• რეკლამა
  • კონტაქტი
09:31, ორშაბათი, 4 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მოვიდა 5 მილიარდით და წავიდა 5 მილიარდით, მიჩვეულნი ვართ, მოდიან დახეული ჯინსებით, ხდებიან თეთრსაყელოიანები და აღარ მიდიან… – ამირან სალუქვაძე

ალია ავტორი - ალია
17:29 01-11-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

სამხედრო ექსპერტი, ამირან სალუქვაძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“სულ ახლახანს დავწერე, ბიძინა ივანიშვილის შესახებ, რომ ვრცლად როცა წავა პოლიტიკიდან, მაშინ დავწერ მეთქი. დავწერ აუცილებლად, მოგვიანებით. ახლა მხოლოდ წერილს გამოვეხმაურები. დიდი წერილი ყოფილა. მხოლოდ მოკლე ვერსიას გავეცანი.

გახსოვთ, დავწერე, რომ ახალი წელი სერიოზული პოლოტიკური ცვლილებებით დაიწყებოდა…

არ ვართ მიჩვეული, არც ჩვენ, არც პოსტსაბჭოთა ქვეყნები, პოლიტიკოსების მიერ პოლიტიკიდან თავისით წასვლას მაშინ, როცა სრულ ძალაუფლებას ფლობენ.

შესაბამისად, ქ/ოცნების ოპონენტები არ დაიჯერებენ და იქნება სპეკულაციები. ვინც დაიჯერებს, ისინიც ისპეკულირებენ, რადგან ჩვენთან ხომ იაფფასიანი პოლიტიკური ოპონირებაა?!

განა საქმის, საკითხის ირგვლივ მსჯელობასა და ოპონირებაში ეჭიდებიან ერთმანეთს?! წლებს ვხარჯავთ და ვკარგავთ მდარე კინკლაობაზე, შეურაცხყოფებზე.

ახლაც გაგრძელდება…

დიდი ხანია მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს განახლებისკენ. აბა თუ შესძლებენ ქართული ოცნების ოპონენტები გადადგან მსგავსი ნაბიჯები და პოლიტიკას განარიდონ ხალხისთვის მიუღებელი პირები, რის გამოც 8 წელია აგებენ არჩევნებს?!

ჰქონდა თუ არა ბიძინა ივანიშვილს საშუალება ყოფილიყო პრემიერ-მინისტრი, ან წასულიყო თუნდაც რიგით დეპუტატად, როგორც ბევრი ილტვის, ან კენჭი ეყარა პრეზიდენტად? რა თქმა უნდა ჰქონდა, თუმცა სხვა გზა არჩია.

წერილში ასაკიცაა მინიშნებული, 65 უსრულდება. ალბათ ესეც არის მიზეზი. ხომ აქვს უფლება გარკვეული წლები მშვიდად გაატაროს?!

არჩევნები აღიარებულია საერთაშორისო მისიების და მოსახლეობის მიერ. ამბოხები და აჯანყებები გადავიდა მოდიდან. ახალი საპარლამენტო ციკლი დაიწყო. კარგი დროა პოლიტიკური ველის განახლებებისთვის.

ასევე კარგი დროა ახალმა, ბარიერგადალახულმა პარტიებმა შეაფასონ დაფინანსების გარეშე რა სიტუაციაში აღმოჩნდებიან ამ წლებში, როგორ მოემზადებიან მორიგი არჩევნებისთვის. ახლა უნდა იფიქროთ მომავალ არჩევნებზე, რადგან, დიდი ალბათობით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შემდეგ კოალიციური მთავრობის შექმნის აუცილებლობა დადგება. უნდა გამოხვიდეთ სხვისი გავლენებიდან.

ასევე ახლახანს დავწერე, რაღამც ოპოზიციას არ სურს ოპონირება, ახალი პლატფორმის შექმნის აუცილებლობა დადგა, რომელიც მმართველ პარტიას ოპონირებას გაუწევს მეთქი. ეს ისევ აქტუალურია.

რაც არ უნდა ილაპარაკონ მისმა ოპონენტებმა, ფაქტია რომ ამ ადამიანმა ძალიან ბევრი გააკეთა ქვეყნისთვის, როგორც მატერიალურად, ასევე პოლიტიკისთვის.

ქველმოქმედებაზე არ გავჩერდები, ვისაც თვალები აქვს, დაინახავს.

პოლიტიკას რაც შეეხება, იმ მუხტის პირობებში, რომელიც მოსახლეობაში წინა ხელისუფლების წინააღმდეგ იყო დაგროვილი, ჩვენ ახლოს ვიყავით სამოქალაქო დაპირისპირებასთან. პროცესები კი ისე განვითარდა, როგორც ამ წლებში ვიხილეთ. პლუსია ეს თუ მინუსი, თავად შეაფასეთ.

არის თუ არა შექმნილი გარემო იმისათვის, რომ გავაგრძელოთ შემდგომი განვითარება? არის.

მგიმოში გამოწრთობილები და მგიმოსთამ დაახლოვებულები პრორუსულობას აბრალებდნენ… ამერიკასთან და ევროსტრუქტურებთან თანამშრომლობა ძალიან მაღალ ნიშნულზეა. ამ კუთხითაც კარგი ფონია შემდგომი განვითარებისთვის.

ასევე დავწერე ბევრჯერ, როგორ შეიძლება მთელი ოპოზიცია ერთ ადამიანს ებრძოდეს და ლანძღავდეს მეთქი, როცა პოლიტიკური პარტიის ოპონენტები უნდა იყვნენ?! ებრძოლეთ ახლა ოპონენტ პარტიას, ქართულ ოცნებას. აღარ გეყოლებათ ძველი სამიზნე. თუმცა, ვეჭვობ, არ მოიშლიან და დიდხანს ეყოლებათ დღის წესრიგში. ოპოზიციის დღევანდელი განცხადებებიც ამაზე მეტყველებს.

ერთიც უდავოა, მოვიდა 5 მილიარდით და წავიდა 5 მილიარდით. აგერაა ფორბსი და სხვა რეიტინგები. ჩვენ სხვაგვარად ვართ მიჩვეულნი. მოდიან დახეული ჯინსებით, ხდებიან თეთრსაყელოიანები და აღარ მიდიან…

უდავოა ისიც, რომ სამშობლო უყვარს, ოჯახურ ტრადიციებს აფასებს და ზოგადად, ტრადიციული ღირებულებების მატარებელია: აღდგენილი ეკლესიები, ასობით ქართული ჯიშის ვაზი, ეთნოგრაფია და სხვა, ამას ადასტურებს.

ამიტომ ვწერდი ბევრჯერ პოლიტიკურ ჭრილში ეჭიდავეთ მეთქი, თუმცა ოცნების ოპონენტებს ბრძოლის სხვა მეთოდები აქვთ. ჩვენთან სამშობლოს სიყვარულში ან კონკრეტული, თემატური შეჯიბრი არ მოსულა.

დღეიდან პოლიტოლოგებს, ექსპერტებს ფართო სივრცე აქვთ შეფასებებისთვის, რისი გაკეთება შესძლო ბიძინა ივანიშვილმა, რისი ვერა.

რა თქმა უნდა იყო მეტი მოლოდინი, თუმცა ისეთი მღვრიე ფონი და მწვავე საინფორმაციო ომი იყო, შეურაცხყოფებზე და სიცრუეებზე აგებული, არც ისე მძიმედაა საქმე, მიუხედავად ორი უმძიმესი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისა, როგორც ივანიშვილის ოპონენტებს სურთ დახატონ.

მაქვს თუ არა ბევრი უკმაყოფილება შედეგებთან დაკავშირებით? მაქვს, დამიწერია, შემდგომშიც დავწერ.

ამავე დროს, შექმნილია ისეთი გარემო, როცა ვისაც სურვილი აქვს, ახერხებს ხელისუფლების პირველ პირებამდე პრობლემის მიტანას და როცა რჩევას აძლევ, პრობლემაზე მიუთითებ, მტრად კი არ აღგითქვამენ, მადლობას გეუბნებიან. უამრავი მაგალითის მოყვანა შემიძლია.

თუმცა, თუ ოპოზიციამ გააგრძელა ბოიკოტის რეჟიმში ყოფნა, საექსპერტო საზოგადოებამ უფრო აქტიური როლი უნდა ითამაშოს და მმართველი გუნდის ოპონირება იკისროს, სანამ გარემოება შეიცვლება, რადგან ხელისუფლების ოპონირება არა ექსპერტების, არამედ ოპოზიციის საქმეა.

დღეს ბევრი დაწერს და ისაუბრებს ამ თემაზე. მეც დიდხანს არ მოგაწყენთ თავს.

იქნებ ჩაეყაროს ამ ტრადიციასაც საფუძველი, რომ პოლიტიკოსებმა შესძლონ საკუთარი მისიის ამოწურვის დანახვა. არ აქვს მნიშვნელობა მმართველ პარტიაში ხარ, უმცირესობაში, ზღვარგადალახულში თუ გადაულახავში. წასვლის დროს კი მადლობა ვუთხრათ, მისი წვლილიდან გამომდინარე.

მეცენატობის გამო საფრანგეთის მთავრობამ უთხრა მადლობა. ჩვენთან ისე დააშინეს ხალხი, რომ საჯაროდ პოზიტივის გამოხატვა უჭირთ.

მიჩვეულები ვართ, ვინმე ერთი პირის, მესიის იმედად ვართ. ან ქარიზმატულ ლიდერებს ვეძებთ, ვფანატდებით და ვეღარ გამოვდივართ ამ დაავადებიდან.

დადგა დრო ყველა მოქალაქემ იფიქროს ყვეყნის მშენებლობაზე, ყველამ თავისი წილი აგური დადოს.

დროა არა ლიდერების, არამედ კონკრეტულ ღირებულებებზე, იდეოლოგიებზე დაფუძნებული პარტიების, როცა ერთი პირის მოსვლა ან წასვლა სისტემას ვერ მოარღვევს. დროა შევინარჩუნოთ და განვავითაროთ ინსტიტუციონალური მდგრადობა.

ბიძინა ივანიშვილს მადლობას ვუხდი გაწეული მოღვაწეობისთვის.

იმედია გააგრძელებს ჩვეულ საქმიანობას, რასაც პოლიტიკაში მოსვლამდე აკეთებდა.

ჩვენ კი გადავფურცლოთ და გავაგრძელოთ ცხოვრება.”

თეგები: ამირან სალუქვაძებიძინა ივანიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:46 05-01-2026
“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია
ახალი ამბები

“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია

20:29 04-30-2026
როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”
ახალი ამბები

როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”

16:26 04-30-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა

14:38 04-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved