობა
ახალი ამბები

ESG მდგრადობა ქართული ბიზნესისთვის: რატომ ხდება გარემოსდაცვითი შესაბამისობა საექსპორტო და საინვესტიციო აუცილებლობა

13:39 08-18-2026
„თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
ახალი ამბები

„თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა

13:28 08-18-2026
ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო? – თიბისი
ახალი ამბები

ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო? – თიბისი

13:18 08-18-2026
ბინის ყიდვა თბილისში
ახალი ამბები

როგორ იცვლება თბილისის ყოველდღიური ცხოვრება ქალაქის ზრდის ფონზე

11:44 08-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved