• რეკლამა
  • კონტაქტი
16:49, ოთხშაბათი, 8 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მტერსაც არ ვუსურვებ იმგვარ იუბილეს, როგორიც პატრიარქს მოუწყვეს! – რა ფოტოებს აქვეყნებს ხიდირბეგიშვილი

ალია ავტორი - ალია
15:01 01-06-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

საინფორმაციო სააგენტო „საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი, არნო ხიდირბეგიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

„2021 წლის 4 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს 88 წელი შეუსრულდა. მაგრამ ისეთ იუბილეს, როგორიც პატრიარქს მოუწყვეს, მტერსაც არ ვისურვებ!

იმის ნაცვლად, რომ ქართველი ერის მხცოვანი სულიერი მამის დაბადების დღე, რაც შეიძლება ნათელი და მხიარული ყოფილიყო, რამდენადაც ეს შესაძლებელია პანდემიის პირობებში, მაგალითად:

ტელევიზიით ეჩვენებინათ ფილმები ამ დიადი ადამიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, რომელიც, აგერ უკვე 44 წელია ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლია.

ჩაერთოთ დისპლეი, რომ ვიდეოკონფერენციის რეჟიმში მისთვის ყველას მიელოცა, როგორც სამწყსოს, ასევე სამღვდელოებას საქართველოს ყველა კუთხიდან და მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან.

ამის ნაცვლად, ილია მეორეს სტუმრად მიუყვანეს ადამიანები, რომლებიც მთელი საქართველოსთვის სიკვდილის სიმბოლოს წარმოადგენენ – ქართველი ინფექციონისტები!

დიახ, გაგანია პანდემიის პერიოდში პატრიარქთან დაუშვეს ადამიანები, რომლებიც ახლახან კორონავირუსით იყვნენ დაავადებული და რომელთაც ყოველდღიურად აქვთ კონტაქტი მრავალ ინფიცირებულსა და ბაქტერიოლოგიურ, მათ შორის ლუგარის ლაბორატორიასთან!

დილეტანტები, რომლებიც კორონავირუსის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტებისგან იღებენ, რომელთა გამოც საქართველო ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზე აღმოჩნდა.

პოლიტინფექციონისტები – კარიერისტები, რომლებიც მოსახლეობას კუბოებით ემუქრებიან!

ჩემი საქმე არ არის – რა პრინციპით შეირჩნენ იქ დამსწრე ოთხი იერარქი და რატომ ჩამოერთვა სხვა მიტროპოლიტ – ეპისკოპოსებს პატრიარქის მილოცვის უფლება.

აგრეთვე, არ ვიცი – ვინ მოიტანა ორი კალათი ორი ფერის ვარდებით, რომლებიც სამგლოვიარო ასოციაციებს იწვევს.

მაინტერესებს – ვინ არის ის ჭკუისკოლოფი, რომელმაცამ ამ „ზეიმის“ სცენარი დაწერა?!“

თეგები: არნო ხიდირბეგიშვილისაქართველოს პატრიარქი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved