• რეკლამა
  • კონტაქტი
21:25, ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ტიკარაძის დაპირება აშშ-ის ელჩს Pfeizer-ის ვაქცინაზე და ელჩის 3 გზავნილი მთავრობას

ალია ავტორი - ალია
15:28 01-12-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში აშშ-ის ელჩს შეხვდა. ეკატერინე ტიკარაძემ კელი დეგნანს ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ამასთან, საუბარი შეეხო პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას და ვაქცინაციის საკითხს. მინისტრის თქმით, საქართველო COVAX პლატფორმისგან ვაქცინას უახლოეს მომავალში მიიღებს.

„მნიშვნელოვანი იყო იმ ფაქტების გაცვლა, რაც პანდემიასთან მიმართებაში დღეს საქართველოში მიმდინარეობს. რა ვითარება არის კონკრეტულად ახლა, რა შედეგი გამოიღო იმ გახსნითმა ღონისძიებებმა, რომელიც ჩვენ საახალწლოდ გვქონდა, როგორი არის დღევანდელი ვითარება, ასევე როგორ იმართება ტესტირება ქვეყანაში. ყველაზე მნიშვნელოვანი სასაუბრო, რა თქმა უნდა, იყო ვაქცინაციის კომპონენტი. საქართველოში უახლოეს მომავალში შიძლება გახდეს შესაძლებელი Pfeizer-ის ვაქცინით მოსახლეობის ვაქცინაცია“, – განაცხადა ტიკარაძემ.

თავის მხრივ, კელი დეგნანმა შეხვედრას სასარგებლო უწოდა.

„ძალიან სასარგებლო შეხვედრა გვქონდა, სადაც მივიღე განახლებული ინფორმაცია საქართველოს მთავრობის გეგმების შესახებ პანდემიის მართვის კუთხით 2021 წელს. ახლა ყველა ელის მჭიდრო კოორდინაციას ვაქცინის გეგმასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია ვაქცინაციის განხორციელების მკაფიო გეგმის არსებობა. არა მხოლოდ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით, იმისთვის რომ უზრუნველვყოთ ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოება და რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს ეკონომიკა და გაიხსნას სკოლები“, – აღნიშნა დეგნანმა.

“ალია” შეგახსენებთ, ვაქცინის გეგმას ჯანდაცვის სამინისტროსგან რამდენიმე ექიმი აქტიურად ითხოვს, მათ შორის, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი, რომელსაც სოციალურ ქსელში, ამავე სამინისტროს წარმომადგენლები კომენტარებში უწერდნენ, რომ ვაქცინის გეგმას არც ისე დიდი მნიშვნელობა აქვს. საინტერესოა, ამერიკის ელჩსაც თუ ეტყვიან იგივეს და რა უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა კელი დეგნანს – რატომ არ გვაქვს მზად ვაქცინაციის გეგმა?

არანაკლებ საინტერესოა ის, რომ ჯანდაცვის მინისტრმა ასეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია პირველად ამერიკის ელჩს მიაწოდა და არა ქართველ ამომრჩეველს. მაშინ როცა ექიმებმაც კი არ იციან, რომელი ვაქცინის შემოტანას გეგმავს ქვეყანა – ჯანდაცვის მინისტრი პირველ ინფორმაციას ამერიკის საელჩოს აცნობს და იქედან ვიგებთ შემდეგ ჩვენ!

რა თქმა უნდა, ვერ იქნება დამთხვევა ის ფაქტი, რომ ჩინურ ვაქცინაზე საუბრის შემდეგ, მოუწია ჯანდაცვის მინისტრს ამერიკის ელჩთან მიბრძანება და განმარტების გაკეთება.

როგორ აპირებს ფრაიზერის ვაქცინის შენახვის პირობების შექმნას მინისტრი და კონკრეტულად რამდენი ხანი უნდა ველოდოთ მას – ამაზე ჯერ განცხადება არ გაკეთებულა.

ამერიკის ელჩმა კი თავი მოკლე კომენტარში მინიმუმ 3 გზავნილი გაავრცელა:

  1. ის აპირებს დაინტერესდეს მთავრობის 2021 წლის გეგმით, პანდემიის მართვის კუთხით.
  2. ითხოვს და ელის მჭიდრო კოორდინაციას – ვაქცინის გეგმასთან დაკავშირებით, რითიც მიგვანიშნებს, რომ მასთან კოორდინაციის გარეშე ვაქცინა არ შემოვა.
  3. ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ვაქცინაციის განხროციელების გეგმა – შესაბამისად, ის სწრაფად უნდა შეიქმნას.
თეგები: აშშ-ს საელჩოეკატერინე ტიკარაძეკელი დეგნანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved