• რეკლამა
  • კონტაქტი
06:14, ხუთშაბათი, 10 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

“ტოიოტა ცენტრი თბილისი” ბავშვებს ტოიოტას საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობისთვის იწვევს

ალია ავტორი - ალია
15:11 12-16-2020
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
77

„ტოიოტა მოტორ კორპორაცია“, მსოფლიო პანდემიის მიუხედავად, ბავშვებისთვის წელსაც აწყობს  მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ყოველწლიურ საერთაშორისო ხატვის კონკურსს – „ტოიოტას ოცნების ავტომობილი“ (Toyota Dream Car Art). მე-14 სართაშორისო კონკურში მონაწილეობის მიღება, 15 წლის ასაკის ჩათვლით, ნებისმიერ ბავშვს შეუძლია. მონაწილეობის მსურველებმა „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ ოფისში განაცხადი და ნამუშევარი 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა მიიტანონ, – ამის შესახებ ინფორმაციას ტოიოტას პირველი ოფიციალური დილერი საქართველოში „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის თინათინ მაკარიძის ინფორმაციით, იმისათვის, რომ საქართველოში მცხოვრები ბავშვები ტოიოტას გლობალური კონკურსის ფინალში მოხვდნენ, აუცილებელია კონკურსში მონაწილეობა ეროვნულ დონეზე, საქართველოში მიიღონ. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ფინალისტებიდან საერთაშორისო კონკურსის საბოლოო გამარჯვებულებს „ტოიოტა მოტორ კორპორაცია“ გამოავლენს და სპეციალური პრიზებით დააჯილდოვებს.

„ტოიოტას კონკურსი მრავალი ქვეყნის ათასობით ბავშვისთვის, მათ შორის საქართველოდან, უნიკალური შესაძლებლობაა, თავისი ოცნება მსოფლიოს გაუზიაროს. „დახატე შენი ოცნება, მართე მომავალი“ – ეს კონკურსის სლოგანია, რომლის გაზიარება და Toyota Dream Car Art-ის წლევანდელ კონკურში მონაწილეობის მიღება 15 წლის ასაკის ჩათვლით ნებისმიერ ბავშვს შეუძლია. თხოვნით მივმართავთ მშობლებს, უყურადღებოდ არ დატოვონ ეს ფაქტი, ინფორმაცია მიაწოდონ თავიანთ შვილებს და ამით მისცენ შესაძლებლობა, მსოფლიო პანდემიის მიუხედავად, მათ მიერ დახატულმა ტოიოტას ოცნების ავტომობილმა გადალახოს ჩაკეტილი საზღვრები და მსოფლიო კონკურსში გამარჯვების მოსაპოვებლად საქართველოს სახელით მიიღოს მონაწილეობა. ამისთვის საჭიროა, ბავშვის ნამუშევარი და განაცხადი  მშობლებმა 31 დეკემბრის 18:00 საათამდე მიაწოდონ „ტოიოტა ცენტრ თბილისს“, მისამართზე: აღმაშენებლის ხეივანი #116 (ყოფილი მე-20 კმ), ან ამავე მისამართზე ფოსტით გაგზავნონ“, – აცხადებს თინათინ მაკარიძე.

როგორც „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი განმარტავს, კონკურსში მონაწილეობის მსურველები, პირველ რიგში, საკონკურსო პირობებსა და მონაწილეობის წესებს უნდა გაეცნონ, ამის შემდეგ კი სარეგისტრაციო ფორმა შეავსონ.   აღნიშნული ინფორმაცია განთავსებულია „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ბმულით – https://bit.ly/2H1GHpr თინათინ მაკარიძის თქმით, 31 დეკემბრის შემდეგ, „ტოიოტა ცენტრი თბილისი“, კომპეტენტური ჟიურის დახმარებით, შემოსული ნამუშევრებიდან 9 საუკეთესოს შეარჩევს.

„კომპეტენტური ჟიურის დახმარებით, შეირჩევა ცხრა საუკეთესო ნამუშევარი სამ ასაკობრივ კატეგორიაში. შერჩეული ნამუშევრები კი იაპონიაში, Toyota Dream Car Art-ის გლობალურ კონკურსზე გაიგზავნება.  საქართველოში ჩატარებული კონკურსის შედეგები 2021 წლის იანვრის ბოლოს გახდება ცნობილი, ხოლო საერთაშორისო კონკურსის შედეგები – 2021 წლის ივნისში. იმედი გვაქვს, ჩვენი ბავშვები გამოიყენებენ ამ შესაძლებლობას, წლევანდელ კონკურსშიც ჩაერთვებიან და მაქსიმალურად გამოავლენენ საკუთარ შესაძლებლობებს“, – აღნიშნავს თინათინ მაკარიძე.

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ ინფორმაციით, ტოიოტას საერთაშორისო კონკურსის საბოლოო შედეგების შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება ვებგვერდზე – https://www.toyota-dreamcarart.com

თეგები: ტოიოტა ცენტრი თბილისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
ახალი ამბები

ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას

14:28 09-09-2026
თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

12:24 09-09-2026
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
ახალი ამბები

გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში

15:44 09-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved