• რეკლამა
  • კონტაქტი
16:54, პარასკევი, 21 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„როცა ფული დაგჭირდებათ, დამირეკეთ და თუ არ მექნება, ვიშოვი და მოგცემთ!” – რას იხსენებს ბონდო მძინარაშვილი ლალი ბადურაშვილზე

ალია ავტორი - ალია
13:25 02-08-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი ლალი ბადურაშვილს იხსენებს.

“ობიექტივში” სტუმრობისას, გადაცემამდე ან გადაცემის შემდეგ აუცილებლად შემოვიდოდა ჩემს სამუშაო ოთახში და, – “უხ, კარგი იყო!” – მეტყოდა რომელიმე გადაცემაში ჩემს “გადარევაზე”.

ყველაფერს უყურებდა, სულ პულსზე ედო ხელი. მეც მის გამოსვლებზე ველაპარაკებოდი. ძალიან ახლობლად მეგულებოდა და მისგანაც საოცარ კეთილგანწყობას ვგრძნობდი. შინაურულად ვსაუბრობდით, თითქოს დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებდა.

ვიღაცის ხსენება ან რაღაც რომ არ მოეწონებოდა, იტყოდა, – “მოიცა ერთი!”

მოგეხსენებათ, მეც ბევრი ლაპარაკი მიყვარს და ემოციური საუბრისას უცბად მაჯაზე ჩამავლებდა ხელს და ასე მაჩუმებდა.

ერთხელ გადაცემიდან გამოსულმა კინოს სახლის ლიფტთან აზრი მკითხა და მეც (როგორც მჩვევია და მასთან მითუმეტეს!) ქართლური სიალალით ვუთხარი, – “ეგ რამ გათქმევინათ, რომ ფული არ ჰქონდათ და 50 ლარი მეზობლებში 10-10 ლარობით ჩამოისესხეთ? ამის შემდეგ, როცა დაგჭირდებათ, დამირეკეთ და თუ არ მექნება, ვიშოვი და მოგცემთ!”

იქვე, მოშორებით, ახალგაზრდა კაცი იდგა, მკრთალი განათება იყო და სახეზე არც შემიხედავს.

“ქალბატონ ლალის მაგას როგორ ეუბნებით?!” – ცოტა მკაცრად და საყვედურით მითხრა.

ახლა იმას მივუბრუნდი, – “დიახ, სწორედ ქალბატონ ლალის ვეუბნები. ცნობილი ოჯახი ჰყავს, შვილი, შვილიშვილი. ასე რატომ უნდა თქვას ტელევიზიით? ხალხი რას იფიქრებს, ლალი ბადურაშვილს ისე უჭირს, რომ 50 ლარსაც 10-10 ლარობით სესხულობს?! თუ მათთვის ერიდება თხოვნა, ჩვენ რას ვაკეთებთ?!”

ახალგაზრდა კაცს პასუხი არ დააცადა, მაჯაზე ხელის “საფირმო” მოკიდებით გამაჩერა და მითხრა: “გაიცანი, ეს ჩემი შვილია, ერეკლე!”

ასე გავიცანი ერეკლე ბადურაშვილი, რომელმაც არ იცოდა, რომ გადაცემის დაწყებამდე ჩემს ოთახში “ერთი ჩხუბი უკვე მოვასწარით”, გადაცემის გამო ერთსაათიანი “ტაიმ-აუტი ავიღეთ” და ახლა “ჩვეულებრივად ვაგრძელებდით.”

შემდეგ, ისე რომ მაჯიდან ხელი არ აუშვია, ძალიან ახლოს მოვიდა და მკითხა: “მართლა ძალიან ცუდად ვთქვი?”

მის თვალებში დავინახე, რომ ჩემ პასუხს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

“ძალიან ცუდად არა, მაგრამ წარმოიდგინეთ, თქვენი გამოსვლებით რამდენ ადამიანს აძლევთ იმედს, თქვენ კი ისე გამოგივიდათ, თითქოს წუწუნებდით. თქვენ ძლიერ ადამიანად გიცნობენ და სისუსტე სიყალბედ გამოჩნდება. მაინც არავინ დაიჯერებს.”

“ჰო, მართალი ხარ, ვინ დაიჯერებს, მაგრამ მართლა ეგრე იყო. ერეკლესთვის არც მითქვამს და ახლა ისიც გამიბრაზდება,” – მითხრა და გამიღიმა ისე, როგორც ძალიან ახლობელ ადამიანებს უღიმიან. – “არადა, ის ფულიც ჩემთვის კი არ მინდოდა, ახლობელმა მთხოვა და იმწუთას არ მქონდა, უარს კი ვერ ვეტყოდი.”

აი, ასეთი იყო ლალი ბადურაშვილი! 

ჩვენი ემოციური საუბარი ალბათ კიდევ ერთ საათს გაგრძელდა. ერეკლე ჩუმად გვისმენდა და ალბათ ხვდებოდა, როგორ მეძვიფასებოდა ჩემი თანამოსაუბრე. დედა-შვილი ღიმილით დამემშვიდობა.

მანამდეც და შემდგომაც ჩვენი ყოველი შეხვედრა იყო ორი ძალიან ახლობელი ადამიანისთვის კიდევ ერთი შესაძლებლობა კეთილგანწყობის გამოსახატავად.

საოცრად მებრძოლი სულის ქალბატონი იყო, სამართლიანი, შეუპოვარი!

ბევრმა არ იცის, რომ მოძალადე რეჟიმთან და მის ნარჩენებთან ბრძოლის დროს ქალბატონ ლალის ის ტკივილი აძლიერებდა, რომელიც ათწლეულების წინ, ახალგაზრდობაში გადაიტანა. ეს იყო მოძალადე სისტემასთან ბრძოლაგამოვლილი ქალი, რომელიც მოულოდნელად აღმოჩნდა სრულიად მარტო, და რომელმაც ის წინააღდეგობაც გადალახა. ამის ცოდნა მის მიმართ პატივისცემას მიასკეცებდა.

ამიტომაც ვერ ეგუებოდა ძალადობასა და უსამართლობას, მის ემოციას კი გულწრფელობა განსაკუთრებულ ხიბლს სძენდა.

საოცარი ადამიანი იყო ქალბატონი ლალი ბადურაშვილი, საოცარი! 

P. S. ძალიან მიყვარდა და პრეზიდენტის ინაუგურაციაზე, თელავში შეხვედრისას, ქალბატონი ლალის და კიდევ ერთი მშვენიერი ქალბატონის – ნელი კობიაშვილის “დატყვევების” შანსი ხელიდან არ გავუშვი“,-წერს ბონდო მძინარაშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved