• რეკლამა
  • კონტაქტი
05:07, ორშაბათი, 31 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რიტუალები – როგორ უნდა მოიქცნენ ზოდიაქოს ნიშნები ახალი წლის დადგომის წინ

ალია ავტორი - ალია
19:57 12-31-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
203

ვერძი

რიტუალი: აიღეთ ნებისმიერი ოქროს სამკაული (მთავარია თქვენი იყოს) ან ნებისმიერი ოქროსფერი ფიგურა, დაკიდეთ ნაძვის ხეზე, ჩაიფიქრეთ სურვილი და უთხარით მას „იბრწყინე და დამეხმარე ჩემი სურვილის ასრულებაში“. ახალი წლის მერე, ატარეთ ის ყველა მნიშვნელოვან შეხვედრაზე.

კურო

რიტუალი: ღამით აიღეთ ქოთანი და მიწაში ჩაფალით მონეტა,მეორე დადეთ ზევიდან, თან ჩასჩურჩულოთ „იზარდე და იმრავლე, გახდი სპილოსავით დიდი და სტაბილური.“ საახალწლო დღეებში ქოთანი ნაძვის ხესთან იყოს, შემდეგ კი ზედა მონეტას იღებთ და საფულით ატარებთ. ქვედა მომავალ წლამდე დატოვეთ, შეგლიძიათ დარგოთ მასთან ერთად ყვავილიც.

ტყუპები

რიტუალი: აიღეთ სახლის გასაღები, დაკიდეთ ნაძვის ხეზე და თქვით „ ყველა სირთულესა და პრობლემურ საკითხს ვხსნი ამ გასაღებით“. ახალი წლის შემდეგ, ყოველი კარის გაღებაზე ჩათვალეთ, რომ ერთი პრობლემური საკითხი გვარდება.

კირჩხიბი

რიტუალი: დაისხით ჭიქა ღვინო, გახედეთ მთვარს და უთხარით :“ როგორც შენ იცვლები, ისე შეიცვალოს ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ, როგორც შენ იკლებ, ისე იკლოს სირთულეებმა, როგორც შენ იმატებ, ისე იმატოს ბარაქამ, სიყვარულმა და კეთილდღეობამ“. შესვით სასმისი და დაელოდეთ საოცარ სიახლეებს.

ლომი

რიტუალი: შეარჩიეთ ვარსკვლავის ნებისმიერი ფიგურა, დაკიდეთ ნაძვის ხეზე მწვერვალისკენ, ჩაიფიქრეთ სურვილი და უთხარით ვასრკვლავს: „იკაშკაშე, გამინათე გზა და მომიტანე წარმატება ნებისმიერ სფეროში“. ახალი წლის შემდეგ ეს ვარსკვლავი ატარეთ თილისმად.

ქალწული

რიტუალი: შუა ღამის მოახლოებისას დაგჭირდებათ ბუს სიმბოლო, ან ბუს ბუმბული, მოათავსეთ ნაძვის ხესთან და უთხარით მას: „მომარიდე ყველა დაბრკოლება ჩემი წარმატების, სიმდიდრისა და სიყვარულის გზაზე“. ახალი წლის შემდეგ ეს ბუ თან ატარეთ ხოლმე, ან თქვენს სამუშაო მაგიდაზე დადეთ, ბუმბული კი ატარეთ სანიშნად.

სასწორი

რიტუალი: დაგჭირდებათ გულის ფორმის საკიდი ნებისმიერი სახით, შუა ღამის მოახლოებისას დაკიდეთ ნაძვის ხეზე და სთხოვეთ: „ შენ მომიტან სიყვარულსა და ბედნიერებას, იქ სადაც შენ იქნება, იქნება ჯანმრთელობა და ჰარმონია“. მომდევნო დღეებში მოხსენით და ატარეთ ეს გული მთელი წელი.

მორიელი

რიტუალი: წარმატებისთვის, კარიერული წინსვლისთვის და ფინანსური კეთილდღეობისთვის როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ ბაყაყი დაგეხმარებათ, განსაკუთრებით კი სამფეხა ბაყაყი, დაასკუპეთ ის ნაძვის ხესთან, აპკურეთ წყლის წვეთები და უთარით:“ შენ იქნები ჩემი დამხმარე ყველა საქმეში, შემოსავლების ზრდა – დაგროვებაში, საქმიანი იდეების რეალიზებაში“. ახალი წლის შემდეგ დასვით ეს ბაყაყი თქვენს სამუშაო სივრცეში.

მშვილდოსანი

რიტუალი: თუ გყავთ ღიპიანი ხოტეი, მოათავსეთ შუა ღამემდე ნაძვის ხესთან, დაუწყვეთ ტკბილეული, ფულის კუპიურები და მოილხინეთ, არ გჭირდებათ კონკრეტული სიტყვები, მოეფერეთ, გაუზიარეთ თქვენი სურვილები, იცინეთ, იხალისეთ. შემდეგ უკვე დასვით მაგიდაზე ოთახის შუაგულში და ის აუცილებლად მოიტანს თქვენს ოჯახში ყველანაირ სიკეთეს, ხვავს, ბარაქას, წარმატებას, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას.

თხის რქა

რიტუალი: კარიერულ, ფინანსურ ასპარეზზე კეთილდღეობისთვის დაგჭირდებათ კუს სიმბოლო, ან სულაც ცოცხალი კუ. დასვით ნაძვის ხესთან და უთხარით: „შენ სტაბილურ შემოსავალს მომიტან, იქნები ჩემი მცველი და საყრდენი ნებისმიერი საქმეში.“ ახალი წლის შემდეგ დაასკუპეთ კუ თქვენს სამუშაო სივრცეში.

მერწყული

რიტუალი: დაკიდეთ ნაძვის ხეზე ანგელოზის ფიგურა, ჩაიფიქრეთ სურვილი, სთხოვეთ: „შენ იყავი ჩემი მეგზური ყველა კეთილ საქმეში და დამეხმარე ჩემი სურვილების ფრთაშესხმაში“. ეს ანგელოზი ახალი წლის შემდეგ თქვენს სივრცეში მოათავსეთ, ან ატარეთ გულსაკიდის სახით.

თევზები

რიტუალი: თქვენ დაგჭირდებათ ნიჟარა, ნებისმიერი ფორმის, შუა ღამის მოახლოებისას, მოიმარჯვეთ ის და მოუყევით თქვენი სურვილების შესახებ დეტალურად, როგორ რა ფორმით, რა გარემოში, სად და ვისთან ერთად გინდათ ამ სურვილის რეალიზება. ნიჟარა იქნება თქვენი მესაიდუმლე და ის იზრუნებს თქვენი სურვილების ხორცშესხმაზე. ახალი წლის შემდეგ მოათავსეთ ის თქვენს საწოლთან.

თეგები: ზოდიაქო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:49 08-30-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved