• რეკლამა
  • კონტაქტი
05:08, ორშაბათი, 31 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მკლავები დაიკაპიწეთ” – 28 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ალია ავტორი - ალია
02:27 12-28-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
91

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ამ დღეს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ტენდენციები მოაქვს. ბედი გამოცდას გიმზადებთ და აკვირდება, სიამაყე ამპარტავნებაში ხომ არ გადაგეზარდათ ან რამდენად ყურადღებიანი ხართ გარშემო მყოფების მიმართ. ეცადეთ, თავშეკავება გამოიჩინოთ გარშემო მყოფების მიმართ. თუნდაც მრავალწლიანი მეგობრობა გაკავშირებდეთ, უარი თქვით ისეთ ადამიანებთან ურთიერთობაზე, რომლებსაც ბოლომდე არ ენდობით. ახლახან დაწყებული საქმის წარმატება დამოკიდებულია თქვენს გამძლეობასა და გონივრულობაზე. გამორიცხული არ არის საკვებით ინტოქსიკაცია, ამიტომ ეცადეთ, აკონტროლოთ საკვების ხარისხი.

კურო

შესაძლოა, ნათესავებმა ისევ პრობლემა შეგიქმნან და საქმე სკანდალით დასრულდეს, ამიტომ გირჩევთ სანამ რამეს გააკეთებთ, შედეგებზე იფიქროთ. დროა, საკუთარ ჯანმრთელობაზე იფიქროთ. ოჯახში უთანხმოებამ შეიძლება ნერვული სტრესი და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გამოიწვიოს.

ტყუპები

ამ დღეს როგორც დადებითი ისე უარყოფითი ტენდენციები ახლავს. სამწუხაროდ, ყოველთვის ყველაფერი ისე არ გამოდის, როგორც გვსურს, მაგრამ ეცადეთ, რომ ოჯახს მეტი დრო დაუთმოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ თქვენი ბიზნესის ფინანსურ მხარესთან დაკავშირებულ საკითხებზე იფიქროთ. ახლობელი ადამიანების სიყვარული და ერთგულება ყოველგვარი უსიამოვნებისგან დაგიცავთ.

კირჩხიბი

ამ დღეს თქვენს ცხოვრებაში შესაძლებელია მოულოდნელი ცვლილება. გამორიცხული არ არის ფულის გამომუშავების შესაძლებლობა მოგეცეთ. სარისკო საქმე მნიშვნელოვან სარგებელს მოგიტანთ, მაგრამ მოსალოდნელია კონფლიქტური სიტუაცია, რომელმაც შეიძლება საშიში შედეგები გამოიწვიოს. გირჩევთ, ახლობელ ადამიანებზე იფიქროთ და საღამო მათთან ერთად გაატაროთ.

ლომი

წინააღმდეგობრივი დღეა. თქვენი ლიდერის ხასიათი და ჭკუის დარიგების სურვილი, შესაძლოა, ახლობელ ადამიანებთან კონფლიქტის მიზეზი გახდეს. ამიტომ, თავი შიკავეთ ზედმეტი მზრუნველობისგან – ამას ზეწოლად მიიღებენ. გირჩევთ საკვების ხარისხი აკონტროლოთ და ალკოჰოლური სასმელების მოხმარება შეზღუდოთ.

ქალწული

ეს დღე როგორც დადებით, ისე უარყოფით ტენდენციებს ატარებს. თქვენს გარემოცვაში გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებსაც დიდი ხნის დაკარგულად მიიჩნევდით, მაგრამ ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან გამორეიცხული არაა, რომ გიღალატონ. ზოგადად, ნუ დაიახლოვებთ ადამიანებს, რომლებსაც ბოლომდე ვერ ენდობით, თუნდაც მათთან მრავალწლიანი მეგობრობა გაკავშირებდეთ.

სასწორი

არახელსაყრელი დღეა. სარისკო საქმიანობა, მოგების ნაცვლად, დაგაზარალებთ. უინიციატივობამ შეიძლება, გეგმების განხორციელების, პარტნიორებთან ურთიერთობისა და ფინანსური მდგომარეობის მხრივ პრობლემები შეექმნათ. გარშემო მყოფი ადამიანების უხეშობა გაგაღიზიანებთ და შეიძლება, თავი შეუძლოდაც იგრძნოთ.

მორიელი

ხელსაყრელი დღეა ოჯახური დასვენებისთვის. სასურველია, სუფთა ჰაერზე, ბუნებაში ისეირნოთ. ეს ცოტა ხნით პრობლემებს დაგავიწყებთ. სასიამოვნო დასვენების შემდეგ ოჯახური ურთიერთობები ახალ ძალასა და ფორმას შეიძენს. თუ გართულებები წარმოიქმნა, ამაში მხოლოდ თავად ხართ დამნაშავე, რადგან დაძაბული სამუშაო რეჟიმის სტრესისგან ვერ ახერხებთ გათავისუფლებას.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი კაცების უმეტესობას ამ დღეს ქალისგან საჩუქრები და ყურადღება ელით. ვარსკვლავები აფრთხილებენ, რომ საღამოს განწყობა შეიძლება ცხოვრების პარტნიორთან კონფლიქტმა გააფუჭოს. მცირე შენიშვნას ემოციების ზღვა მოჰყვება. ერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს – მოსალოდნელია ჯანმრთელობის გაუარესება ან ტრამვა.

თხის რქა

თქვენს გარემოცვაში გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებთანაც კომუნიკაცია ხანგრძლივი და ნაყოფიერი იქნება. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ჯანმრთელობის გაუარესება. თავი შეიკავეთ ალკოჰოლური სასმელების მიღებისგან.

მერწყული

თუ სწორად იმოქმედებთ, ყველა ჩანაფიქრი განხორციელდება. სტუმრების მიღება სამომავლოდ გადადეთ, რადგან ახლა საუკეთესო ფორმაში არ ხართ. ნუ უამბობთ საკუთარი გეგმების შესახებ ადამიანებს, რომლებსაც კარგად არ იცნობთ ან ბოლომდე არ ენდობით.

თევზები

ამ დღეს თქვენი სასიცოცხლო ენერგია იზრდება. გირჩევთ, მკლავები დაიკაპიწოთ და ახალი პროექტის განხორციელებას ენერგიულად შეუდგეთ. გაითვალისწინეთ, რომ წარმატების მისაღწევად გამძლეობა, სტაბილურობა და დისციპლინა დაგჭირდებათ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში ყველაფერი ძველებურად დარჩება. ერიდეთ ახალ რომანტიკულ თავგადასავალს – მას შეიძლება, არასასურველი შედეგები მოჰყვეს.

თეგები: ასტროლოგიაზოდიაქო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:49 08-30-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved