• რეკლამა
  • კონტაქტი
17:16, პარასკევი, 28 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები
ეს ის კვლევაა, რომლის ჩატარებასაც არაერთი ჩვენგანი უშედეგოდ ცდილობდა – ზურაბ გურული ახალი კვლევის შესახებ
ალია ავტორი - ალია
23:55 12-24-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
49
ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, პროფესორი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში, კორონავირუსის შესახებ ახალ კვლევის შესახებ წერს:
კვლევა ბრიტანულია და 12 541 მონაწილე იქნა შესწავლილი. სამეცნიერო – სტატისტიკური დეტალებით თავს არ შეგაწყენთ, დაინტერესებული თავად მონახავს, მაგრამ დასკვნა ასეთი იყო: სისხლში იმუნოგლობულინ G-ს (როგორც ე.წ. ეკალ – პროტეინის, ასევე ნუკლეოკაფსიდის საწინააღმდეგო IgG-ს ) არსებობა გადატანილი ინფექციის შემდეგ, მინიმუმ 6 თვის განმავლობაში არსებითად, მკვეთრად ამცირებს რეინფექციის რისკს.
ანუ, თუ და როცა, გადატანილი ინფექციის შემდეგ ადამიანს სისხლში აღენიშნება იმუნოგლობულინ G-ს არსებითი კონცენტრაცია, მაშინ დაცული იქნება განმეორებითი ინფექციისაგან მინიმუმ 6 თვის განმავლობაში.
საინტერესო და გასათვალისწინებელი დეტალია ისიც, რომ ზემოხსენებული ვრცელი კვლევის მონაწილეები ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლები იყვნენ.
„ამ კვლევის განსაკუთრებული მნიშვნელობა იმაშია, რომ, თუ კოვიდი გადაიტანე და ანტისხეულები გაგივითარდა, 10-ჯერ მცირდება შენი რეინფექციის რისკი“, – განაცხადა კლივლენდელმა პროფესორმა კრისტოფერ კინგმა; „ეს ის კვლევაა, რომლის ჩატარებასაც არაერთი ჩვენგანი უშედეგოდ ცდილობდა აქამდე“.
კვლევის შედეგებს სერიოზული ზეგავლენის მოხდენა შეუძლია აცრების ლოჯისტიკაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რადგან როგორც ვიცით ვაქცინა ჯერჯერობით ყველგან დეფიციტურია. მაგალითად, აშშ-ში დაახლოებით 53 მილიონმა ადამიანმა გადაიტანა ინფექცია. ეს ძალიან დიდი ციფრია და სერიოზული უპირატესობის მოცემა შეუძლია ვაქცინების ადექვატურად გადანაწილების პროცესში.
გარკვეული ცვლილებების შეტანა მოხდება ალბათ ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის – CDC-ის რეკომენდაციებშიც. აქამდე ეს სააგენტო ამბობდა, რომ რეინფექციის შანსი ჩნდება დაავადების გადატანიდან 90 დღის შემდეგ, ახლა ეს პერიოდი ალბათ გაიზრდება მინიმუმ 6 თვემდე.
კვლევამ ცხადია ახალი, ჯერჯერობით პასუხგაუცემელი შეკითხვებიც გააჩინა. თუნდაც ის, რატომ განუვითარდა რეინფექცია კვლევის 2 მონაწილეს, მიუხედავად იმუნოგლობულინ G-ს ადექვატური ტიტრისა. შესაძლოა ეს ადამიანები რაღაც მიზეზის გამო იმუნოკომპრომეტირებულები იყვნენ. „ჩემი აზრით, ინფექციისაგან ძირითადათ ანტისხეულები გვიცავენ, ე.წ. T-უჯრედები კი დაავადების განვითარების მძიმე და მსუბუქ ფორმებზე აგებენ პასუხს“- თქვა კინგმა.
გარდა ამისა, ჯერ კიდევ არ ვიცით, მაქსიმუმ რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს იმუნიტეტი. არის სპეკულაციებიც, რომ რამდენიმე წელსაც კი, მაგრამ ეს მხოლოდ თეორიულ-ლოგიკური ჰიპოთეზებია და არა დადასტურებული ფაქტი.
აუცილებელია იმის აღნიშვნაც, რომ დღესდღეობით არსებული მონაცემების მიხედვით ,,ფაიზერისა” და ,,მოდერნას” ვაქცინებით გამოწვეული იმუნიტეტი უფრო მძლავრია, ვიდრე ინფექციის გადატანის შედეგად განვითარებული იმუნიტეტი; ასტრა-ზენეკას ვაქცინის კი პირიქით, ჩამორჩება ბუნებრივ იმუნიტეტს.
ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, აიცრან თუ არა იმ ადამიანებმა, რომლებმაც გადაიტანეს კოვიდი და ბუნებრივად განუვითარდათ ანტისხეულები. ვნახოთ რას ამბობს ამის შესახებ CDC. – ადამიანებმა, რომლებმაც გადაიტანეს კოვიდ-19, შეიძლება მაინც მიიღონ სარგებელი ვაქცინაციისაგან“ – მითითებულია ვაქცინაციის ვებგვერდზე. დამატებით: – „კოვიდ-19 -ით რეინფექციით გამოწვეული დაავადების მაღალი საშიშროების გამო და იმის გათვალისწინებით, რომ რეინფექცია შესაძლებელია, ადამიანებს შეიძლება ვურჩიოთ, რომ მიუხედავად გადატანილი ინფექციისა, მაინც ჩაიტარონ ვაქცინაცია“. მთავარი სიტყვა ამ რჩევებში არის „შეიძლება“. ლოგიკურია.
ამ ეტაპზე გადაჭრით ვერც უარყოფ რამეს და ვერც დაადასტურებ. აქ უკვე პირადი არჩევანი, გათვლილი რისკები და ინსტიქტიც კი ერთვება საქმეში.
2021-ის პირველ თვეებში კიდევ ბევრი ახალი კვლევა წამოგვეწევა, რომლებიც ნელნელა შეამცირებენ ექიმთა რეკომენდაციებში „შეიძლებას“ და „ალბათს“ , მანამ კი ლოგიკა და რისკ-სარგებლიანობის გონივრული აწონ – დაწონაა საჭირო.“ 
თეგები: ზურაბ გურული
კომენტარები
რედაქტორის რჩევით
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
22:56 11-10-2025
ახალი ამბები
ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?
15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
21:28 10-16-2025
ბიზნესი
თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს
ახალი ამბები
თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს
14:31 11-28-2025
რა განაპირობებს სავალუტო ბაზარზე არსებულ სიჭარბეს? – თიბისი
ახალი ამბები
რა განაპირობებს სავალუტო ბაზარზე არსებულ სიჭარბეს? – თიბისი
13:58 11-28-2025
ნანატრი დღეები გორგიაში გრძელდება
ახალი ამბები
ნანატრი დღეები გორგიაში გრძელდება
08:00 11-28-2025
ახალი გვერდი თიბისის მობაილბანკში – გადარიცხვების ახალი გამოცდილება
ახალი ამბები
ახალი გვერდი თიბისის მობაილბანკში – გადარიცხვების ახალი გამოცდილება
18:18 11-27-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი
Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved