• რეკლამა
  • კონტაქტი
20:09, ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ტრამპის და ბაიდენის საახალწლო პოლიტიკური გზავნილები და ამერიკა პრეზიდენტის ინაუგურაციის მოლოდინში

ალია ავტორი - ალია
00:59 01-03-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
56

აქამდე ტრამპი ირწმუნებოდა, რომ თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში დარჩენისთვის ბრძოლას მოიგებდა, ახალი წლის ღამეს კი ამერიკის პრეზიდენტი “ტვიტერზე” გავრცელებულ ვიდეოში ამბობს, „უნდა გვახსოვდეს, რა გაკეთდა.“

დონალდ ტრამპი, რომელსაც ფორმალურად ჯერ კიდევ არ უღიარებია საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატ კანდიდატთან დამარცხება, ფლორიდიდან ვაშინგტონში ნაადრევად დაბრუნდა. პრეზიდენტი ტრამპი, როგორც წესი, შობას ოჯახთან ერთად, სწორედ ფლორიდაში აღნიშნავს. ვაშინგტონში დაბრუნებულ პრეზიდენტს, მნიშვნელოვან საკითხებზე აქვს სამუშაო – თავდაცვის კანონპროექტი და კორონავირუსის გამო შემუშავებული ეკონომიკის სტიმულირების პაკეტი, რომლებზეც მსჯელობა აშშ-ის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარეობს.

არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი შობას მშობლიურ შტატში, დელავერში შეხვდა. საახალწლო მიმართვისას, მან პატივი მიაგო პანდემიასთან ბრძოლაში დაღუპულ მედპერსონალს და ამერიკელებს მოუწოდა, ვაქცინაციაში ჩაერთნონ, როცა ამის შესაძლებლობა იქნება.

„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით და დავბრუნდებით იმაზე ძლიერები, ვიდრე აქამდე ვყოფილვართ“ – აცხადებს ბაიდენი, რომლის ინაუგურაციაც 20 იანვარს გაიმართება.

ვაქცინების შესახებ, საკუთარ საახალწლო მიმართვაში ისაუბრა პრეზიდენტმა ტრამპმაც. მან აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა კოვიდ-19-ის ვაქცინა რეკორდულ დროში შექმნა. ასევე თქვა, რომ ის მართალი იყო, როცა აცხადებდა, რომ ვაქცინა 2020 წლის ბოლომდე ხელმისაწვდომი იქნებოდა.

ამერიკის შეერთებული შტატები იმ ქვეყნებს შორისაა, რომელიც პანდემიამ განსაკუთრებით აზარალა. ოფიციალური მონაცემებით, კოვიდ-19-ს ქვეყანაში 340 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

დაძაბულობა რესპუბლიკელებთან

რესპუბლიკელი პრეზიდენტი უკანასკნელ დღეებში ხშირად აკრიტიკებს რესპუბლიკელ კონგრესმენებსა და სენატორებს. პირველ რიგში იმიტომ, რომ მათ მხარი არ დაუჭირეს პრეზიდენტ ტრამპს, როცა ის არჩევენების გაყალბების შესახებ ირწმუნებოდა და მეორე – წლის ბოლოს, რესპუბლიკელმა კანონმდებლებმა უარყვეს მისი მოთხოვნა როგორც თავდაცვის კანონპროექტთან დაკავშირებით, ისე – პანდემიის გამო შემუშავებული, ეკონომიკური დახმარების მორიგი პაკეტის საკითხზე.

მიტჩ მაკკონელმა, სენატის უმრავლესობის რესპუბლიკელმა ლიდერმა, კვლავ არ დაუჭირა მხარი ამერიკელებისთვის ინდივიდუალური ფინანსური დახმარების გაზრდას. „სოციალიზმი მდიდარი ადამიანებისთვის“ – ასე უწოდებს მაკკონელი პრეზიდენტ ტრამპის მოთხოვნას, რომ ამერიკელებმა დახმარების სახით, $600-ის ნაცვლად, $2 000 მიიღონ. კანონპროექტი, დემოკრატების მიერ კონტროლირებულმა წარმომადგენელთა პალატამ, ორშაბათს მიიღო.

უმრავლესობის რესპუბლიკური ლიდერი, ასევე არ იზიარებს პრეზიდენტის მოსაზრებებს თავდაცვის ავტორიზაციის აქტთან დაკავშირებით, რომელსაც დონალდ ტრამპმა ვეტო დაადო.

თუმცა, მისურის სენატორი, ჯოშ ჰოული აცხადებს, რომ ის წინააღმდეგობას გაუწევს ჯო ბაიდენის გამარჯვებას, როცა კონგრესი 6 იანვარს, საარჩევნო კოლეგიის ხმებს ოფიციალურად, ფორმალურად დაითვლის. ამან სენატში შესაძლოა ხანგრძლივი დებატები გამოიწვიოს, თუმცა შედეგების შეცვლის არანაირი შესაძლებლობა ამ ეტაპზე არ არსებობს.

ზოგიერთმა რესპუბლიკელმა სენატორმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტის ინიციატივას, ამერიკელებს დახმარების სახით, 600 დოლარის ნაცვლად, 2 000 დოლარი მიეღო. ბევრი ამერიკელის საბანკო ანგარიშზე დახმარების $600-იანი მორიგი ტრანში უკვე დაჯდა. ამ იდეის მხარდამჭერებს შორის არიან დევიდ პერდიუ და კელი ლოუფლერი, რომლებიც ჯორჯიის შტატის სენატორობისთვის იბრძვიან. იქ არჩევნების მეორე ტური ხუთ იანვარს ჩატარდება და სწორედ ეს კენჭისყრა განსაზღვრავს, თუ რომელ პარტიას ექნება სენატში უმრავლესობა.

წყარო – ამერიკის ხმა

თეგები: აშშბაიდენიტრამპი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved