• რეკლამა
  • კონტაქტი
23:15, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მეკო ჩიტიშვილმა სიმსივნე დაამარცხა

ალია ავტორი - ალია
11:10 12-23-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

24 წლის მეკო ჩიტიშვილმა სიმსივნე დაამარცხა. მას ძვლის სარკომის დიაგნოზი დაუსვეს და მისი მკურნალობისთვის საჭირო თანხა მეგობრებმა, საზოგადოების დახმარებით შეაგროვეს.

როგორც სპეციალურად მეკოს დასახმარებლად შექმნილ ჯგუფში წერია, სიმსივნეზე გამარჯვებული მეკო უკვე საქართველოშია.

„თქვენთვის ძალიან მაგარი ამბავი გვაქვს, 24 წლის მეკო ჩიტიშვილმა სიმსივნე დაამარცხა, დღეს სრულიად ჯანმრთელია და უკვე საქართველოში იმყოფება.

მადლობა უფალს ამ სიხარულისთვის და მადლობა მის ძალიან მაგარ მეგობრებს, თვეების განმავლობაში დღედაღამე ათენეს, მეკოს სამკურნალო თანხა რომ შეეგროვებინათ და გადაერჩინათ მეგობარი, მათ ეს შეძლეს. გილოცავთ ყველას. უამრავი კეთილი ადამიანის დახმარებით და ერთიანობით ახალგაზრდა გოგო სიკვდილს გადავარჩინეთ, აი, რა შეუძლია ერთიანობას და სიკეთეს.

ვინც ახლა გაიგო მეკოს შესახებ, გეტყვით, რომ ეს არის გოგო, რომელსაც დაუდგინდა საქართველოში სარკომა და უმძიმესი მდგომარეობის გამო გახდა საჭირო ავსტრიაში გადაყვანა, უამრავი ქიმიო თერაპიის და ოპერაციის შემდგომ, მეკომ დაამარცხა სიმსივნე და დღეს სრულიად ჯანმრთელი დაუბრუნდა ოჯახს. მეგობრებმა მის გადასარჩენად ერთობლივი ძალისხმევით შეაგროვეს 500 171 ლარი, ნახევარი მილიონი მეკოს სიცოცხლის გადასარჩენად, სიტყვები არ გვყოფნის მადლიერების გამოსახატად.

თუ ფიქრობ, რომ შენი 1 ლარით ვერაფერს შეცვლი. აი, შედეგი 500 171 ლარით ახალგაზრდა გოგო გადარჩა.

ფონდ ,,სიკეთის კვალის”  სახელით ვულოცავთ მეკოს, მის ოჯახს, მეგობრებს და სრულიად საქართველოს, ვინც თუნდაც ერთი ლარით ან ერთი საქველმოქმედო ზარით გადაარჩინა ახალგაზრდა გოგო. დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ვუსურვებთ მუდამ, გახარებას და დიდ წარმატებას ცხოვრებაში, ასევე ვუსურვებთ ყველა ადამიანს ვინც ახლა გადის რთულ და მძიმე გზას მალე გამოჯამრთელდნენ და მეკოსავით გაგვახარონ ამ ვერაგი დაავადების დამარცხებით. გვიყვარხართ და გვეიმედებით, ჩვენო კეთილო ადამიანებო“.- აღნიშნულია ,,ფეისბუქის” გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე ჯგუფში „ანიტას ფონდი“ აქაც ულოცავენ მეკოს სიმსივნის დამარცხებას.

„გახსოვთ, ალბათ, მეკო. ანიტას 92-ე მეგობარი იყო ფონდის ოფიციალურად დაარსებამდე. მეკომ სიმსივნე დაამარცხა და “ანიტას ფონდი” და მისი მეგობრები ვულოცავთ ამ დიდ გამარჯვებას“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved