• რეკლამა
  • კონტაქტი
09:23, კვირა, 12 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც 2021 წელს დიდი სიყვარული ეწვევათ

ალია ავტორი - ალია
01:13 01-08-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
417

ვნახოთ, რომელი ზოდიაქოს ნიშნებს, რას უწინასწარმეტყველებენ ასტროლოგები – ვის ეწვევა სიყვარული ამ წელს?

ვერძი

ქალ-ვერძებს ყველანაირი პირობა ექნებათ, რათა ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალონ, თუმცა ამისათვის შრომა მოუწევთ. ასტროლოგები გირჩევენ გააფართოვონ თქვენი სოციალური წრე და ახალი ნაცნობები შეიძინოთ. ეს საშუალებას მოგცემთ იპოვოთ გზები როგორც კარიერულ კიბეზე ასასვლელად, ასევე საკუთარი ბიზნესის დასაწყებად და განსავითარებლად.

მარტოხელა ქალბატონებმა სიყვარული შესაძლოა წლის დასაწყისში იპოვონ. მიუხედავად ამისა, ვარსკვლავები ურჩევენ აგვისტოში ან სექტემბერში დაქორწინებას. რაც შეეხება ფინანსურ საკითხებს, 2021 წელს არ მოგიწევთ საკუთარი სიამოვნებისთვის დიდი თანხის დახარჯვა. თუმცა მომავალში ფულის ჩადება შესაძლებელი და აუცილებელიც კია.

ლომი

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს სიზარმაცის დავიწყება მოუწევთ. თუმცა შრომისმოყვარე ხარი დააფასებს ძალისხმევას და დამსახურებულ ჯილდოსაც გაიღებს. ამასთან, თქვენ მოგიწევთ არა მხოლოდ მეტი ძალისხმევის განხორციელება, არამედ მეტი განათლების მიღება და ცხოვრებაში ორგანიზებულობის დანერგვაც. არ არის საჭირო მოვლენების თავის ნებაზე მიშვება, რადგანაც ყველაფერი თავისთავად ვერ მოგვარდება. გაეცანით ყველა დეტალს და მიიღეთ საუკეთესო გადაწყვეტილებები. ასეთი უზადობა ნამდვილად გამოიღებს ნაყოფს.

ცოლქმრული ურთიერთობები არც ისე მარტივი იქნება. სკანდალები მეუღლესთან შესაძლოა ჩვეულებრივ მოვლენად იქცეს, თუკი ლომი კვლავაც იმავემონდომებით განაგრძობს მისი თავისუფლების ხელყოფას. გააანალიზეთ ეჭვიანობის ორმხრივი შეტევები. ალბათ ამ ურთიერთობამ თავი უკვე ამოწურა.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი ქალებისთვის ეს წელი წინაზე ბევრად უკეთესი იქნება. სამუშაოები საბოლოოდ სიამოვნების მოტანასაც განაპირობებს, რაც დადებითად აისახება პროდუქტიულობაზე. კოლეგებს შორის ავტორიტეტი წარმოუდგენელ მასშტაბებს მიაღწევს.

მაგრამ სახლში მშვილდოსანი ქალბატონის გაღიზიანება ხშირად იწვევს ახლობლების ნერვების გაფუჭებას. შეწყვიტეთ ოჯახის წევრების დადანაშაულება წვრილმანების გამო და გახსოვდეთ, რომ მოთმინება თქვენს ოჯახურ ბუდეში კეთილდღეობის გასაღებია. და არა მხოლოდ 2021 წელს.

მიწის ნიშნები

კურო

კონსერვატიულ და ინერტულ ქალ-კუროებს მოუწევთ საკუთარ თავში გაბედულობის მოძიება განსაზღვრულობა და სიჩქარის სწავლა. თეთრი ლითონის ხარი გულუხვი მფარველია, თუმცა ძალისხმევის გარეშე არაფერი გამოვა. ამიტომაც მოახერხეთ ოჯახის, კარიერისა და ჯანმრთელობისათვის დროის გამოყოფა.

მარტოხელა ქალბატონები ამ წელს შეხვდებიან მეორე ნახევარს. მათთვის, ვინც უკვე ურთიერთობაში არიან, სწორედ ამ მნიშვნელოვანი წინადადების მიღების ყველანაირი შანსი გააჩნიათ. თუმცა ფრთხილი და გაჭიანურებული ანალიზის ტენდენციამ შესაძლოა ყველაფერი გააფუჭოს. პარტნიორი უბრალოდ დაიღლება პასუხის მოლოდინით. ამიტომაც ძალიან დიდხანს ნუ იფიქრებთ, რათა ბედნიერება ხელიდან არ გაუშვათ.

ქალწული

აუღელვებელი ქალწულები საეჭვოა რაიმემ გააკვირვოს. ამ წელს ისინი სისტემატურად წაიწევენ წინ, თუმცა მცირე ნაბიჯებით. სავსებით შესაძლებელია, რომ გაზაფხულზე ამ ახალგაზრდა ქალბატონებმა გადახედონ თავიანთ დამოკიდებულებას ფულის ამჟამინდელი წყაროს მიმართ და რაიმე მეტი მოისურვონ. იმის მისაღებად, რაც გსურთ, ყველანაირი შესაძლებლობები გადაგეშლებათ წინ. მთავარია, მცირე სიმამაცე გამოიჩინოთ და შეგნებულად გარისკოთ, თუკი საქმე მოგებას გპირდებათ.

მაგრამ მეორე ნახევართან ურთიერთობისას სირთულეები შესაძლოა წარმოიქმნას. და ეს ყველაფერი უსაფუძვლო და შეთხზული ეჭვიანობის გამო. ამიტომაც პარტნიორის შევიწროვებამდე შეეცადეთ ფხიზელი გონებით შეაფასოთ, თუ რამდენად გამართლებულია თქვენი პრეტენზიები. რაც შეეხება მარტოხელა ქალბატონებს, ამ წელს ასტროლოგები უამრავ რომანს უწინასწარმეტყველებენ, თუმცა თითოეულ პარტნიორს არასერიოზული გეგმები ექნება.

თხის რქა

სამუშაოებზე საქმე შეუფერხებლად წარიმართება. ამასთან, ვარსკვლავებს ვურჩევთ მიიღონ დამატებითი განათლება კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. ეს დაგეხმარებათ მომავალში გამოიყენოთ შესაძლებლობები შემოსავლის გაზრდის ან უფრო მაღალი პოზიციის დასაკავებლად.

პირად ცხოვრებაში ბედნიერების შესაქმნელად, უარი უნდა თქვათ ეჭვზე და მუდმივად შეაჩეროთ უკან მოხედვა. ნეგატიური გამოცდილება შშესაძლოა ახალი ურთიერთობების მთავარ დაბრკოლებად იქცეს. ასევე, ასტროლოგები გირჩევენ, ყურადღება მიაქციოთ ჯანმრთელობას, რომელიც შესაძლოა მოულოდნელად გაუარესდეს. ამიტომაც ნუ დაიზარებთ პრობლემების დაუყოვნებლივ მოგვარებას, ნუ დააყოვნებთ საავადმყოფოში ვიზიტს.

წყლის ნიშნები

კირჩხიბი

დროის პერიოდი თებერვლიდან აპრილამდე ძალზედ დატვირთული იქნება. დროის სასიამოვნოდ გატარებებისა და ნაცნობობისაგან თავი უბრალოდ ბზრიალს დაგიწყებთ. ამასთან, მაისში გამოფხიზლება იქნება აუცილებელი. მოგიწევთ ყოველდღიური საქმის კეთება და აქტუალური საკითხების მოგვარება.

ხარების წელიწადს ასტროლოგები ქალ-კირჩხიბებს ურჩევენ შეცვალონ სამუშაო ან ბიზნესში გამოსცადონ თავი. უმჯობესია ეს დრო დახარჯოთ სისტემურ განვითარებაზე, რათა არ დაკარგოთ ის, რაც უკვე გაქვთ. ასევე რეკომენდირებულია მეტი დრო დაუთმოთ ოჯახს, მშობლებს, შვილებს. საინტერესოა, რომ მარტოხელა ახალგაზრდა ქალბატონებისთვის საბედისწერო შეხვედრა ზაფხულშია მოსალოდნელი, როდესაც ყველაზე მეტი საზრუნავი ექნებათ.

მორიელი

ვისთვისაც ხარის წელი შესაძლოა უაღრესად წარმატებული იყოს, სწორედ ქალ-მორიელები არიან. ამ ეშმაკ ქალბატონებს საშუალება ექნებათ სრული მოცულობით გამოავლინონ საკუთარი თავი, რათა ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე მიაღწიონ წარმატებას. მაგალითად, მომხიბვლელობა და სირთულეებთან ორიენტირების უნარი დაგეხმარებათ კარიერულ კიბეზე ასვლაში. უბრალოდ არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ახლობლებს ასევე სწყურიათ თქვენი ყურადღება, ამიტომაც მათთვისაც გამოყავით დრო.

რთული ხასიათი შესაძლოა დაბრკოლებად იქცეს პირად ურთიერთობებში ჰარმონიის მისაღწევად. მოგინდებათ პარტნიორის ძალის შემოწმებაც კი, რათა გაიგოთ, თუ რამდენად ეშინია მას თქვენი დაკარგვის. ეცადეთ, მსგავსი ექსპერიმენტი გონივრულად ჩაატაროთ.

თევზები

წელი სავარაუდოდ პოზიტიური იქნება და ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები თითქოს არსაიდან მიიღებენ ენერგიას. შედეგად, სამსახურში საქმეები მოიმატებს და შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ ყველაფერს უმკლავდებით. ამასთან, ნუ იფრენთ ღრუბლებში და ნუ დაგავიწყდებათ განვითარება, რათა შესაძლო გამოწვევებს ღირსეულად შეხვდეთ.

ვარსკვლავები მარტოსულ ქალბატონებს მარტიდან აპრილის დასაწყისამდე საინტერესო ნაცნობობის წამოწყებას ჰპირდებიან. თუმცა ურთიერთობების ფორმალიზაცია ივნისში ან სექტემბერშია უმჯობესი. აღსანიშნავია, რომ ფინანსურ საკითხებში სრული წესრიგი გექნებათ, ხოლო თაღლითები ხელს ვერ შეგიშლიან.

თეგები: ასტროლოგიაზოდიაქო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025

ბიზნესი

თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის

17:25 10-10-2025
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის

18:00 10-09-2025
თიბისიმ საქართველოში პირველი AI Red Team ჰაკათონი „RedHack”-ი ჩაატარა
ახალი ამბები

თიბისიმ საქართველოში პირველი AI Red Team ჰაკათონი „RedHack”-ი ჩაატარა

15:24 10-09-2025
„ავოკადო“ – როგორ იქცა პანდემიის დროს დაბადებული იდეა წარმატებულ ქართულ ბრენდად – თიბისი
ახალი ამბები

„ავოკადო“ – როგორ იქცა პანდემიის დროს დაბადებული იდეა წარმატებულ ქართულ ბრენდად – თიბისი

12:45 10-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved